„რა თქმა უნდა, დაპირებების ნუსხა ხელში არავის უჭირავს, მაგრამ რამდენიმე საკვანძო დაპირება ყველას აქვს მეხსიერებაში, უპირველეს ყოვლისა, ეს არის სამართლიანობის აღდგენა, რომლითაც აიღო ხმების დიდი ნაწილი „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წელის საპარლამენტო არჩევნებზე“, — აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ NDI-ის კვლევების შედეგებზე საუბრისას.
აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მაისში გამოქვეყნებულმა გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ საზოგადოებაში მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საზოგადოებისადმი“ მხარდამჭერთა რიცხვი საგრძნობლად შემცირდა. მმართველ პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ რესპონდენტების 29% უჭერს მხარს.
საქართველოს ბოლო საპარლამენტო არჩევნებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ (2016 წლის ნოემბერ-დეკემბერი) ჩატარებული NDI-ს კვლევის თანახმად კი მმართველ პარტიას მოსახლეობის 40% უჭერდა მხარს.