გარემოს დაბინძურება დღეიდან ჯარიმით ისჯება
„ჩვენი ზედამხედველობის ინსპექტორები აქამდე გამაფრთხილებელ რეჟიმში მუშაობდნენ, ასე რომ 20 აპრილიდან მოსახლეობას ვთხოვთ რომ არ დააბინძურონ გარემო", — განუცხადა ტელეკომპანია "იმედს" "თბილსერვის ჯგუფის" დირექტორის მოადგილე დავით დოლიძემ.
პირველ ეტაპზე თბილისის ცენტრალურ ქუჩებში 20 ინსპექტორია განაწილებული. მათ აქვთ შესაბამისი ეკიპირება და კამერები. ორ კილოგრამამდე ნაგვის ქუჩაში დაყრისთვის ჯარიმა 80 ლარია, ხოლო შენობის ფანჯრიდან გადაგდებისთვის – 100 ლარი; 2 კილოგრამზე მეტი ნაგვის ქუჩაში დაყრისთვის პირი 150 ლარით დაისჯება, ხოლო შენობის ფანჯრიდან – 500 ლარით.