დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 7 ივლისი

© courtesy of Travelerქუაქანცალია
ქუაქანცალია   - Sputnik საქართველო, 1920, 07.07.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 7 ივლისია, ოთხშაბათი. კლებადი მთვარე ტყუპის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.
დილა ძალზე სასიამოვნო, საინტერესო, ენერგიული და დღის ყველაზე ჰარმონიული ნაწილი იქნება. შუადღისას სიმტკიცისა და შეუპოვრობის გამოჩენა აუცილებელი გახდება, რათა დაწყებული საქმეები დაამთავროთ. საღამოს კი უპრიანია თავი აარიდოთ სტრესულ სიტუაციებსა და გადაღლას – საუკეთესო დროა დასვენებისთვის.
ივლისის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის>>
ვერძი: მოსალოდნელია მცირე სირთულეები, მაგრამ სანერვიულო არაფერია. შეინარჩუნეთ პოზიტიური განწყობა. ბევრი რამ კარგად გამოდგით. დღეს ძალიან წაგადგებათ შეუპოვრობა და ზოგჯერ სიჯიუტეც კი. მნიშვნელოვანია, რომ წვრილმანებზე არ იღელვოთ, ბევრი რამ მიგაქვთ გულთან ახლოს. ახლობლები ცდილობენ თქვენ გამხიარულებას, მაგრამ ხანდახან ეს უტაქტოდ გამოსდით. საღამოს ყველაფერი გადაივლის და წარსულს ჩაბარდება.
გულის ფორმის ვაშლი - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2021
ზოდიაქო: ვის როგორ უმართლებს სიყვარულში
კურო: მოერიდეთ ორომტრიალსა და აჩქარებას. დღე ნაყოფიერად ჩაივლის, თუ არ იჩქარებთ და არ იღელვებთ, იმოქმედებთ ჩვეულ რიტმში. მიჰყევით გეგმას, არასასურველია იმპროვიზირება. ახლობლებთან საჭირბოროტო საკითხების განხილვის საშუალება მოგეცემათ. შესაძლოა, არასასიამოვნო საუბარი იყოს, მაგრამ ეს სარგებელს მოიტანს – ნათელი გახდება, თუ როგორ შეიძლება აირიდოთ თავიდან მომავალში პრობლემები და გაუგებრობები.
ტყუპი: პოზიტიური ტენდენციების გავლენა გასაკუთრებულად ძლიერი დღის პირველ ნახევარში იქნება, ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი, სერიოზული და სასწრაფო საქმეები დილისთვის დაგეგმეთ. კარგი დროა დამოუკიდებლად მუშაობისთვისაც და თანამშრომლობისთვისაც. საერთო ენას ბევრთან პოულობთ. სასიამოვნო იქნება დღის მეორე ნახევარიც, მოსალოდნელია სასიამოვნო ნაცნობობა. არაა გამორიცხული რომანტიკული წინადადების მიღებაც.
კირჩხიბი: ყურადღების კონცენტრაცია გიჭირთ, რუტინული საქმეების შესრულება კი ხანდახან, უბრალოდ, გეზარებათ. სიამოვნებით გადააბარებდით სხვებს თქვენს მოვალეობებს, მაგრამ, დიდი ალბათობით, თანაშემწეები არ გამოჩნდებიან. ასე რომ მოგიწევთ ძალების მოკრება და მარტოს მუშაობა. გახსოვდეთ – ნებისმიერი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება კარგად უნდა აწონ–დაწონოთ. მიეცით თავს ფიქრის დრო, შეაგროვეთ მეტი ინფორმაცია და ისე გადაწყვიტეთ.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2019
ყველაზე მიუწვდომელი ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით: მათი გულის დაპყრობა ძალზე რთულია
ლომი: დღე ძალზე საინტერესოდ იწყება – გელოდებათ დასამახსოვრებელი შეხვედრები, საოცარი საქმეები და მოვლენები. ამის გამო შეიძლება გეგმების შეცვლა მოგიწიოთ, მაგრამ ეს მხოლოდ გახარებთ – იმპროვიზაცია უფრო საინტერესოა. დღის მეორე ნახევარი ბევრად მშვიდად ჩაივლის, აღარ იქნება საჭირო სიჩქარე, შესაძლებელია დასვენება. არ არის გამორიცხული რომანტიკული სიურპრიზები.
ქალწული: შესანიშნავი დღეა თქვენთვისაც და გარშემომყოფებისთვისაც. ასწრებთ არა მხოლოდ თქვენი საქმეების გაკეთებას, არამედ გევრდით მყოფების დახმარებასაც. ამასთან, ახერხებთ იმას, რომ თქვენი კეთილგანწყობა არავინ გამოიყენოს ბოროტად და ამასთან, კარგ ურთიერთობებს ინარჩუნებთ ყველასთან. წარმატებით გადაწყდება საკითხები, რომლებიც ბოლო დროს გაღელვებდათ, მათ შორის, ფინანსური თემები.
სასწორი: შესანიშნავი დღეა ურთიერთობებისთვის. თუ გსურთ ვინმეზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ, ეცადეთ, მას დღის პირველ ნახევარში შეხვდეთ. ნებისმიერი საკითხის განხილვა არაფორმალურ ვითარებაში სჯობს. საქმე მოსალოდნელზე ნაკლები გექნებათ, ამიტომ დაგრჩებათ დრო დასვენებისა და სასიამოვნო საქმიანობისთვის. შეიძლება მეგობრებთან ერთად სამხიარულოდ წასვლა. არ გაგიცრუებთ იმედებს რომანტიკული პაემანიც.
ავიასანახაობა ნატახტრის ცაზე - Sputnik საქართველო, 1920, 30.05.2018
ზოდიაქოს თითოეული ნიშნის იდეალური ასაკი ქორწინებისთვის
მორიელი: არ იჩქაროთ. ცუდი დღე არაა იმისთვის, რომ საჭირო შედეგებს მიაღწიოთ, მაგრამ მოთმინება გმართებთ. უნდა დაელოდოთ შესაფერის მომენტს მოქმედების დაწყებისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში საქმეზე ბევრ დროს ფუჭად დაკარგავთ.. გარშემომყოფების რჩევები არაფერში გეხმარებათ, მაგრამ ინტუიციის მოსმენა ნამდვილად ღირს. საღამოს კარგი იდეების დრო დადგება, ზოგიერთის განხორციელება დაუყოვნებლივაც შეიძლება.
მშვილდოსანი: სჯობს, დიდი ხნით არაფერი გადადოთ. თუ რამე მნიშვნელოვანის გაკეთება გინდათ, დილიდან შეუდექით მუშაობას, შედეგიც არ დააყოვნებს. თანდათანობით მოგიწევთ სხვადასხვა წვრილმანზე ყურადღების გადატანა და ნაკლებად პროდუქტიული დრო დადგება. დღის მეორე ნახევარში რამე სასიამოვნო გააკეთეთ – პოზიტიური ემოციები ნამდვილად არ გაწყენთ. განსაკუთრებით კარგი იქნება მეგობრებთან ერთად დროის გატარება.
თხის რქა: მსუბუქი და იღბლიანი დღეა. ხანდახან თითქმის ხელის გაუნძრევლად აღწევთ იმას, რაზეც სხვა დროს დიდი მუშაობა დაგჭირდებოდათ. ბევრი ადამიანი გამოთქვამს დახმარების სურვილს. გაჩნდება უჩვეულო იდეები და გეგმები, რომლებიც გარშემომყოფებს შეიძლება უცნაურად მოეჩვენოთ, მაგრამ თქვენ გაკრიტიკებას ვერავინ გაბედავს. ხართ ძალზე მომხიბლავი და ადამიანები თქვენთან მეგობრობას ამჯობინებენ, ვიდრე კამათს. დღის მეორე ნახევარი სასიამოვნო სიურპრიზების, საჩუქრებისა და ადამიანების მხრიდან სასიამოვნო ყურადღების დროა.
მამაკაცი ბავშვს ეთამაშება - Sputnik საქართველო, 1920, 24.10.2019
საუკეთესო მეოჯახე მამაკაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მერწყული: საკუთარი საქმეები ძალზე საინტერესოდ გეჩვენებათ, მაგრამ კარგი იქნება, თუ ყურადღებას სხვებსაც დაუთმობთ. იცოდეთ: დღეს სხვების დახმარებით საკუთარ პოზიციებს განამტკიცებთ, თქვენი კეთილშობილური საქციელი შეუმჩნეველი არ დარჩება. ჩვეულებრივზე მეტი საზრუნავი და გადასაჭრელი საკითხი გექნებათ. არასასურველია დახმარების სხევბისთვის თხოვნა – დასახულ მიზნებს მარტო მოქმედებით უფრო სწრაფად მიაღწევთ.
თევზები: ეცადეთ, არ ინერვიულოთ და წვრილმანებზე არ გაბრაზდეთ. თუ დილიდან პოზიტიურ განწყობაზე იქნებით, შუადღისთვის უკვე თქვენ გვერდით იქნებიან ადამიანები, რომლებიც ბევრ რამეში დაგეხმარებიან. ეცადეთ, კამათს მოერიდოთ, რომ განწყობა არ გაგიფუჭდეთ. დღის მეორე ნახევარში ოცნებები უფრო კარგად გამოგივათ, ვიდრე კონკრეტული გეგმების დაწყობა. სანამ ჩანაფიქრის რეალიზებას შეუდგებით, დარწმუნდით რომ მისი განხორციელება ნამდვილად შესაძლებელია.
ყველა ახალი ამბავი
0