17:18 22 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3158
  • 100 RUB4.6607
  • USD2.9701
პროექტის Sputnik Taoba მონაწილეთა სერტიფიკატებით დაჯილდოება

Sputnik Taoba–მ პროექტის პირველი მოდული სკოლის მოსწავლეებისთვის დაასრულა

© Sputnik / Alexander Imedashvili
პრეს-რელიზები
მოკლე ბმულის მიღება
37 0 0

თბილისში დასრულდა პროექტი Sputnik Taoba, რომელშიც მონაწილეობდნენ სკოლის მოსწავლეები, რომლებიც ჟურნალისტობაზე ოცნებობენ

თბილისი, 31 მაისი – Sputnik. მასტერ–კლასების სერია Sputnik Taoba, რომელშიც თბილისის №98 სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, „Sputnik–საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს–ცენტრში საჩუქრებისა და სერტიფიკატების გადაცემით დასრულდა.

პროექტი Sputnik Taoba ითვალისწინებს გაცნობით ექსკურსიას სააგენტოში და მულტიმედიურ პრესცენტრში სკოლის მოსწავლეების, სტუდენტებისა და ახალგაზრდა ჟურნალისტებისთვის მულტიმედიურ მასტერკლასებს. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებს  ე.წ. „ნიუსრუმები“ დაათვალიერებინეს. სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ენახათ, როგორ იწერება ახალი ამბები, როგორ მუშაობს საინფორმაციო სააგენტოს მულტიმედიური რედაქცია, როგორ იქმნება ფოტო და ვიდეოკონტენტი, სააგენტოს ჟურნალისტებმა ჩაატარეს ორი პრაქტიკული მეცადინეობა,რომლის დროსაც უფროსკლასელებმა ისწავლეს ქუჩის გამოკითხვის გადაღება და კამერაზე მუშაობა სტენდაპის ჩაწერისას.

Sputnik Taoba - практические занятия
© Sputnik / Alexander Imedashvili
Sputnik Taoba–ს პრაქტიკული მეცადინეობა

„საოცარი ემოციები და შთაბეჭდილებები მივიღე. გავხდი უფრო თამამდი და დავრწმუნდი, რომ მინდა, ცხოვრება ჟურნალისტიკას დავუკავშირო. დიდი მადლობა ამისთვის საინფორმაციო სააგენტო Sputnik–ს“, – განაცხადა სკოლის მოსწავლე მარია სვახჩიანმა.

Sputnik Taoba - практические занятия
© Sputnik / Alexander Imedashvili
Sputnik Taoba–ს პრაქტიკული მეცადინეობა

Sputnik Taoba–ს კურსდამთავრებული გახდნენ ვიქტორია არაქელიანი, მარია სვახჩიანი, ლევან დერზიანი, ლუკა ხუციშვილი, ოვანეს ჯამკოჩიანი, გიორგი გრიგორიანი და აშოტ ადამოვი.

სკოლის მოსწავლეებს სპეციალური სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა „Sputnik–საქართველოს“ მულტიმედიური პრეს–ცენტრის პროდიუსერა ნაზი ჟორჟოლიანმა, ასევე ჟურნალისტებმა ანა ანასტასიადიმ და ნოდარ მაისურაძემ.

Награждение сертификатами школьников - участников проекта Sputnik Taoba
© Sputnik / Alexander Imedashvili
Sputnik Taoba–ს მონაწილეთა დაჯილდოება

Sputnik Taoba ახალ სასწავლო წელს გაგრძელდება და მონაწილეებს თანამედროვე ჟურნალისტიკაში თეორიული და პრაქტიკული მასტერ–კლასების უნიკალურ პროგრამას შესთავაზებს.

მთავარი თემები