18:36 13 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
3541 0 0

გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 5 ივნისია, შაბათი. კლებადი მთვარე ვერძის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.

დიდი ალბათობით, დღის პირველ ნახევარში უთანხმოებებისთვის თავის არიდებას ვერ შევძლებთ, მაგრამ არის შანსი, რომ სერიოზულ კონფლიქტებს თავი ავარიდოთ. მნიშვნელოვანია, რომ არ ავყვეთ ემოციებს და რამე ისეთი არ ვთქვათ, რაც უკან დასახევ გზას მოგვიჭრის. დღის მეორე ნახევარი ბევრად მშვიდი იქნება. კარგი დროა სწავლისთვის, ინფორმაციის მოპოვებისთვის.

მამაკაცის „საოცნებო ქალი“ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

ვერძი: კარგი დღეა შეხვედრებისთვის არაფორმალურ გარემოში, საერთო გეგმების განხილვისთვის. შესაძლოა, მხარი დაგიჭირონ იმ ადამიანებმა, რომელთაგან ამას ვერც წარმოიდგენდით. აქ თავის როლს შეასრულებს თქვენი მომხიბვლელობა – ამისთვის წინააღმდეგობის გაწევა ირგვლივ მყოფებს გაუჭირდებათ. არ არის გამორიცხული მეგობრული ან სასიყვარულო ურთიერთობების დაწყება. საქმეებში სირთულეები შეიძლება გაჩნდეს იქ, სადაც ყურადღებაა საჭირო დეტალებისადმი.

კურო: დღის პირველი ნახევარი საკმაოდ ხელსაყრელი იქნება. მოგეცემათ შანსი, რომ გაუმკლავდეთ რთულ ამოცანებს. ბევრ საქმეს შემოქმედებითად ეკიდებით და ამიტომ საჭირო შედეგს აღწევთ. მოგვიანებით ნაკლებად პროდუქტიული, მაგრამ ძალზე სასიამოვნო პერიოდი დადგება. საღამო შესანიშნავი დროა გარემოს გამოცვლისთვის და შეხვედრებისთვის ადამიანებთან, რომლებიც მოგენატრათ,

ტყუპი: დღის პირველი ნახევარი შეიძლება დაძაბული იყოს. არასტაბილურია ემოციური ფონი, განწყობა ხშირად გეცვლებათ, ხანდახან გიჭირთ განცდებთან გამკლავება. ამ დროს აჯობებს, თუ მნიშვნელოვან საქმეებსა და საპასუხისმგებლო შეხვედრებს გადადებთ. მალე გაძლიერდება პოზიტიური ტენდენციების გავლენა და თქვენი განწყობაც გაუმჯობესდება. დღის მეორე ნახევარში შეგიძლიათ იზრუნოთ ადრე დასახული მიზნების განხორციელებაში – ყველაფერი კარგად წარიმართება.

კირჩხიბი: დღეს ინტუიციას განსაკუთრებით ყურადღებით უნდა მოუსმინოთ – სწორედ მისი მინიშნებები დაგეხმარებათ დასახული მიზნების მიღწევაში. თქვენი გადაწყვეტილებები, შესაძლოა, გარშემომყოფებისთვის გაუგებარი იყოს, მაგრამ ახსნა–განმარტებებზე დროს ნუ დაკარგავთ – მალე ნათელი გახდება, რომ თქვენი მოქმედებები სწორია. დღის მეორე ნახევარი საოჯახო საქმეებსა და ახლობლებთან ურთიერთობებს დაუთმეთ.

ლომი: მოთმინება მოგიწევთ, ბევრი საქმე იმაზე რთული აღმოჩნდება, ვიდრე წარმოიდგენდით. შეიძლება დახმარება დაგჭირდეთ, მაგრამ გარშემომყოფებთან შეთანხმება ადვილი არ იქნება. თუ დამოუკიდებლად და შეუპოვრად იმოქმედებთ, შესანიშნავ შედეგებს მიიღებთ. ბევრ თქვენგანს მოუწევს მნიშვნელოვანი ფინანსური საკითხების გადაჭრა, საპასუხისმგებლო გარიგებების დადება. გამძაფრებული გაქვთ ინტუიცია და ეს სიტუაციაში გარკვევაში დაგეხმარებათ.

ქალწული: კარგი დღეა ახალი მოკავშირეების მოსაძებნად. გაუზიარეთ ადამიანებს თქვენი იდეები, გეგმები. გარშემომყოფები, დიდი ალბათობით, დაინტერესდებიან. გამორიცხული არაა უჩვეულო ნაცნობობა. ზოგიერთი თქვენგანი შეხვდება ადამიანს, რომელზეც ბევრი რამ სმენია. გაქვთ შანსი, რომ განახორციელოთ ის, რაზეც დიდი ხანია ოცნებობთ. აქ გამოგადგებათ ადრე მიღებული გამოცდილება, ძველ საქმეებში გამოყენებული მეთოდები.

სასწორი: ჩვეულებრივზე მეტად ღელავთ წვრილმანების გამო, გულთან ახლოს მიგაქვთ ის, რასაც სხვა დროს ყურადღებას საერთოდ არ მიაქცევდით. დაფიქრდით, რა გაგიუმჯებესებთ განწყობას. იქნებ ამაში საინტერესო და სასიამოვნო საქმიანობა დაგეხმაროთ. არსებულ ვითარებას სხვა კუთხიდან შეხედეთ და შესაძლოა, რაღაც განსხვავებული შესაძლებლობები დაინახოთ. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელი დროა სწავლისა და ინფორმაციების შეგროვებისთვის.

მორიელი: სჯობს, დიდი ხნით არაფერი გადადოთ. დღის პირველი ნახევარი ბევრად ხელსაყრელია, ვიდრე მეორე. ამ დროს ბევრ რამეში გაგიმართლებთ. გაქვთ წარმატების შანსი საქმეში, რომელიც მანამდე უიმედოდ გეჩვენებოდათ. შესანიშნავად ამყარებთ ურთიერთობებს ადამიანებთან. ზოგიერთი თქვენგანი შეძლებს ძველი კავშირების აღდგენას. დღის მეორე ნახევარში უპრიანი იქნება დასვენება. გაგახარებთ მეგობრებთან და ახლობელ ადამიანებთან შეხვედრა.

მშვილდოსანი: შესანიშნავი დღეა ურთიერთობებისთვის. კარგად ჩაივლის როგორც საქმიანი, ისე მეგობრული შეხვედრები. ზოგიერთი თქვენგანი შეძლებს თანამშრომლობაზე შეთანხმებას ძველ მეტოქეებთან – წარსულს ჩაბარდება უთანხმოებები და კამათი. განსაკუთრებით კარგად გამოგივათ საქმიანობა, რომელიც შემოქმედებით დამოკიდებულებასა და ფანტაზიას მოითხოვს.

თხის რქა: იყავით მტკიცედ განწყობილი და წარმატებას მიაღწევთ იქ, სადაც ამის იმედი არავის ჰქონდა. თუ დახმარება დაგჭირდებათ, მიმართეთ იმ ადამიანებს, ვისაც კარგად იცნობთ. შესაძლებელია უჩვეულო წინადადების მიღება თანამშრომლობაზე. პასუხის გაცემა არ იჩქაროთ – გაქვთ დრო, რომ მიიღოთ მეტი ინფორმაცია და კარგად აწონ–დაწონოთ ვითარება. დღის მეორე ნახევრისთვის მნიშვნელოვან საქმეებს ნუ დაგეგმავთ. კარგი დროა დასვენებისთვის.

მერწყული: მშფოთვარე, მაგრამ იღბლიანი დღეა. მოგიწევთ ერთი საქმიდან მეორეზე ხშირად გადასვლა, ათას რამეზე ფიქრი. ყველაფერს მშვნივრად გაუმკლავდებით. წარმატებებია მოსალოდნელი სწავლაში და ნებისმიერ საქმეში, სადაც კარგი მეხსიერება, დაკვირების უნარი, ფაქტების ანალიზი და სწორი დასკვნების გამოტანაა საჭირო. დღის პირველ ნახევარში დამოუკიდებლად მოქმედება აჯობებს, ხოლო შემდეგ – გუნდთან ერთად.

თევზები: ხელსაყრელი დღეა ურთიერთობებისთვის, მოკავშირეებისა და თანამოაზრეების მოძებნისთვის. ბევრის დაინტერესება შეგიძლიათ თქვენი იდეებით. ურთიერთობები, რომელიც აქამდე მხოლოდ საქმიანი იყო, შესაძლოა, ახლა მეგობრულ ურთიერთობაში გადაიზარდოს. მოსალოდნელია კარგი სიახლეების გაგება. შესაძლოა თავი შეგახსენონ ძველმა ნაცნობებმა, რაც, ალბათ, გაგახარებთ. დღის მეორე ნახევარში მოულოდნელი ვიზიტები გელოდებათ.

მთავარი თემები