მრგვალ მაგიდაზე განიხილება რამდენიმე საკითხი: ახალგაზრდული დიალოგი ქართულ-რუსული ურთიერთობების ფარგლებში; ახალგაზრდული მედია-კომუნიკაციები, მათი თანამედროვე მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები; საქართველო-რუსეთის კულტურათაშორისი პროექტები.
მრგვალი მაგიდის ფარგლებში გაიმართება ლენინგრადის ბლოკადის მოხსნის 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ესეს კონკურსის — „გარღვევის“ პრეზენტაცია, რომელზეც საუბარი იქნება 2019 წლის იანვარში სანქტ-პეტერბურგში დაგეგმილ სადღესასწაულო ღონისძიებებზე და რომელიც ითვალისწინებს საპრიზო ფონდს.
მრგვალი მაგიდის მონაწილეები არიან:
— ცენტრ „ურალ-ევრაზიას“ აღმასრულებელი დირექტორი კონსტანტინ პოგორელსკი;
— რუს თანამემამულეთა კავშირი „ოტჩიზნას“ ხელმძღვანელი საქართველოში ირინა სვარჩუკი;
— აჭარის რუსულენოვანი ინტელიგენციის ასოციაციის „როსსვეტის“ ხელმძღვანელი ოკსანა ჩეკალოვა;
— პოლიტოლოგი არჩილ სიხარულიძე.
ვიწვევთ მასმედიის წარმომადგენლებს მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობისათვის.
შეხვედრა შედგება „Sputnik–საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს-ცენტრში მისამართზე: თბილისი, აღმაშენებლის გამზირი 61. მე-5 სართული, ბლოკი C.
აკრედიტაცია:
E-mail: media@sputnik-georgia.com;
ტელ: +995555908977.
„Sputnik-საქართველოს" მულტიმედიური პრეს-ცენტრის ანონსების გამოსაწერად განაცხადი გამოგზავნეთ: media@sputnik-georgia.com