დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 16 ივნისი

© photo: courtesy of Giorgi Tchanishvili პლაჟი კარიბის ზღვაზე
 პლაჟი კარიბის ზღვაზე - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 16 ივნისია, ოთხშაბათი. მზარდი მთვარე ქალწულის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.

დღეს მნიშვნელოვანია, რომ ცხოვრებას რეალურად შეხედოთ, არიფრინოთ ღრუბლებში და სასურველი სინამდვილედ არ აღიქვათ. ილუზიები და ფანტაზიები ძალზე მომხიბვლელად წარმოჩინდება, მაგრამ ყურადღება მათზე კი არა, პრაქტიკულ ამოცანებზეა გასამახვილებელი. ასევე ბევრს ექნება დღეს სხვის საქმეებში ჩარევის სურვილი, თუმცა სწორი იქნება მხოლოდ საკუთარ საქმეებზე კონცენტრირება. არ არის გამორიცხული უთანხმოებები. ეცადეთ, კომპრომისი მოძებნოთ და კონფლიქტი არ დაუშვათ.

როგორი სიყვარული იციან ზოდიაქოს ნიშნებმა>>

ვერძი: ეცადეთ თავი გააკონტროლოთ. ახლა არაფერში გჭირდებათ ზედმეტი განცდები და მღელვარება. გულისყური უნდა მიმართოთ სასარგებლო საქმეებისკენ. შეგიძლიათ დაუბრუნდეთ რამე ძველ გეგმას. არცთუ კარგი დროა ურთიერთობებისთვის. ხანდახან შეთანხმება გიჭირთ მათთანაც კი, ვისთანაც აქამდე ეს არ გაგჭირვებიათ. კონფლიქტის თავიდან აცილებაში და გარშემომყოფებისთვის განწყობის ამაღლებაში იუმორი დაგეხმარებათ.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2018
ზოდიაქოს ნიშნების ბედი - კარმული გზა

კურო: ადვილი არაა გონების მოკრება, განსაკუთრებით დილით. გარშემომყოფები ხშირად გიფანტავენ ყურადღებას ფუჭი საუბრებით, დაუკითხავი რჩევებით, ხელს გიშლიან საქმის კეთებაში. თანდათანობით გაძლიერდება პოზიტიური ტენდენციების გავლენა და სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება. დღის მეორე ნახევარი იღბლიანად ჩაივლის. მოსალოდნელია სასიამოვნო მოვლენები ოჯახში, რომანტიკული სიურპრიზები და შეხვედრები.

ტყუპი: ხართ მტკიცე და შეუპოვარი, იღბალი თამამი წამოწყებების თანმდევი იქნება. ვარსკვლავები თქვენ მხარეს არიან. ეს უნდა გამოიყენოთ წარმატების მისაღწევად. ძალზე ხელსაყრელი დღეა ურთიერთობების თვალსაზრისით. შეგიძლიათ მოაგვაროთ ძველი უთანხმოებები, შეურიგდეთ მას, ვისთანაც ნაჩხუბარი იყავით. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა ოჯახური ღონისძიებისთვის.

კირჩხიბი: კარგი, უჩვეულო, სარეალიზაციოდ ადვილი და ახალი პერსპექტივების მქონე იდეების დღეა. ხართ დაკვირვებული და ამჩნევთ იმას, რაც სხვათა თვალს გამოეპარა. გამოქავთ სწორი დასკვნები. დღეს მიღებული ზოგიერთი გადაწყვეტილება მომავალში უსიამოვნო მომენტებს აგაცილებთ თავიდან. საქმიან სფეროში მოსალოდნელია ცვლილებები უკეთესობისკენ. ასევე შესაძლებელია თანხის მიღება, მაგრამ მისი დახარჯვა არ იჩქაროთ.

შეყვარებულები - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2021
ზოდიაქო: მამაკაცები, რომლებსაც ძლიერი სიყვარულის უნარი შესწევთ

ლომი: შესანიშნავი, ნაყოფიერი დღეა, რომელიც ერთნაირად მიესადაგება როგორც დამოუკიდებლად, ისე გუნდთან ერთად მუშაობას. დაბრკოლებების გარეშე დღე არ ჩაივლის, მაგრამ საწადელს მაინც მიაღწევთ. იღბლიანი იქნება მგზავრობა., სახლიდან მოშორებით შეიძლება სასიამოვნო ადამიანი გაიცნოთ. ბევრს მოსწონხართ, ადამიანებზე კარგ შთაბეჭდილებას ახდენთ. მოსალოდნელია ფულის მიღება, რაც, დიდი ალბათობით, ძველ ვალს ან ადრე შესრულებულ სამუშაოს უკავშირდება.

ქალწული: სასიამოვნოდ უცნაური დღეა. შეიძლება ახდეს ძველი სურვილი, ზოგიერთმა თქვენგანმა განახორციელოს ის, რაც დიდი ხნის წინ ჩაიფიქრა. უნდა ისარგებლოთ ვარსკვლავების მხარდაჭერით, რომ მოიძიოთ პასუხი მნიშვნელოვან კითხვებზე, გადაჭრათ პრობლემები, რომლებიც თქვენ და თქვენს ახლობლებს ცხოვრებას ურთულებს. მოსალოდნელია თანხის მიღება, მათ შორის, მოულოდენლი წყაროდან. არაა გამორიცხული ძალზე მიმზიდველი საქმიანი წინადადებაც.

სასწორი: დღის პირველი ნახევარი შტამბეჭდავი, საინტერესო და მსუბუქი იქნება. კარგი დროა ახალი საქმეების დასაწყებად. ადვილად უღებთ ალღოს საქმეს და ერკვევით სიტუაციაში. ურიგო არც დღის მეორე ნახევარი იქნება. იქ უფრო მშვიდად ჩაივლის. გექნებათ დასვენებისა და ძალების აღდგენის შანსი. ზოგიერთი თქვენგანი, რომელიც ბოლო დროს ერთ ადგილს ტკეპნიდა, მიხვდება, რომელ გზას უნდა დაადგეს და საით წავიდეს.

ფეროშენადნობების ქარხანა ზესტაფონში - Sputnik საქართველო, 1920, 26.03.2019
რომელი ლითონი მიესადაგება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს

მორიელი: ვითარება შეიძლება არცთუ ხელსაყრელად განვითარდეს, მაგრამ იმდენად შეუპოვარი და შემოქმედებითად განწყობილი ხართ, რომ შეგიძლიათ სარგებელი ნებისმიერი სიტუაციიდან მიიღოთ. ზოგიერთი გზადაგზა ცვლის გეგმებვს, იმპროვიზირებს, აღწევს შედეგებს, რომლებზე ადრე ვერც იოცნებებდა. შესაძლებელია და აუცილებელიც ახლობლებთან გულახდილი საუბარი თუნდაც ყველაზე რთულ თემებზე. საღამოს ძალიას სასიამოვნო ინფორმაციას ელოდეთ.

მშვილდოსანი: მიმტევებელი უნდა იყოთ სხვისი სისუსტეების მიმართ. ეს შესამჩნევად გაგიადვილებთ ურთიერთობებს გარშემომყოფებთან, თავიდან აგაცილებთ უსიამოვნო, დაძაბულ მომენტებს. ვითარების განმუხტვაში და გარშემომყოფების განწყობის ამაღლებაში იუმორის გრძნობა დაგეხმარებათ. შესაძლებელია უჩვეულო შეხვედრები, მათ შორის ადამიანებთან, რომლებიც მოგენატრათ. გაითვალიწინეთ, რომ დღეს სერიოზულ საკითხებზე მსჯელობის დღე არ არის.

თხის რქა: მშვიდი და ხელსაყრელი დღე გელოდებათ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საქმეების კეთებას ეს დრო მაინცდამაინც არ მიესადაგება, რადგან მოსალოდნელია რაღაც დაყოვნებები, გაუგებრობები, რის გამოც საჭირო შედეგის მიღება გართულდება. ამას აჯობებს, თუ ჩვეულ და სასიამოვნო საქმეებს გააკეთებთ. ბევრ თქვენგანს ელოდება შეხვედრები ძველ ნაცნობებთან. მათთან სასაუბროდ საინტერესო თემებს აუცილებლად გამონახავთ. საღამო კარგი დრო საყვარელ ადამიანთან ურთიერთობებისთვის.

მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო, 1920, 17.10.2018
ტიბეტური ჰოროსკოპი და ცხრილი – რომელი ცხოველია თქვენი მფარველი დაბადების წლის მიხედვით

მერწყული: ეცადეთ წინასწარ შედგენილ გეგმას მიჰყვეთ. ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ ძალისხმევა უნდა გამოიჩინოთ. თუ საკმაოდ შეუპოვარი იქნებით, მიზანსაც მიაღწევთ. ზოგიერთი ცხოვრების უკეთესობისკენ კარდინალურად შეცვლას შეძლებს. მოსალოდნელია სასიამოვნო ნაცნობობა. არ არის გამორიცხული მეგობრული ან რომანტიკული ურთიერთობების დაწყება. ადვილად პოულობთ საერთო ენას ადამიანებთან.

თევზები: იღბლიანი დღეა. დადებითი ტენდენციები ცხოვრების ყველა სფეროაშია შესაძლებელი. ყველაფერს შესანიშნავად ართმევთ თავს, რასაც ხელს ჰკიდებთ. განსაკუთრებით კარგად გამოგდით ის, რასაც შემოქმედებითი მუხტი სჭირდება. ასევე ეხმარებით ახლობლებს, ყველას, ვინც გასაჭირშია ჩავარდნილი და თქვენგან მოითხოვს დახმარებას. ბევრი დაგინახავთ საუკეთესო მხრიდან და თქვენთან დაახლოების სურვილი გაუჩნდება.

ყველა ახალი ამბავი
0