14:04 22 ოქტომბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ძველი თბილისი
© Sputnik/ Alexander Imedashvili

გარემოს დაბინძურება დღეიდან ჯარიმით ისჯება

რადიო
მოკლე ბმულის მიღება
1911

„თბილსერვის ჯგუფის" ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორები დედაქალაქის ქუჩებში ნაგვის გადაჭრისთვის ფიზიკური და იურიდიული პირებს დღეიდან დააჯარიმებენ.

ჩვენი ზედამხედველობის ინსპექტორები აქამდე გამაფრთხილებელ რეჟიმში მუშაობდნენ, ასე რომ 20 აპრილიდან მოსახლეობას ვთხოვთ რომ არ დააბინძურონ გარემო", — განუცხადა ტელეკომპანია "იმედს" "თბილსერვის ჯგუფის" დირექტორის მოადგილე დავით დოლიძემ.

პირველ ეტაპზე თბილისის ცენტრალურ ქუჩებში 20 ინსპექტორია განაწილებული. მათ აქვთ შესაბამისი ეკიპირება და კამერები. ორ კილოგრამამდე ნაგვის ქუჩაში დაყრისთვის ჯარიმა 80 ლარია, ხოლო შენობის ფანჯრიდან გადაგდებისთვის – 100 ლარი; 2 კილოგრამზე მეტი ნაგვის ქუჩაში დაყრისთვის პირი 150 ლარით დაისჯება, ხოლო შენობის ფანჯრიდან – 500 ლარით.

მთავარი თემები