დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 18 ივნისი

© courtesy of Nika Shaishmelashviliკინჩხის ჩანჩქერი
კინჩხის ჩანჩქერი - Sputnik საქართველო, 1920, 18.06.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 18 ივნისია, პარასკევი. მზარდი მთვარე სასწორის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა ვენერა მფარველობს.

რთული დღეა, რომელსაც არასტაბილური ემოციური ფონი გასდევს. მოსალოდნელია განწყობის ხშირი ცვლა – ეიფორიიდან აპათიამდე და გაღიზიანებულობამდე. თუ დაგეგმილი გაქვთ საპასუხისმგებლო და მით უფრო ფულთან დაკავშირებული საქმეები, სჯობს, გადადოთ. ეს დღე ეწინააღმდეგება ორგანიზებულობასა და ლოგიკურობას, მაგრამ ბიძგს აძლევს შემოქმედებითობას.

ზოდიაქო: მამაკაცები, რომლებსაც ძლიერი სიყვარულის უნარი შესწევთ>>

ვერძი: მთელი დღის განმავლობაში განწყობა შეგეცვლებათ – მხიარული განწყობა მოულოდნელმა „მოღრუბლულობამ“ შეიძლება შეცვალოს, ხოლო ცოტა ხანში კვლავ მზემ გამოანათოს. მოკლედ რომ ვთქვათ, ემოციებისთვის დიდი მნიშვნელობის მინიჭება არ ღირს. სჯობს, გადადოთ მნიშვნელოვანი საქმეები ან გადააბაროთ იმ ადამიანს, რომელსაც ნაკლებად ჭირვეული განწყობა ექნება.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 12.06.2018
ყველაზე კომუნიკაბელური ადამიანები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

კურო: დღეს თქვენში გაიღვიძებს ტალანტი, რომ ნებისმიერი გვერდით ჩაფრენილი ბუზი სპილოდ აქციოთ. მთელი დღის განმავლობაში ყველანაირმა წვრილმანმა შეიძლება გაგაღიზიანოთ. თუ გინდათ, აბეზარი არ გახდეთ, დაანებეთ თავი გარშემომყოფების ნაკლოვანებებზე ყურადღების გამახვილებას, ყველა ნეგატივში ჩაკირკიტებას. სამაგიეროდ, გამოგივათ ნებისმიერი საქმე, რომელიც დეტალებისადმი ყურადღებას მოითხოვს. ამაზე გააკეთეთ აქცენტი.

ტყუპი: დღეს გული დიდი, ხმაურიანი კომპანიებისკენ გაგიწევთ, რომ თუნდაც ერთი წამით აღმოჩნდეთ ყურადღების ცენტრში, ან, ბოლოს და ბოლოს, იოცნებოთ მაინც ამაზე. ამაში ცუდი არაფერი არ არის, უბრალოდ, უნდა ეცადოთ, რომ ამ ფანტაზიებმა ძალიან არ გაგიტაცოთ და გარშემომყოფების მხრიდან ირონიული ისრების მსხვერპლი არ გახდეთ იმის გათვალისწინებით, რომ დაცინვაზე და ირონიაზე ორმაგად მწვავე რეაქცია გექნებათ.

კირჩხიბი: დღეს მუდმივად სახლისა და ოჯახის საქმეებზე იფიქრებთ. სწორედ რომ დროა, ამით დაკავდეთ, მოაწესრიგოთ ყოფითი საკითხები, დანარჩენი საქმეები გადადეთ, მაინც არ გელოდებათ გრანდიოზული წარმატებები და შედეგები. ერთი რამ გაითვალისწინეთ – დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევთ წვრილმანებსა და მცირე უსიამოვნებებს, თორემ არ არის გამორიცხული, შემდეგ რამდენიმე დღე ამაზე „ჩაიციკლოთ“.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 04.04.2018
როგორ იტყუებიან ზოდიაქოს ნიშნები

ლომი: მთელი დღე სავსე იქნება გაუგებრობებით და ამის მიზეზი თქვენივე არათანმიმდევრულობა იქნება. მოგინდებათ არათუ გაცნობიერებულად დაარღვიოთ წესები, არამედ მიგიზიდავთ მრავალფეროვანი წვრილმანები. ის, რასაც სხვა დროს საერთოდ არ მიაქცევდით ყურადღებას, ახლა იმდენად გაგიტაცებთ ეს, რომ მთლიანად დაირღვევა თქვენი დღის წესრიგი და გეგმები.

ქალწული: დღეს თქვენში განსაკუთრებული ალღო გაიღვიძებს ყველაფერი მშვენიერისადმი და ეს, უპირველეს ყოვლისა, ფულია. ძალიან დიდია ალბათობა იმისა, რომ დღეს განძი თუ არა, რამე ისეთი ადგილი მაინც იპოვოთ, რომელზეც, მაგალითად, ლეგენდები დადის, რომ აქ დიდი საგანძურია დამალული. დღე სასიამოვნო სიურპრიზებით იქნება სავსე. ერთადერთი, რაშიც უნდა იფრთხილოთ – ეს საკვებია – ზედმეტი არ მოგივიდეთ.

სასწორი: დღეს თქვენთვის წაიშლება საზღვარი „საჭიროასა“ და „მინდას“ შორის. დიდი სურვილი გაგიჩნდებათ, რომ თავისუფლება მისცეთ საკუთარ გრძნობებს. თუ სურვილებსა და ემოციებს აჰყვებით, არ გქონდეთ იმედი, რომ გარშემომყოფები ამას გაიგებენ და მოიწონებენ. მათი შეხედულებები თქვენს მოქმედებებზე სრულიად განსხვავებული შეიძლება აღმოჩნდეს. ასე რომ, მზად იყავით ამისთვის.

პატარა ბიჭუნა წიგნით - Sputnik საქართველო, 1920, 14.01.2020
როგორ დავეხმაროთ ზოდიაქოს ნიშნების პატარა წარმომადგენლებს სწავლაში

მორიელი: დილიდან განსჯისა და ფიქრის განწყობაზე იქნებით. ყველაზე ლოგიკურად მოგეჩვენებათ, რომ ვითარებას არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწიოთ. ამასთან, უჩვეულოდ შეიგრძნობთ პერსპექტიულ ტენდენციებს და თავისუფლად შეგიძლიათ ეს ალღო სასარგებლოდ გამოიყენოთ. მაგრამ რატომნღაც ამ პროცესებში ჩარევა არ მოგინდებათ. მოკლედ რომ ვთქვაღ, გეცოდინებათ, როგორ მიაღწიოთ წარმატებას, მაგრამ მოქმედების არანაირი სურვილი არ გექნებათ.

მშვილდოსანი: თუნდაც შემოქმედებით საქმიანობასთან არაფერი გაკავშირებდეთ, დღეს გამონაკლისი იქნება. ვარსკვლავები დღეს მაქსიმალურად გააძლიერებენ ამ პოტენციალს. შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ თუ რამე შედევრს არ შექმნით, უბრალოდ ხელოვნებას მიუძღვნათ დრო. მაგრამ მხოლოდ ეს არაა – გექნებათ ბევრი შესაძლებლობა, რომ საინტერესო ადამიანებთან გქონდეთ ურთიერთობა და საინტერესო თემებზე ისაუბროთ.

თხის რქა: დღეს საინტერესო იდეები გაგიჩნდებათ, რომლებიც შეიძლება ხელსაყრელად აისახოს არა მხოლოდ თქვენს კარიერაზე, არამედ ცხოვრებაზე ზოგადად. შესაძლოა, სასარგებლო იდეის ნაცვლად არანაკლებ სასარგებლო ნაცნობობა გააბათ. რამდენად რომანტიკული იქნება ეს ნაცნობობა, ძნელი სათქმელია, მაგრამ მატერიალური თვალსაზრისით ძალზე პერსპექტიული აღმოჩნდება.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 08.02.2019
როგორი მამები არიან ზოდიაქოს ნიშნები

მერწყული: ვარსკვლავები მოგცემენ ახალი საინტერესო შეხვედრების და ნაცნობობის შესაძლებლობებს. არ არის გამორიცხული, რომ ერთ–ერთი ასეთი ნაცნობობა რომანტიკული აღმოჩნდეს. დიდი ალბათობით, მას სერიოზული გაგრძელება არ მოჰყვება, მაგრამ მაინც სასიამოვნო ემოციებს დაგიტოვებთ. მთლიანობაში დღე მრავალფეროვანი და საინტერესო იქნება. ენდეთ ინტუიციას და ის მიგიყვანთ საჭირო ადგილას საჭირო დროს.

თევზები: დღეს თქვენი მთავარი სიძლიერე თქვენს სისუსტეში იქნება. ამ სისუსტეების გამოყენებით გარშემომყოფებს პირდაპირი მნიშვნელობით, დაატერორებთ, ხო უნარი, რომ თქვენსას ნებისმიერი გზით მიაღწიოთ, აპოგეას მიაღწევს. ამავდროულად, თვითონ თქვენ მოგეჩვენებათ, რომ თქვენს საქციელში უჩვეულო არაფერია და გარშემომყოფების გრძნობებზე თამაში სრულიად ბუნებრივია.

ყველა ახალი ამბავი
0