14:53 23 ნოემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ეკა გიგაური
© FB/ Eka Gigauri

გიგაური: ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით ყველა მხარე უნდა დაელოდოს გამოძიებას

რადიო
მოკლე ბმულის მიღება
601

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური ბათუმის მოვლენების შესახებ საუბრობს.

"სამწუხაროდ, ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით ძალიან ბევრმა ჯგუფმა, მათ შორის, პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებულმა ჯგუფებმა კონკრეტული განცხადებები გააკეთეს, რომლებიც არ იყო მიმართული სიტუაციის განმუხტვისკენ", — განაცხადა გიგაურმა.

ეკა გიგაურმა ყველას გამოძიების დასრულებამდე პოლიტიკური განცხადებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

11 მარტს ასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ბათუმის ცენტრში მასობრივ არეულობებში, რის შედეგადაც დაშავდა ათობით ადამიანი, დაიწვა მანქანები და დაზიანდა ქალაქის ინფრასტრუქტურა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სახალხო დამცველის მიერ გასაჯაროებული მონაცემებით დაადასტურა, რომ 11–12 მარტის მოვლენების დროს მოხდა 75 ადამიანის დაკავება.

მთავარი თემები