02:54 26 ივნისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2260
  • 100 RUB4.5177
  • USD2.8333
პროექტი  SputnikPro

SputnikPro: RT-ის ტოპ-მენეჯერისგან ყველაფერი ანტიკრიზისულ PR-ზე ფეიკ-ნიუსის ეპოქაში

© Sputnik / Vladimir Umikashvili.
პრეს-რელიზები
მოკლე ბმულის მიღება
51 0 0

SputnikPro ქართველ ჟურნალისტებს პროექტის მორიგ მოდულში მონაწილეობის მისაღებად იწვევს.

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ი ქართველ მედიამენეჯერებს, ჟურნალისტებსა და PR-სპეციალისტებს იწვევს თბილისში SputnikPro-ს მორიგი მოდულის ფარგლებში ანტიკრიზისული პიარისა და ფეიკ-ნიუსების საკითხებთან დაკავშირებით სასაუბროდ.

ღონისძიება „Sputnik–საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში პარასკევს, 7 ივნისს, 11:00 საათზე გაიმართება. სპიკერი RT-ის მთავარი რედაქტორის მოადგილე, პრეს-სამსახურის ხელძღვანელი, არხის მარკეტინგისა და სტრატეგიული განვითარების დირექტორი ანა ბელკინა იქნება. გამოსვლის თემა „ანტიკრიზისული პიარი, ანუ როგორ შეძლებს მასმედია ფეიკ-ნიუსების ეპოქაში სამყაროსთან ურთიერთობას".

რეგისტრაციისთვის ინფორმაცია და კონტაქტები იხილეთ ბმულზე.

SputnikPro – ეს არის საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ის პროექტი ჟურნალისტების, სტუდენტების, პროფილური უმაღლესი დაწესებულებების, პრეს-სამსახურების თანამშრომლებისა და მედიასფეროს სხვა სპეციალისტებისთვის, რომელიც მიმართულია უცხოელი კოლეგების გამოცდილების გაზიარებისკენ, მედიაკომუნიკაციისა და პროფესიონალური კავშირების განვითარებისკენ. პროექტის არსებობის განმავლობაში სხვადასხვა ფორმატებში მასში 80-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. მასტერ-კლასები უკვე ჩატარდა აზერბაიჯანში, სომხეთში, ბელარუსში, საბერძნეთში, საქართველოში, ინდოეთში, ყირგიზეთში, თურქეთსა და ესტონეთში. საქართველოში SputnikPro მეექვსედ ტარდება.

Sputnik-ი ერთ–ერთი ყველაზე მსხვილი საერთაშორისო მედიასაშუალებაა, რომელიც აერთიანებს ცალკეული ქვეყნებისა და რეგიონულ მულტიმედიურ ინტერნეტ–საიტებს 32 ენაზე, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ და სხვა ენებზე მსოფლიოს 90-ზე მეტ ქალაქსა და ინტერნეტში. Sputnik-ი 24-საათიან რეჟიმში მთელი მსოფლიოს მასშტაბით წამყვან გამოცემებს გადასცემს ახალ ამბებს ინგლისურ, არაბულ, ესპანურ, ჩინურ და სპარსულ ენებზე. Sputnik-ის საინფორმაციო რესურსების აუდიტორია თვეში 60 მილიონზე მეტ მომხმარებელს შეადგენს, Sputnik China-ს აკაუნტის ხელმომწერთა რაოდენობა „ვეიბოში" 10 მილიონს აჭარბებს. მთელ მსოფლიოში ტოკიოდან მონტევიდეომდე 22 სარედაქციო ცენტრში ათობით ეროვნების ათასზე მეტი ადამიანი მუშაობს. Sputnik-ი შედის მედიაჯგუფ Россия сегодня-ში. Sputnik-ის სათავო ოფისი მოსკოვში მდებარეობს.

პოსტსაბჭოთა სივრცეში მუშაობის პერიოდში Sputnik-ის ვებ-გვერდებმა კონტენტის მიწოდების ტექნოლოგიური ფორმატებისა და ახალი ტექნოლოგიების წყალობით ადგილობრივ საინფორმაციო საშუალებებს შორის ლიდერი პოზიციები დაიკავა.

უცხოეთის თითოეულ ქვეყანაში Sputnik-ის ვებ-გვერდები ეროვნულ და რუსულ ენაზეა წარმოდგენილი, ისინი მკითხველს ასევე აწვდიან მრავალფეროვან მულტიმედიურ კონტენტს: ინფოგრაფიკას, ვიდეოს, ფოტორეპორტაჟებს, ონლაინ-ეთერებს და ა.შ. ოპერატიულ ახალ ამბებთან ერთად Sputnik-ი აქვეყნებს ანალიტიკურ მასალებსა და ექსკლუზიურ ინტერვიუებს.

მთავარი თემები