21:18 12 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2697
  • 100 RUB4.6355
  • USD2.9633
ვიდეო

ჯგუფმა Bani მონაწილეობა მიიღო დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ პროექტში

მოკლე ბმულის მიღება
41 0 0
© Sputnik / Denis Aslanov

ჯგუფმა Bani მონაწილეობა მიიღო Sputnik-საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მუსიკალურ-პოეტურ პროექტში. იხილეთ ჯგუფის გამოსვლა, რომელმაც ერთ-ერთი ცნობილი შემოქმედება შეასრულა

პოპულარულმა ქართულმა ფოლკ-ჯგუფმა Bani მონაწილეობა მიიღო Sputnik-საქართველოს მუსიკალურ-პოეტურ ვიდეოპროექტში, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა. პროექტის ფარგლებში ცნობილმა ქართველმა მსახიობებმა ქართული პოეზიის კლასიკოსების ლექსები წაიკითხეს და ქვეყანას 26 მაისი მიულოცეს.

ჯგუფი Bani-ს მონაწილე ბესო კვიციანმა წაიკითხა მურმან ლებანიძის ლექსი "უფლისციხესთან", რომელსაც პოეტი სამშობლოს სიყვარულსა და მის განუმეორებლობას უძღვნის. დანარჩენი ვიდეოების ხილვა შესაძლებელი იქნება 25 და 26 მაისს.

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღესა და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ჩამოყალიბებიდან ას წელს აღნიშნავს. ქვეყნის დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ გამოაცხადა, რომელიც სულ 2,5 წლის განმავლობაში არსებობდა, თუმცა წარუშლელი კვალი დატოვა ქვეყნის ისტორიაში.

თემაზე

ამერიკელი წყვილის ჯვრისწერა ქართულ ეკლესიაში
ბათუმის შადრევნები: ქალაქის ღირსშესანიშნაობები
როგორ გამოიყურება თბილისის ღამის კლუბი "ბასიანი" სპეცოპერაციის შემდეგ
პირდაპირი ჩართვა: სიტუაცია ღამის კლუბ "ბასიანთან"

მეტი ვიდეო

მთავარი თემები