13:28 23 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3106
  • 100 RUB4.6653
  • USD2.9710
საქართველოს და რუსეთის დროშები

მრგვალი მაგიდა: ქართულ-რუსული ახალგაზრდული დიალოგი თბილისში

© Sputnik / STRINGER
პრეს-ცენტრი
მოკლე ბმულის მიღება
29 0 0

მრგვალი მაგიდა თემაზე „ქართულ-რუსული ახალგაზრდული დიალოგი თბილისში“ გაიმართება „Sputnik–საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს-ცენტრში პარასკევს, 31 აგვისტოს, 13:00 საათზე.

მრგვალ მაგიდაზე განიხილება რამდენიმე საკითხი: ახალგაზრდული დიალოგი ქართულ-რუსული ურთიერთობების ფარგლებში; ახალგაზრდული მედია-კომუნიკაციები, მათი თანამედროვე მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები; საქართველო-რუსეთის კულტურათაშორისი პროექტები.

მრგვალი მაგიდის ფარგლებში გაიმართება ლენინგრადის ბლოკადის მოხსნის 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ესეს კონკურსის — „გარღვევის“ პრეზენტაცია, რომელზეც საუბარი იქნება 2019 წლის იანვარში სანქტ-პეტერბურგში დაგეგმილ სადღესასწაულო ღონისძიებებზე და რომელიც ითვალისწინებს საპრიზო ფონდს.

მრგვალი მაგიდის მონაწილეები არიან:

— ცენტრ „ურალ-ევრაზიას“ აღმასრულებელი დირექტორი კონსტანტინ პოგორელსკი;

— რუს თანამემამულეთა კავშირი „ოტჩიზნას“ ხელმძღვანელი საქართველოში ირინა სვარჩუკი;

— აჭარის რუსულენოვანი ინტელიგენციის ასოციაციის „როსსვეტის“ ხელმძღვანელი ოკსანა ჩეკალოვა;

— პოლიტოლოგი არჩილ სიხარულიძე.

ვიწვევთ მასმედიის წარმომადგენლებს მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობისათვის.

შეხვედრა შედგება „Sputnik–საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს-ცენტრში მისამართზე: თბილისი, აღმაშენებლის გამზირი 61. მე-5 სართული, ბლოკი C.

აკრედიტაცია:

E-mail: media@sputnik-georgia.com;

ტელ: +995555908977.

„Sputnik-საქართველოს" მულტიმედიური პრეს-ცენტრის ანონსების გამოსაწერად განაცხადი გამოგზავნეთ: media@sputnik-georgia.com

მთავარი თემები