ცხაკაია: დღეის მდგომარეობით რეესტრში ირიცხება 3280 შვილის აყვანის მსურველი ადამიანი
„სოციალური მუშაკის მიერ ხდება შესწავლა, შეფასება. ძირითადად ფასდება პოტენციური მშვილებლის ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური მდგომარეობა. თუ შეფასება დადებითია და მშვილებელი აკმაყოფილებს კანონით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, ამ შემთხვევაში იგი რეგისტრირდება უკვე რიგში", — აღნიშნა ცხაკაიამ.
მისი განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, მშვილებელი კანდიდატების რეესტრში ირიცხება 3280 შვილის აყვანის მსურველი ადამიანი. გასაშვილებელი სტატუსის მქონე ბავშვები, რომელიც სახელმწიფო მზრუნველობაში არიან, 164-ია, მაგრამ ეს 164 ბავშვი არის გაშვილებისთვის პრობლემური ბავშვი, იქიდან გამომდინარე, რომ მათ აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები.