დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 1 ივნისი

© photo: Vano Gorgishvili / FBკახისის ტბა
კახისის ტბა - Sputnik საქართველო, 1920, 01.06.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 1 ივნისია, სამშაბათი. კლებადი მთვარე მერწყულის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.

დღის პირველი ნახევარი კარგი დროა ურთიერთობებისთვის. ადამიანები ადვილად პოულობენ საერთო ენას. ურთიერთობები, რომლებიც აქამდე ზედაპირული და ცივი იყო, ახლა შეიძლება სერიოზული, ღრმა და ნდობაზე დამყარებული გახდეს. დღის მეორე ნახევარი ნაყოფიერი იქნება. შესანიშნავი შედეგების მიღწევა შეიძლება გუნდთან ერთად მუშაობით.

როგორი სიყვარული იციან ზოდიაქოს ნიშნებმა>>

ვერძი: ნაყოფიერი სა დაინტერესო დღე გელოდებათ. წარმატების მიღწევა შესაძლებელია ბევრ საქმეში, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ დრო ფუჭად არ დაკარგოთ და იმოქმედოთ. ჯობია, შეცდომა დაუშვათ და გამოასწოროთ, ვიდრე არაფერი აკეთოთ და ელოდოთ, როდის მოიძებნება იდეალური გადაწყვეტილება. ურთიერთობები გარშემომყოფებთან კარგად ეწყობა. შესაძლებელია ხანგრძლივი თანამშრომლობის დაწყება, რომელიც არა მხოლოდ პროდუქტიული, არამედ სასიამოვნოც იქნება.

Вспышки на Солнце - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2018
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც თავიანთ მიზნებს ყოველთვის აღწევენ

კურო: დღის დასაწყისი შეიძლება დაძაბული იყოს. ა პერიოდში შეიძლება ევრ აეწყოთ ვერც საკუთარ თავთან და ვერც გარშემომყოფებთან. მაგრამ ჯანსაღი აზრის კარნახით სერიოზულ კონფლიქტებს თავს აარიდებთ. დროთა განმავლობაში გაძლიერდება პოზიტიური ტენდენციების გავლენა, განწყობა გაგიუმჯობესდებათ და ცხოვრება უკეთესი და მხიარული გახდება. საღამოს სასიამოვნო სიურპრიზები გელოდებათ. კარგი დროა რომანტიკული ურთიერთობებისთვის.

ტყუპი: შესანიშნავი იდეების დროა. გაქვთ შანსი, რაღაც სასარგებლო გამოიგონოთ ან გააკეთოთ ადამიანებისთვის. გარშემომყოფებმა შესაძლოა, მაშინვე ვერ გაიგონ და მოიწონონ თქვენი გეგმები, მაგრამ თქვენ დიდი მოთმინებით განაგრძობთ თქვენს საქმეს. მნიშვნელოვანია, რომ თუ პირველი ცდა უშედეგოდ დასრულდა, ფარ–ხმალი არ დაყაროთ. მოსალოდნელია სასიამოვნო ნაცნობობა, უჩვეულო შეხვედრები. შეგიძლიათ საყიდლებზე წასვლა, მაგრამ დიდი შენაძენისთვის ჯერ შესაფერისი დრო არ დამდგარა.

კირჩხიბი: ხელსაყრელი დღე გელოდებათ. შეძლებთ პრიორიტეტების სწორად განაწილებას და ყურადღების იმაზე კონცენტრირებას, რაც უფრო მნიშვნელოვანია. ეს ფუჭი მოლოდინებისა და ილუზიებისგან დაგიცავთ. გაგიჩნდებათ შანსი, რომ განამტკიცოთ თქვენთვის ძალიან ძვირფასი ურთიერთობები, შეურიგდეთ ადამიანს, ვისთანაც იჩხუბეთ და ცუდი ურთიერთობა გქონდათ. დღეს უთანხმოების მიზეზებს სხვა თვალით შეხედავთ და მიხვდებით, რისი შეცვლაა საჭირო იმისთვის, რომ უსიამოვნებები წარსულს ჩაბარდეს.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 08.01.2019
როგორ მოქმედებს ზოდიაქოს ნიშანი თქვენს სასიყვარულო ურთიერთობებზე

ლომი: დღე რთულად დაიწყება. მოგიწევთ ერთდროულად რამდენიმე საქმის გაკეთება, ბევრ რამეზე ფიქრი. მოახერხებთ, რომ არაფერი დაგავიწყდეთ და აურ–დაურიოთ და ეს უკვე წარმატების მნიშვნელოვანი წილია. დროთა განმავლობაში გაიზრდება პოზიტიური ტენდენციების გავლენა და გამარჯვების მიღწევაც უფრო იოლი გახდება. საღამოს სასიამოვნო შეხვედრები გელოდებათ. კარგი დროა ურთიერთობებისთვის. მოსალოდნელია რომანტიკული სიურპრიზები.

ქალწული: დღის დასაწყისში შეგიძლიათ განიხილოთ საკითხი, რომელზეც ბოლო დროს დიდი მსჯელობა იყო. ახლა შესაძლებელია საბოლოო გადაწყვეტილების მიღება და სამომავლო გეგმების განსაზღვრა. თქვენს სიმართლეს აღიარებენ. მეტოქეებმა შეიძლება თანამშრომლობაც შემოგთავაზონს – უარის თქმა არ იჩქაროთ, ისინი შეიძლება შესანიშნავი პარტნიორები აღმოჩნდნენ. დღის მეორე ნახევარი მშფოთვარე პერიოდი იქნება, როდესაც გეგმების შეცვლაც შეიძლება მოგიწიოთ. მაგრამ ამავე დროს სასიამოვნო სიურპრიზებიც გელოდებათ, რაც განწყობას გაგიუმჯობესებთ.

სასწორი: დღის პირველ ნახევარში ეცადეთ, არ იღელვოთ. რაც ამ დროს მნიშვნელოვნად გეჩვენებათ, შეიძლება სულაც არ აღმოჩნდეს სერიოზული საკითხი და ამან თქვენს ცხოვრებაზე ვერანაირი გავლენა ვერ მოახდინოს. კარგი დროა ურთიერთობებისთვის. მოგვიანებით დამოუკიდებელი მუშაობისა და სწავლისთვის შესაფერისი დრო დადგება. წარმატებების მიღწევა უფრო იოლი აღმოჩნდება, ვიდრე გეგონათ. ამას გარშემომყოფები დაინახავენ. შესაძლოა, ძალიან საინტერესო წინადადებაც შემოგთავაზონ.

ჩრდილოეთის ნათება - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2018
დაცული ხართ თუ არა მაგიური ზეგავლენისგან ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მორიელი: ხართ ენერგიული, მტკიცე, ავლენთ საშურ მიზანსწრაფულობას. შეგიძლიათ წარმატებების მიღწევა იმ საქმეებში, რომლებიც აქამდე არ გამოგივიდათ. მაგრამ ასტროლოგები გირჩევენ, დასვენება არ დაივიწყოთ, რადგან გადაღლაარაფერ კარგს არ მოგიტანთ. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა ახლობლებთან ურთიერთობებისთვის, ოჯახური ღონისძიებებისთვის. არ არის გამორიცხული, რომ თავი შეგახსენოთ ადამიანმა, რომელიც ძალიან გენატრებათ.

მშვილდოსანი: სანერვიულო არაფერი გაქვთ – ხელსაყრელი დღეა, პოზიტიური ტენდენციების გავლენა ცხოვრების ყველა სფეროში იგრძნობა. მოსალოდნელია სასიკეთო ცვლილებები იქ, სადაც ამას საერთოდ არ ელოდებით. შესაძლებელია საინტერესო საქმიანი წინადადებები. ზოგიერთი თქვენგანი კარიერულ წინსვლას შეძლებს. სამუშაო ვერ შეძლებს პირადი ცხოვრების შევიწროებას. დაგრჩებათ საკმარისი დრო ურთიერთობებისთვის, მათ შორის – საყვარელ ადამიანთან.

თხის რქა: კარგი დღეა ფულთან და ქონებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის გადასაწყვეტად. ბევრი დრო არ გჭირდებათ იმის გასაგებად, თუ როგორ უნდა მოიქცეთ. ინტუიციის მინიშნებები ზუსტი იქნება. პოზიტიური ტენდენციების გავლენა საგრძნობი იქნება ცხოვრების სხვა სფეროებშიც. შესაძლებელია წარმატების მიღწევა რთულ საქმეებში, პასუხების პოვნა კითხვებზე, რომლებმაც ჩიხში შეგიყვანეს. გაუმჯობესდება ურთიერთობები ირგვლივ მყოფებთან. ადამიანები, რომლებიც აქამდე არ გაფასებდნენ, ახლა შეიცვლიან თავიანთ მოსაზრებას.

სამყარო - Sputnik საქართველო, 1920, 07.05.2019
ზოდიაქოს ექვსი ნიშანი და მათი „შავი სია“: თუ გინდათ, რომ ამ სიაში არ მოხვდეთ...

მერწყული: ხელსაყრლი, ნაყოფიერი და საინტერესო დღე გელოდებათ. ხშირაც აქცევთ ყურადღებას დეტალებს, რომლებიც სხვებმა ვერ შეამჩნიეს. ეს დაგეხმარებათ შეცდომების თავიდან არიდებაში და შესანიშნავი შედეგების მიღებაში. არ იკვებებით ილუზიებით, არ ხარჯავთ დროსა და ძალას ფუჭად. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია საოცარი დამთხვევები, კარგი ამბების გაგება. შესანიშნავი დროა ურთიერთობებისთვის. შეგიძლიათ ახალი მეგობრების შეძენა.

თევზები: ადვილი არ იქნება სიმშვიდის შენარჩუნება, თქვენი კალაპოტიდან ამოგდება ნებისმიერ წვრილმანს შეუძლია. მაგრამ, ამასთან, დღე არც ისე ცუდად ეწყობა, ხოლო გაჩენილი პრობლემები არაა ისეთი სერიოზული, როგორც თქვენ გგონიათ. ეცადეთ, ყურადღება გაამახვილოთ სასიამოვნო მოვლენებზე. დღის მეორე ნახევარში შეგიძლიათ შეხვდეთ მეგობრებს. ისინი შეძლებენ თქვენი განწყობის ამაღლებას. იმედს არც რომანტიკული პაემანი გაგიცრუებთ.

ყველა ახალი ამბავი
0