საქართველოს მოსახლეობას ორ ათეულ წელზე მეტია მგლების საკითხი აწუხებს, რომლებმაც ათობით ათასი სული შინაური საქონელი გაანადგურეს. მასმედიის მონაცემებით, მგლებმა 12 ადამიანი დაგლიჯეს სასიკვდილოდ და მრავალი დაკბინეს. 2012-2015 წლებში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ნებართვით მოკლულია 249 მგელი, 135 ტურა, შვიდი მელია და ოთხი დათვი. მგლის მოკვლა საქართველოში აკრძალულია. მტაცებლებზე ნადირობა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაშია დაშვებული – როდესაც ის ადამიანის სიცოცხლეს ემუქრება.
ბრიფინგის მონაწილეები ისაუბრებენ მგლების რაოდენობის რეგულაციის ღონისძიებებზე, საშიში ცხოველებისგან თავდაცვისა და ქონების გადარჩენის მეთოდებზე კანონის დაურღვევლად.
ბრიფინგში მონაწილეობას მიიღებენ:
— ჟურნალისტი, ეკოლოგი, მხარეთმცოდნე გვანჯი მანია;
— გეოგრაფი, კულტურული მემკვიდრეობის მკვლევარი ქეთევან მგალობლიშვილი;
— ეკოლოგი, მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მარატ ციცქიშვილი;
— ფიტოპათოლოგი, მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ბიძინა თავაძე.
მასმედიის წარმომადგენლებს ვიწვევთ ბრიფინგში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში მისამართზე: თბილისი, აღმაშენებლის გამზირი, 61, მე–5 სართული, ბლოკი С. ტელეფონი: 555 90 89 77.
აკრედიტაცია:
E-mail: media@sputnik-georgia.com; ტელ.: +995555908977.
თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრის ანონსების გამოწერაზე განაცხადი გაგზავნეთ მისამართზე media@sputnik-georgia.com