დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 13 ივლისი

© Sputnik / Denis Aslanovფრანები
ფრანები - Sputnik საქართველო, 1920, 13.07.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 13 ივლისია, სამშაბათი. მზარდი მთვარე ქალწულის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.
დღეს დაუფიქრებელი ნაბიჯები იმანაც შეიძლება გადადგას, ვინც ამაყობს თავისი სიფრთხილითა და წინდახედულებით. ბევრი იქცევა ქარაფშუტულად, ენდობა იღბალს იქ, სადაც საკუთარ ძალებზეა საჭირო დაყრდნობა. საბედნიეროდ, ამ ყველაფერს სერიოზული პრობლემები არ მოჰყვება.
ზოდიაქოს ყველაზე წუწუნა, ბედზე მომჩივანი ნიშნები>>
ვერძი: არაჩვეულებრივი იდეების დღეა. ისინი დილიდანვე გაჩნდება, მაგრამ მთი განხორციელებისთვის შესაფერისი მომენტი მოგვიანებით დადგება. ადამიანებთან ჰარმონიული ურთიერთობები გაქვთ. შესაძლებელია თანამშრომლობის დაწყება. ჩვეული საქმეების გაკეთება მოსაწყენი გეჩვენებათ, მაგრამ კარგი იქნება, თუ მათ თავად გააკეთებთ და სხვას არ გადააბარებთ. საღამო0ს არაა გამორიცხული რომანტიკული სიურპრიზები.
„წითელი სიზმარი“ - Sputnik საქართველო, 1920, 09.07.2021
მეყვარები, სანამ... – ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლების მოთმინების ზღვარი
კურო: თუ დღეს რამე სერიოზული საქმის გაკეთებას აპირებთ, მოემზადეთ იმისთვის, რომ მარტოს მოგიწევთ შრომა, რასაც მეტი დრო და ძალისხმევა დასჭირდება. კარგი დროა რამე ახლის სწავლა. ზოგიერთი თქვენგანი პასუხებს იპოვის კითხვებზე, რომლებიც ბოლო ხანს ძალიან აწუხებდა. საღამოს შეყვარებულ კუროებს ძალიან სასიამოვნო სიურპრიზები გელოდებათ. შესაძლოა, თქვენი ყველაზე სანუკვარი ოცნება ახდეს.
ტყუპი: დღეს შესანიშნავად დაიწყება. ენთუზიაზმით ეკიდებით ახალ საქმეებს, პირველ წარმატებებს მალე აღწევთ. გარშემომყოფებს თქვენი გეგმები ხანდახან ძალიან თამამად ეჩვენებათ, მაგრამ თქვენ წარმატებაში ეჭვი არ გეპარებათ. შუადღისას მოსალოდნელია დაძაბული მომენტები, რადგან მოგიწევთ სხვებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესრულებისას მათთვის საქმის არსის განმარტება. მოგვიანებით პოზიტიური ტენდენციები კვლავ გაძლიერდება და საღამო უამრავ პოზიტიურ ემოციას გაჩუქებთ.
კირჩხიბი: შესანიშნავი, მრავალფეროვანი და მნიშვნელოვანი დღეა. რაც არ უნდა გქონდეთ ჩაფიქრებული, გჯეროდეთ, რომ წარმატების მიღწევის დიდი შანსი გაქვთ. მაგრამ ამას დრო დასჭირდება. სჯობს, მოთმინებით აღიჭურვოთ და გზას ჯიუტად შეუდგეთ, მაშინ ვერანაირი ბარიერი ვერ გაგაჩერებთ. კარგი დღეა ურთიერთობებისთვის. საერთო ენას პოულობთ მათთანაც კი, ვისთანაც ხშირად კამათობდით. გექნებათ ძველი შეცდომების გამოსწორების საშუალება. საღამოს მოსალოდნელია თანხის მიღება.
გულის ფორმის ვაშლი - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2021
ზოდიაქო: ვის როგორ უმართლებს სიყვარულში
ლომი: წვრილმანების გამო არ ინერვიულოთ. დღის დასაწყისში მოსალოდნელია დაძაბული მომენტები, ხანდახან რაღაცები გეგმის მიხედვით არ მიდის. მაგრამ მალე ნათელი გახდება, რომ ყველაფერი თქვენთვის ხელსაყრელად ვითარდება და სწორედ ამ მომენტში დადგება მტკიცე მოქმედებების დრო. დღის მეორე ნახევარი კარგი პერიოდია ურთიერთობებისა და დასვენებისთვის. მოერიდეთ სტრესულ ვითარებებს და პოზიტიურად განეწყვეთ.
ქალწული: არ იჩქაროთ. დღე მშვიდად იწყება. დღის პირველი ნახევარი ძველი საქმეების დასრულებას დაუთმეთ, მოგვიანებით კი შეგიძლიათ ახალ საქმეებს შეუდგეთ, მაგრამ მანამდე გააანალიზეთ ძველი შეცდომები, რათა თავიდან აიცილოთ მსგავსი ხარვეზები. დღის მეორე ნახევარი შესანიშნავი დროა მნიშვნელოვანი და რთული საკითხების განსახილველად. ადამიანებს ადვილად ეწყობით, არაა გამორიცხული მეგობრული ან რომანტიკული ურთიერთობების დაწყება.
სასწორი: კარგი დღეა რამე უჩვეულოსა და ახლის დასაწყებად. პირველ წარმატებებს მალე მიაღწევთ, რაც სტიმულს მოგცემთ შემდეგი გამარჯვებებისთვის და არ შეგაშინებით შესაძლოა ბარიერები გზაზე. მოსალოდნელია სასიამოვნო შეხვედრები, მათ შორის ძველ ნაცნობებთან. გექნებათ განსახილველი საინტერესო თემები. დღის მეორე ნახევარში ძალიან წაგადგებათ საყვარელ ადამიანთან დროის გატარება.
თანავარსკვლავედი - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2017
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებთანაც „ეშმაკიც კი ფეხს მოიტეხს"
მორიელი: დღის დასაწყისში ბევრი რამ ძალიან მარტივი გეჩვენებათ, მაგრამ მოგვიანებით გაირკვევა, რომ მხედველობიდან გამოგრჩათ რაღაც მნიშვნელოვანი დეტალები. ამიტომ აჯობებს, თუ არ იჩქარებთ დასკვნების გამოტანას, ასევე არავის მისცემთ რამე პირობას შუადღემდე. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია კარგი იდეების გაჩენა და ასევე მათი ცხოვრებაში განხორციელება. ბევრ თქვენგანს გაუმართლებს ფულთან დაკავშირებულ საკითხებში.
მშვილდოსანი: დღის პირველ ნახევარში გაგიჭირდებათ უთანხმოებებისა და კამათის თავიდან აცილება. ხართ ჩვეულებრივზე მეტად გაღიზიანებული, გეჩვენებათ, რომ გარშემომყოფები მოთმინებაზე გცდიან. ამ პერიოდში კარგი იქნება, თუ სერიოზული საკითხების განხილვას გადადებთ. დღის მეორე ნახევარში პრაქტიკულად ყველაფერში გაგიმართლებთ. კარგად გადაწყდება ფინანსური და მნიშვნელოვანი საქმიანი საკითხები.
თხის რქა: არ გადააჭარბოთ საკუთარი შესაძლებლობების შეფასება. ხელსაყრელი დღეა, მაგრამ, დიდი ალბათობით, ყველაფერს ვერ მიაღწევთ, რაც ჩაიფიქრეთ. დაფიქრდით, ვის შეუძლია თქვენი დახმარება. ეცადეთ, არ გარისკოთ ფულთან დაკავშირებით და უსარგებლო ნივთებში არ დახარჯოთ ის. დღის პირველ ნახევარში დაძაბული მომენტებია შესაძლებელი, სამაგიეროდ დღის მეორე ნახევარი გაგახარებთ. მოსალოდნელია სიურპრიზები, ასევე რომანტიკული ისტორიის დაწყება.
ადამიანი ანთებული ნათურის თავით  - Sputnik საქართველო, 1920, 03.04.2020
ზოდიაქოს ყველაზე ქარიზმატული ნიშნები
მერწყული: არცთუ ნაყოფიერი დღეა, ამიტომ გრანდიოზული წარმატებების იმედი არ უნდა გქონდეთ. მოსალოდნელია შეფერხებები საქმეებში. მთავარია, სულიერად არ დაეცეთ - თუ დროზე ადრე არ დანებდებით, ყველაფერს მიაღწევთ. ახლობლებთან დროის სასიამოვნო გატარების, საოჯახო საქმეების გაკეთების შესაძლებლობა გექნებათ. არაა გამორიცხული, რომ თავი შეგახსენონ ადამიანებმა, რომლებთანაც ერთ დროს მეგობრობდით.
თევზები: დღის დასაწყისში შესაძლებელია დაძაბული მომენტები და მცირე უსიამოვნებები. შეიძლება გაგიჭირდეთ გონების მოკრება, გაწონასწორებული გადაწყვეტილებების მიღება. არ გაწყენთ სანდო ადამიანისთვის რჩევის კითხვა. პოზიტიური ტენდენციები დროთა განმავლობაში გაძლიერდება, გაუმჯობესდება განწყობა, გაჩნდება ახალი შესაძლებლობები. ბევრს შრომობთ, რათა მიზნებს მიაღწიოთ. ეს ბევრს მოეწონება და თქვენთან დამეგობრების სურვილი გაუჩნდება.
ყველა ახალი ამბავი
0