09:53 17 აგვისტო 2017
პირდაპირი ეთერი
მგლები

ბრიფინგი: საქართველოს საშიში მტაცებლები

© RIA Novosti. Egor Yeremov
პრეს-ცენტრი
მოკლე ბმულის მიღება
17 0 0

თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში ხუთშაბათს, 29 ივნისს, 14:00 საათზე გაიმართება ბრიფინგი "საქართველოს საშიში მტაცებლები".

საქართველოს მოსახლეობას ორ ათეულ წელზე მეტია მგლების საკითხი აწუხებს, რომლებმაც ათობით ათასი სული შინაური საქონელი გაანადგურეს. მასმედიის მონაცემებით, მგლებმა 12 ადამიანი დაგლიჯეს სასიკვდილოდ და მრავალი დაკბინეს. 2012-2015 წლებში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ნებართვით მოკლულია 249 მგელი, 135 ტურა, შვიდი მელია და ოთხი დათვი. მგლის მოკვლა საქართველოში აკრძალულია. მტაცებლებზე ნადირობა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაშია დაშვებული – როდესაც ის ადამიანის სიცოცხლეს ემუქრება.

ბრიფინგის მონაწილეები ისაუბრებენ მგლების რაოდენობის რეგულაციის ღონისძიებებზე, საშიში ცხოველებისგან თავდაცვისა და ქონების გადარჩენის მეთოდებზე კანონის დაურღვევლად.

ბრიფინგში მონაწილეობას მიიღებენ:

— ჟურნალისტი, ეკოლოგი, მხარეთმცოდნე გვანჯი მანია;

— გეოგრაფი, კულტურული მემკვიდრეობის მკვლევარი ქეთევან მგალობლიშვილი;

— ეკოლოგი, მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მარატ ციცქიშვილი;

— ფიტოპათოლოგი, მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ბიძინა თავაძე.

მასმედიის წარმომადგენლებს ვიწვევთ ბრიფინგში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში მისამართზე: თბილისი, აღმაშენებლის გამზირი, 61, მე–5 სართული, ბლოკი С. ტელეფონი: 555 90 89 77.

აკრედიტაცია:

E-mail: media@sputnik-georgia.com; ტელ.: +995555908977.

თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრის ანონსების გამოწერაზე განაცხადი გაგზავნეთ მისამართზე media@sputnik-georgia.com

მთავარი თემები