ივლისის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

© Pixabay / PublicDomainPicturesკოქტეილი პლაჟზე
კოქტეილი პლაჟზე - Sputnik საქართველო, 1920, 29.06.2021
გამოწერა
ივლისი კარგი დროა იმისთვის, რომ მოსალოდნელი ცვლილებებისთვის მოვემზადოთ, გადავხედოთ გეგმებს და მასში კორექტივები შევიტანოთ.

ივლისი იდეალური დროა იმისთვის, რომ საკუთარ გეგმებს გადავხედოთ. წინ დიდი ცვლილებები გველოდება, ამიტომ ამისთვის მომზადებაა საჭირო. კარგი იქნება, თუ ემოციებს არ გამოვხატავთ - ასე კონფლიქტებს ავიცილებთ თავიდან. თვის დასაწყისში აჯობებს, თუ განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ მეგობრებსა და კოლეგებს. მნიშვნელოვანია, რომ სამსახურში დადებითი ფსიქოლოგიური ატმოსფერო შეიქმნას. შუა პერიოდში არაპროგნოზირებადი მოვლენების დრო დადგება. თვის ბოლო კი რუტინული საქმეებისგან გათავისუფლების პერიოდია.

თეთრი ხარი - Sputnik საქართველო, 1920, 06.11.2020
2021 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ვერძი: ივლისში ვერძებს კეთილდღეობა გელოდებათ. იქნებით თავდაჯერებული საკუთარ ძალებში. შესანიშნავი დროა შვებულებისთვის, ახალი შთაბეჭდილებების მიღებისთვის. ასევე კარგი თვეა ნათესაური და ოჯახური კავშირების განსამტკიცებლად. ივლისის ბოლო დეკადაში სიფრთხილე გმართებთ, რათა შეცდომები არ დაუშვათ. არ გამოსცადოთ ბედი აზარტულ თამაშებში.

ხელსაყრელი დღეები ივლისში: 7, 9, 13, 22, 25

არახელსაყრელი დღეები ივლისში: 4, 11, 14, 17, 28, 31

კურო: ემოციური სიმშვიდის თვე არ გელოდებათ. მოსალოდნელია უთანხმოებები ოჯახში, რომელიც თვის მეორე ნახევარში დალაგდება. საქმე ბევრი გექნებათ როგორც ოჯახში, ისე სამსახურში. ივლისის ბოლოს სახლის მოწყობის სურვილი გაგიჩნდებათ, მაგალითად ახალი ავეჯის ყიდვის, ინტერიერის მოდერნიზაციის.

ხელსაყრელი დღეები ივლისში: 2, 5, 11, 15, 24, 29, 31

არახელსაყრელი დღეები ივლისში: 3, 7, 13. 16, 19, 23, 27

ტყუპი: ზაფხულის შუა თვე ტყუპებს რამე მნიშვნელოვანს არ გპირდებათ. ყველაფერი მშვიდად იქნება. თუ შვებულების აღებას აპირებთ, შესანიშნავი დროა ამისთვის, ოღონდ არა ზღვასთან დაკავშირებული მოგზაურობისა. თუ მუშაობა მოგიწევთ, უპირატესობა მიანიჭეთ დაწყებულ საქმეებს. ივლისის ბოლოს გელოდებათ სასიამოვნო შეხვედრები და ნაცნობობა. ცვლილებების დრო დადგება.

ხელსაყრელი დღეები ივლისში: 4, 9, 13, 17, 21, 22, 26, 31

არახელსაყრელი დღეები ივლისში: 1, 7, 11, 15, 20, 24, 28

თეთრი ღამე ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2018
ურთიერთობები და შეთავსებადობა აღმოსავლური სასიყვარულო ჰოროსკოპის მიხედვით

ლომი: შესაძლოა, ჩვეულმა თავდაჯერებულობამ დაგაღალატოთ, ამიტომ მყუდროდ ვერ იგრძნობთ თავს. სანერვიულო არაფერია - ხანდახან ასეც ხდება. უბრალოდ, უფრო დეტალურად უნდა იფიქროთ თქვენს ქმედებებზე. არც ისაა გამორიცხული, რომ გადაწყვეტილებების დაუყოვნებლივ მიღება დაგჭირდეთ და ეს ზოგჯერ არც ისე წარმატებული შეიძლება აღმოჩნდეს. სარისკო მოქმედებებს განსაკუთრებით ივლისის მეორე დეკადაში მოერიდეთ.

ხელსაყრელი დღეები ივლისში: 4, 8, 17, 18, 21, 31

არახელსაყრელი დღეები ივლისში: 6, 11, 16, 19, 26, 27

ქალწული: ივლისის დასაწყისი თქვენთვის ცვლილებებისა და განახლების მოლოდინის პერიოდი იქნება. შეადგინეთ პირადი და საქმიანი გეგმები. იქნებით ძალებით აღსავსე და მიმდინარე მოვლენებში ქმედითი მონაწილეობის მიღება შეგიძლიათ. კარგი დროა ფიზიკური აქტიურობისთვის, ფიგურაზე ზრუნვისა და იმიჯის შეცვლისთვის. იმოქმედეთ უფრო დამოუკიდებლად. ხელსაყრელი დროა იმისთვის, რომ შეაჯამოთ თქვენი საქმიანობა.

ხელსაყრელი დღეები ივლისში: 6, 11, 12, 19, 20, 24, 25

არახელსაყრელი დღეები ივლისში: 1, 8, 13, 14, 21, 29

სასწორი: მოვლენები იმგვარად განვითარდება, რომ შეიძლება მუდმივად დაძაბულ მდგომარეობაში იყოთ. ეცადეთ, უაზრო ორომტრიალს თავი აარიდოთ. საქმიანობაში პრობლემებია მოსალოდნელი ივლისის მეორე დეკადაში. შესაძლოა, არჩევნის წინაშე დადგეთ. იხელმძღვანელეთ გონებით და არა ინტუიციით. ივლისის ბოლო დეკადაში სამსახურში დატვირთული დღეები გელოდებათ. სამაგიეროდ, ეს თქვენს ბიუჯეტს წაადგება.

ხელსაყრელი დღეები ივლისში: 8, 9, 13, 21, 22, 26

არახელსაყრელი დღეები ივლისში: 4, 10, 15, 20, 24, 31

გეომაგნიტური ქარიშხალი მზეზე - Sputnik საქართველო, 1920, 18.05.2018
ბედნიერების სამი საიდუმლო ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

მორიელი: ივლისში თქვენი ძალისხმევა საკუთარი და სხვისი გამოცდილების ათვისებასა და გადაფასებაზე უნდა მიმართოთ. ეს უახლოეს მომავალში გამოგადგებათ. არ ღირს მოვლენების დაჩქარება, ზედმეტი ცნობისმოყვარეობის გამოჩენა, რათა გარშემომყოფებთან საკამათო ვითარებები არ შეიქმნას. ეცადეთ, გაითვალისწინოთ ყველა წვრილმანი და შესაძლოა შედეგები. თვის მეორე ნახევარში ყურადღების ცენტრში მოექცევით. იზრუნეთ თქვენს გარეგნობაზე, კარგი იქნება, თუ იმიჯს შეიცვლით.

ხელსაყრელი დღეები ივლისში: 1, 11, 12, 15, 16, 24, 29

არახელსაყრელი დღეები ივლისში: 6, 14, 17, 22, 26, 27

მშვილდოსანი: ივლისში მოდუნების საშუალება მოგეცემათ. შეგიძლიათ გადაერთოთ სიყვარულზე, დასვენებაზე, შემოქმედებაზე. თვის ბოლო ძალზე ხელსაყრელი პერიოდია ბიზნესისა და მომგებიანი გარიგებებისთვის, ოღონდ თავი აარიდეთ ფინანსურ ავანტიურებს. შესაძლებელია დაძაბული მომენტები პირად ურთიერთობებში. შესაძლოა გაგანაწყენოთ გზაში გაბმულმა და ან მივლინების დროს დაწყებულმა რომანებმა, მაგრამ ეს თქვენს ღრმა გრძნობებს არ შეეხება. 20 ივლისის შემდეგ განსაკუთრებით მეტი დრო დაუთმეთ ოჯახის წევრებს.

ხელსაყრელი დღეები ივლისში: 2, 5, 7, 12, 23, 28, 31

არახელსაყრელი დღეები ივლისში: 4, 10, 18, 19, 25, 30

თხის რქა: როგორც ყოველთვის, ამ თვეშიც რამდენიმე საქმის ერთდროულად გადაჭრის სურვილი გაგიჩნდებათ. დგება დრო, როდესაც საზოგადოებრივი წინა პლანზე გადმოიწევს და პირადი უკან გადავა. მოსალოდნელია, რომ პესიმიზმი მოგეძალოთ. აიღეთ ტაიმ-აუტი, ცოტა დაისვენეთ, მიიღეთ ახალი შთაბეჭდილებები. თვის ბოლო დეკადაში მოერიდეთ შორეულ მგზავრობას. მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი, ზოგჯერ კი ექსტრემალური მოვლენები.

ხელსაყრელი დღეები ივლისში: 1, 6, 7, 15, 19, 20, 25

არახელსაყრელი დღეები ივლისში: 3, 9, 11, 13, 17, 22, 30

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 13.12.2017
„ცდუნებების" ჰოროსკოპი - რის წინაშე არიან უძლური ზოდიაქოს ნიშნები

მერწყული: მსუბუქი და მარტივი დღეების იმედი არ გქონდეთ. თავსაყრელი საქმეები სამსახურში, ძველი დანაპირების შესრულება და ყველაფერი, რაც აუცილებლად გასაკეთებელია, თქვენთვის დიდი დატვირთვა იქნება. პრიორიტეტულია სამუშაო. თუ შვებულება გაქვთ დაგეგმილი, შესაძლებელია, რომ მისი გადადება მოგიწიოთ. ივლისის ბოლო დეკადა ბევრად იღბლიანი იქნება. ესაა სიურპრიზების, დრო, მოსალოდნელია ცვლილებები.

ხელსაყრელი დღეები ივლისში: 1, 12, 13, 15, 19, 21, 25

არახელსაყრელი დღეები ივლისში: 3, 6, 8, 11, 18, 23, 27

თევზები: ივლისი თქვენთვის საბედისწერო თვე შეიძლება აღმოჩნდეს. შესაძლებელია მოვლენები, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში რაღაც მნიშვნელოვანს შეცვლის. დიდი ალბათობით, ცვლილებები პირად ცხოვრებასთან იქნება დაკავშირებული. მოგეჩვენებათ, რომ სამყარო თქვენ წინააღმდეგ ამხედრდა, მაგრამ თუ ყურადღებით დააკვირდებით, ეს უმნიშვნელო გაუგებრობებად მოგეჩვენებათ. კარგი იქნება, თუ ამ დროს მშვიდ ვითარებაში გაატარებთ.

ხელსაყრელი დღეები ივლისში: 3, 7, 13, 19, 21, 30

არახელსაყრელი დღეები ივლისში: 1, 4, 10, 11, 15, 17, 23, 28

ყველა ახალი ამბავი
0