06:15 31 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7732
  • 100 RUB4.0776
  • USD3.2327

საყვარელიძე: „ ქართული ოცნებისგან" ამომრჩეველი მეტს ელოდა

რადიო
მოკლე ბმულის მიღება
33 0 0

მმართველი პარტიის რეიტინგი ძირითადი წინასაარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობამ დასწია, მიაჩნია პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს.

საყვარელიძე: „ ქართული ოცნებისგან" ამომრჩეველი მეტს ელოდა

„რა თქმა უნდა, დაპირებების ნუსხა ხელში არავის უჭირავს, მაგრამ რამდენიმე საკვანძო დაპირება ყველას აქვს მეხსიერებაში, უპირველეს ყოვლისა, ეს არის სამართლიანობის აღდგენა, რომლითაც აიღო ხმების დიდი ნაწილი „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წელის საპარლამენტო არჩევნებზე“, — აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ NDI-ის კვლევების შედეგებზე საუბრისას.

აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მაისში გამოქვეყნებულმა გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ საზოგადოებაში მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საზოგადოებისადმი“ მხარდამჭერთა რიცხვი საგრძნობლად შემცირდა. მმართველ პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ რესპონდენტების 29% უჭერს მხარს.

საქართველოს ბოლო საპარლამენტო არჩევნებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ (2016 წლის ნოემბერ-დეკემბერი) ჩატარებული NDI-ს კვლევის თანახმად კი მმართველ პარტიას მოსახლეობის 40% უჭერდა მხარს.

მთავარი თემები