ახალი კანონპროქტები, რომელიც შრომის ინსპექციის უფლებამოსილებას აფართოებს
„მასში ძალიან მკაფიოდ არის გაწერილი შრომის უსაფრთხოების ნორმები, ამ ნორმების დაცვაზე პასუხისმგებელი სტრუქტურები თუ თანამშრომლები, გაწერილია რომელ ინდუსტრიაში რა სახის უსაფრთხოება ვრცელდება და გაწერილია ის სანქციები, რომლებიც ამ ნორმების შეუსრულებლობას მოყვება", — განაცხადა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
მინისტრის თქმით, ამ კანონის მიღების შემთხვევაში შრომის ინსპექციას დამატებით ასევე გაუჩნდება ახალი შესაძლებლობები, რომ გაფრთხილების გარეშე განახორციელოს როგორც გეგმიური, ასევე არაგეგმიური ინსპექტირება. შრომის ინსპექციის დასკვნა კი შესასრულებლად სავალდებულო იქნება.