13:45 04 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4134
  • 100 RUB4.1072
  • USD3.1576

ცხაკაია: დღეის მდგომარეობით რეესტრში ირიცხება შვილის აყვანის 3280 მსურველი ადამიანი

რადიო
მოკლე ბმულის მიღება
71 0 0

სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს უფროსი ეთერ ცხაკაია საუბრობს, თუ რა პროცედურებია საჭირო და რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ადამიანი, ვისაც სურს ბავშვის შვილად აყვანა.

ცხაკაია: დღეის მდგომარეობით რეესტრში ირიცხება 3280 შვილის აყვანის მსურველი ადამიანი

სოციალური მუშაკის მიერ ხდება შესწავლა, შეფასება. ძირითადად ფასდება პოტენციური მშვილებლის ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური მდგომარეობა. თუ შეფასება დადებითია და მშვილებელი აკმაყოფილებს კანონით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, ამ შემთხვევაში იგი რეგისტრირდება უკვე რიგში", — აღნიშნა ცხაკაიამ.

მისი განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, მშვილებელი კანდიდატების რეესტრში ირიცხება 3280 შვილის აყვანის მსურველი ადამიანი. გასაშვილებელი სტატუსის მქონე ბავშვები, რომელიც სახელმწიფო მზრუნველობაში არიან, 164-ია, მაგრამ ეს 164 ბავშვი არის გაშვილებისთვის პრობლემური ბავშვი, იქიდან გამომდინარე, რომ მათ აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები.

მთავარი თემები