გიგაური: ბათუმში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ყველა მხარე უნდა დაელოდოს გამოძიებას
"სამწუხაროდ, ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით ძალიან ბევრმა ჯგუფმა, მათ შორის, პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებულმა ჯგუფებმა კონკრეტული განცხადებები გააკეთეს, რომლებიც არ იყო მიმართული სიტუაციის განმუხტვისკენ", — განაცხადა გიგაურმა.
ეკა გიგაურმა ყველას გამოძიების დასრულებამდე პოლიტიკური განცხადებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.
11 მარტს ასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ბათუმის ცენტრში მასობრივ არეულობებში, რის შედეგადაც დაშავდა ათობით ადამიანი, დაიწვა მანქანები და დაზიანდა ქალაქის ინფრასტრუქტურა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სახალხო დამცველის მიერ გასაჯაროებული მონაცემებით დაადასტურა, რომ 11–12 მარტის მოვლენების დროს მოხდა 75 ადამიანის დაკავება.