ამერიკელებსა და ევროპელებს მიაჩნიათ, რომ Google და Facebook–ი ინფორმაციით მანიპულირებენ

გამოწერა
კომპანიების მხრიდან საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების შესაძლებლობას ყველაზე ხშირად უფროსი თაობის წარმომადგენლები უშვებენ

თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. გერმანიის (68%), აშშ–ის (60%) და იტალიის (60%) მოსახლეობის უმეტესობა და ასევე საფრანგეთისა (57%) და დიდი ბრიტანეთის (54%) მოსახლეობის ნახევარზე მეტი მიიჩნევს, რომ Google, Facebook–ი და სხვა ინტერნეტ–გიგანტები ალგორითმებს პოლიტიკური მიზნებისთვის ინფორმაციით მანიპულირებისთვის იყენებენ. გამოკითხვა  საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik–თვის  პროექტ „Sputnik.მნენიას“ ფარგლებში კომპანია Ifop–მა ჩაატარა.

მათი წილი, ვინც თვლის, რომ ინფორმაცია, რომელსაც  Google, Facebook–ი და სხვა მსხვილი კორპორაციები  წარმოადგენენ, ობიექტური და მიუკერძოებელია, საკმაოდ მცირეა – აღნიშნულ მოსაზრებას ფრანგებისა და გერმანელების მხოლოდ 11%, ბრიტანელების 13%, იტალიელების 15% და ამერიკელების 16% ემხრობიან. კითხვაზე პასუხის გაცემა გაუჭირდა გამოკითხვაში მონაწილე გერმანელების 21%–ს, ამერიკელების 24%–ს, იტალიელების 25%–ს, ფრანგების 32% და ბრიტანელების 33%–ს.

ამასთან, საფრანგეთსა და აშშ–ში უმეტესად ახალგაზრდები მიიჩნევენ, რომ საერთაშორისო ინტერნეტ–გიგანტები ინფორმაციით მანიპულირებენ. 35 წელს ქვემოთ ასაკის ადამიანების წილი, რომლებიც მსგავს მანიპულაციას შესაძლებლად მიიჩნევენ, საფრანგეთში 62% და აშშ–ში 71%–ია. იტალიასა და დიდ ბრიტანეთში კი ვითარება პირიქითაა. აქ  კომპანიების მხრიდან ალგორითმების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ყველაზე ხშირად უფროსი თაობის წარმომადგენლები უშვებენ.

ამერიკელების ნახევარზე მეტი მასმედიას არ ენდობა >>>

კიდევ ერთი ტენდენცია მდგომარეობს იმაში, რომ ყველა ოთხივე ქვეყანაში ინტერნეტ–კომპანიების მხრიდან საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას შესაძლებლად მიიჩნევენ უმაღლესი განათლების მქონე ადამიანები. აშშ–სა და გერმანიაში ამ აზრს ემხრობა უმაღლესი განათლების მქონე ადამიანების  70%–ზე მეტი, დიდი ბრიტანეთსა და იტალიაში 69% და 64%.

გამოკითხვა საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელმა უძველესმა ფრანგულმა კომპანია IFop-მა  22-27 მარტს ჩაატარა. მასში მონაწილეობა მიიღო 18 წელს ზემოთ ასაკის 5029 რესპონდენტმა საფრანგეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და აშშ–დან.  შერჩევა მოსახლეობას სქესის, ასაკისა და გეოგრაფიის მიხედვით წარმოადგენს. მაქსიმალური ცდომილება 3,1%-ს შეადგენს სანდოობის 95%-იანი ალბათობით.

ცნობა პროექტ „Sputnik.მნენიას" შესახებ

საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელმა საერთაშორისო პროექტმა 2015 წლის იანვარში დაიწყო მუშაობა. პროექტის პარტნიორები არიან ცნობილი კვლევითი კომპანიები: Populus, Ifop და forsa. „Sputnik.მნენიას" ფარგლებში რეგულარულად ტარდება გამოკითხვები ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში აქტუალური სოციალური და პოლიტიკური საკითხების გარშემო.

„Sputnik.მნენია": ევროპელების უმეტესობას რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება სურს >>>

"Sputnik-საქართველომ" (sputnik-georgia.com) ქვეყანაში საქმიანობა 2015 წლის მაისში დაიწყო. სააგენტოს აქტივები მოიცავს საინფორმაციო პორტალებს ქართულ და რუსულ ენებზე და ასევე ინტერნეტ-რადიოს.  „Sputnik-საქართველო" არის ათობით ქვეყანაში მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბების მქონე საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოსა და რადიოს ნაწილი. Sputnik-ი მოიცავს ვებ-გვერდებს 30-ზე მეტ ენაზე, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ დანართებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. მისი ახალი ამბები ყოველდღიურად 24-საათიანი რეჟიმით გადაიცემა ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და ჩინურ ენებზე.

* 2018 წლის 1 აპრილის Liveinternet-ის მონაცემებით

ყველა ახალი ამბავი
0