თბილისი, 31 მაისი – Sputnik. მასტერ–კლასების სერია Sputnik Taoba, რომელშიც თბილისის №98 სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, „Sputnik–საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს–ცენტრში საჩუქრებისა და სერტიფიკატების გადაცემით დასრულდა.
პროექტი Sputnik Taoba ითვალისწინებს გაცნობით ექსკურსიას სააგენტოში და მულტიმედიურ პრესცენტრში სკოლის მოსწავლეების, სტუდენტებისა და ახალგაზრდა ჟურნალისტებისთვის მულტიმედიურ მასტერკლასებს. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებს ე.წ. „ნიუსრუმები“ დაათვალიერებინეს. სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ენახათ, როგორ იწერება ახალი ამბები, როგორ მუშაობს საინფორმაციო სააგენტოს მულტიმედიური რედაქცია, როგორ იქმნება ფოტო და ვიდეოკონტენტი, სააგენტოს ჟურნალისტებმა ჩაატარეს ორი პრაქტიკული მეცადინეობა,რომლის დროსაც უფროსკლასელებმა ისწავლეს ქუჩის გამოკითხვის გადაღება და კამერაზე მუშაობა სტენდაპის ჩაწერისას.
„საოცარი ემოციები და შთაბეჭდილებები მივიღე. გავხდი უფრო თამამდი და დავრწმუნდი, რომ მინდა, ცხოვრება ჟურნალისტიკას დავუკავშირო. დიდი მადლობა ამისთვის საინფორმაციო სააგენტო Sputnik–ს“, – განაცხადა სკოლის მოსწავლე მარია სვახჩიანმა.
Sputnik Taoba–ს კურსდამთავრებული გახდნენ ვიქტორია არაქელიანი, მარია სვახჩიანი, ლევან დერზიანი, ლუკა ხუციშვილი, ოვანეს ჯამკოჩიანი, გიორგი გრიგორიანი და აშოტ ადამოვი.
სკოლის მოსწავლეებს სპეციალური სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა „Sputnik–საქართველოს“ მულტიმედიური პრეს–ცენტრის პროდიუსერა ნაზი ჟორჟოლიანმა, ასევე ჟურნალისტებმა ანა ანასტასიადიმ და ნოდარ მაისურაძემ.
Sputnik Taoba ახალ სასწავლო წელს გაგრძელდება და მონაწილეებს თანამედროვე ჟურნალისტიკაში თეორიული და პრაქტიკული მასტერ–კლასების უნიკალურ პროგრამას შესთავაზებს.