20:18 21 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3088
  • 100 RUB4.6461
  • USD2.9718
Sputnik-ის ვიდეოპროექტი

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით Sputnik-ი ვიდეოპროექტს წარმოგიდგენთ

© Sputnik / Alexander Imedashvili
პრეს-ცენტრი
მოკლე ბმულის მიღება
28 0 0

Sputnik -ის პროექტში ცნობილი ქართველი შემსრულებლები კლასიკოსების ლექსებს კითხულობენ და ამ ფორმით ულოცავენ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს

თბილისი, 25 მაისი — Sputnik. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik საქართველომ" საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მუსიკალურ-პოეტური ვიდეოპროექტი წარმოადგინა, რომელშიც მონაწილეობენ ფოლკ-ჯგუფი Bani, პიანისტი ლუკა ოქროსი და მომღერალი მეგი გოგიტიძე. პროექტის ფარგლებში ცნობილმა ქართველმა ზელოვანებმა ქართული პოეზიის კლასიკოსების ლექსები ქართულ ენაზე წაიკითხეს და ამ ფორმით მიულოცეს ქვეყანას დამოუკიდებლობის დღე.

ჯგუფი Bani-ის წევრმა ბესო კვიციანმა მურმან ლებანიძის „უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი" წაიკითხა, რომელიც სამშობლოსადმი სიყვარულითაა გაჟღენთილი. პიანისტმა ლუკა ოქროსმა მუხრან მაჭავარიანის „ვითარცა მტკვარი" შეარჩია, რომელიც მის მიერ შექმნილ მუსიკაზე წაიკითხა. პროექტი ლეგენდარული ქართველი პოეტის ვაჟა-ფშაველას ლექსით „რამ შემქმნა ადამიანად" სრულდება, რომელსაც მუსიკალურ-ვოკალური ინტერპრეტაციით მეგი გოგოტიძე ასრულებს. მომღერალმა XIX საუკუნის პოეზია და სიმღერა "საქართველო" გააერთიანა, რომელიც მეგიმ XXI საუკუნეში დაწერა.

© Sputnik / Denis Aslanov
ჯგუფმა Bani მონაწილეობა მიიღო Sputnik-საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მუსიკალურ-პოეტურ პროექტში

რესურს „Sputnik საქართველოს" ხელმძღვანელი ოქსანა ვოინცევა: „Sputnik-ის მუსიკალურ-პოეტურმა პროექტმა ახალგაზრდა არტისტები შეკრიბა, რომლებიც თავიანთი შემოქმედებით ადიდებენ საქართველოს, მის კულტურასა და ისტორიას. ყველა ვიდეო ერთ საერთო ალბომშია გაერთიანებული, რომელიც სამშობლოსადმი, ოჯახისადმი, ქართული ტრადიციებისა და ხელოვნებისადმი სიყვარულზე მოგითხრობთ".

საქართველოში 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილეს ზეიმობენ. საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ დამოუკიდებლობის დღე 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა. პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ორნახევარი წელიწადი იარსება. ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა.

© Sputnik / Denis Aslanov
პიანისტმა ლუკა ოქროსმა მონაწილეობა მიიღო Sputnik-საქართველოს მუსიკალურ- პოეტურ პროექტში, სადაც მუხრან მაჭავარიანის ლექსი წაიკითხა

„Sputnik-საქართველომ" (sputnik-georgia.com) ქვეყანაში საქმიანობა 2015 წლის მაისში დაიწყო და ამ დროისთვის საქართველოში ინტერნეტ-მედიის ლიდერია**. სააგენტოს აქტივები მოიცავს საინფორმაციო პორტალებს ქართულ და რუსულ ენებზე და ასევე ინტერნეტ-რადიოს. „Sputnik-საქართველო" არის ათობით ქვეყანაში მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბების მქონე საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოსა და რადიოს ნაწილი. Sputnik-ი მოიცავს ვებ-გვერდებს 30-ზე მეტ ენაზე, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ დანართებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. მისი ახალი ამბები ყოველდღიურად 24-საათიანი რეჟიმით გადაიცემა ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და ჩინურ ენებზე.

** მეგი გოგიტიძის კლიპი, რომლითაც პროექტი დასრულდება,  ვებ-გვერდზე 26 მაისს გამოჩნდება

** 2018 წლის 1 მაისის  Liveinternet-ის მონაცემებით

მთავარი თემები