03:10 16 ივლისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2210
  • 100 RUB4.5596
  • USD2.8555
ლონდონი

„Sputnik.მნენია": ევროპელების უმეტესობას რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება სურს

CC BY-SA 2.0 / Roger Templeman / Embassy of the Russian Federation Residence, Kensington Palace Gardens
პრეს-რელიზები
მოკლე ბმულის მიღება
29 0 0

რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების დალაგებას მხარს უჭერენ გერმანიის, საფრანგეთის, პოლონეთისა და დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის უმრავლესობა

23 ნოემბერი, თბილისი – Sputnik. გერმანიის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის 87%–ს, პოლონეთის მოსახლეობის 85%–ს, საფრანგეთის 79%–სა და დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის 68%–ს სურს, რომ  ახლო მომავალში რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები გაუმჯობესდეს. გამოკითხვა პროექტ „Sputnik. მნენიას“ ფარგლებში საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik–თვის კომპანია Ifop–მა ჩაატარა.

 ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობების დარეგულირების წინააღმდეგ გერმანიის მოსახლეობის 9%, საფრანგეთის მოსახლეობის 11%, დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის 14% და პოლონეთის მოსახლეობის 9% აღმოჩნდა. პასუხის გაცემა გაუჭირდა გერმანელების 4%–ს, პოლონელების 6%–ს, ფრანგების 10%–ს  და ბრიტანელების 18%–ს.

 ასევე აღსანიშნავია, რომ დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და საფრანგეთში რესპონდენტი–მამაკაცები და უმაღლესი განათლების მქონე პირები რუსეთთან მეგობრობას უჭერენ მხარს. ოთხივე ქვეყანაში შერიგებას ემხრობიან 56 წელს ზემოთ ასაკის ადამიანები.

გამოკითხვა ფრანგულმა კომპანია Ifop–მა 2017 წლის 20–27  სექტემბრის პერიოდში ჩაატარა. მასში 18 წელს ზემოთ ასაკის 3 228 რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა. გამოკითხულთა შერჩევითობის პრინციპი ქვეყნის მოსახლეობას წარმოაჩენს სქესის, ასაკისა და გეოგრაფიის მიხედვით. მაქსიმალური ცდომილება არ აღემატება 3,1%-ს 95%-იანი ალბათობიდან.

Sputnik.მნენია
© Sputnik / Maria Tsimintia
Sputnik.მნენია

ცნობა პროექტ   „Sputnik.მნენიას“ შესახებ

ეს არის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი საერთაშორისო პროექტი, რომელიც 2015 წლის იანვარში დაიწყო. მისი პარტნიორები არიან ცნობილი კვლევითი კომპანიები Populus-ი, Ifop-ი და forsa. ევროპის ქვეყნებსა და აშშ–ში პროექტის ფარგლებში რეგულარულად ტარდება გამოკითხვები აქტუალურ პოლიტიკურ თუ სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით.

„Sputnik-საქართველომ" (sputnik-georgia.com) ქვეყანაში საქმიანობა 2015 წლის მაისში დაიწყო. სააგენტოს აქტივები მოიცავს საინფორმაციო პორტალებს ქართულ და რუსულ ენებზე და ასევე ინტერნეტ-რადიოს.  „Sputnik-საქართველო" არის ათობით ქვეყანაში მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბების მქონე საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოსა და რადიოს ნაწილი. Sputnik-ი მოიცავს ვებ-გვერდებს 30-ზე მეტ ენაზე, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ დანართებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. მისი ახალი ამბები ყოველდღიურად 24-საათიანი რეჟიმით გადაიცემა ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და ჩინურ ენებზე.
* 2017 წლის 1 ოქტომბრის Liveinternet-ის მონაცემებით

მთავარი თემები