ვახტანგ მაისაია: უნდა განვსაზღვროთ რისთვის გვჭირდება რეზერვისტები

© თ. ჩოჩუაექსპერტი ვახტანგ მაისაია
ექსპერტი ვახტანგ მაისაია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სანამ სარეზერვო სამსახურს ჩამოვაყალიბებთ, უნდა განვსაზღვროთ – რისთვის გვჭირდება რეზერვისტები, განუცხადა პოლიტოლოგმა ვახტანგ მაისიაიამ "Sputnik–საქართველოს".
ვახტანგ მაისაია: უნდა განვსაზღვროთ რისთვის გვჭირდება რეზერვისტები

"სანამ ჩვენ შევქმნით სარეზერვო სამსახურის კონცეფციას, ჯერ ის უნდა განვსაზღვროთ, რისთვის გვჭირდება ის — ბუნებრივი კატასტროფების და ტერორისტული აქტების შედეგების თუ სამხედრო საფრთხეების აღსაკვეთად. წარმოდგენილ დოკუმენტში მე ეს ვერ გავარკვიე", — აღნიშნა პოლიტოლოგმა თავდაცვის სამინისტროს მიერ პარლამენტში წარდგენილ სამხედრო ძალების რეზერვის განვითარებისა და მართვის კონცეფციაზე საუბრისას.

განახლებული კონცეფციის თანახმად, რეზერვის დაკომპლექტების ასაკი 18-55 წლებით განისაზღვრება და იგი როგორც რეზერვისტის სახელფასო უზრუნველყოფას, ასევე კანონმდებლობით დადგენილ სახელმწიფო სოციალურ გარანტიებს განაპირობებს.

აქტიური სარეზერვო სამსახური სამი კომპონენტისგან იქნება შედგენილი, ესენია: შეიარაღებული ძალების რეზერვი, ტერიტორიული რეზერვი და სპეციალისტების რეზერვი. სამივე ტიპის რეზერვს თავის სპეციფიკური დანიშნულება ექნება.

მოქალაქეებისთვის რეზერვის გავლა ნებაყოფლობითი იქნება. რეზერვისტები ორი სახის მომზადებას გაივლიან, საბრძოლო ინტენსიურსა და სამობილიზაციო მოკლევადიანს.

ყველა ახალი ამბავი
0