დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 28 მაისი

CC BY 2.0 / Matthias Ripp / Beach Lifeცხოვრება ზღვის ნაპირზე
ცხოვრება ზღვის ნაპირზე - Sputnik საქართველო, 1920, 28.05.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 28 მაისია, პარასკევი. კლებადი მთვარე თხის რქის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა ვენერა მფარველობს.

ძალიან კარგი დღეა ურთიერთობებისთვის. საერთო ენის გამონახვა სრულიად განსხვავებულ ადამიანებთან არის შესაძლებელი. წარსულს ჩაბარდება კამათი, კონფლიქტი, ბევრია მზად სხვისი აზრის გასათვალისწინებლად, ამიტომ უპრიანია მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა.

სავსემთვარეობა, სუპერმთვარეობა და მთვარის დაბნელება ერთ დღეს – გავლენა ზოდიაქოს ნიშნებზე>>

ვერძი: გაქვთ შანსი, რომ ბევრი სასარგებლო რამ გააკეთოთ როგორც თქვენთვის, ისე სხვებისთვის. აჯობებს, თუ დროს ფუჭად არ დაკარგავთ. დღის პირველი ნახევარი საინტერესო და ნაყოფიერი იქნება, მოგეცემათ მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრის საშუალება. მოგვიანებით ხელსაყრელი პერიოდი დადგება სწავლისა და შემოქმედებისთვის, გაჩნდება ახალი გეგმები. სანამ მათ რეალიზებას დაიწყებთ, რჩევა ახლობლებს ჰკითხეთ.

სიყვარული - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2021
როგორი სიყვარული იციან ზოდიაქოს ნიშნებმა

კურო: მიზნების მისაღწევად დიდი ჯაფა დაგადგებათ. შეიძლება გაჩნდეს პრობლემები, რომელთა გადაჭრა, დიდი ალბათობით, მარტოს მოგიწევთ. სანამ რამე ნაბიჯს გადადგამთ, კარგად დაფიქრდით, რადგან არის ფინანსური დანაკარგების საშიშროება. გახსოვდეთ, რომ სიტუაციის შესასწავლად და სწორი გადაწყვეტილების მისაღებად დრო გაქვთ. თუ უხეშ შეცდომებს არ დაუშვებთ, ვითარება მალე უკეთესობისკენ შეიცვლება.

ტყუპი: მოსალოდნელია მცირე გაუგებრობები, უსიამოვნებები და სირთულეები, მაგრამ ყველაფერს იოლად გაუმკლავდებით.ამაში თქვენი ინტუიცია და ფანტაზიის უნარი დაგეხმარებათ. ჩვეულებრივზე მეტად არის საჭირო დეტალებისადმი ყურადღება, ამიტომ ეცადეთ, არაფერი გამოგეპაროთ მხედველობიდან, რომ შეცდომები აიცილოთ თავიდან. ურთიერთობები ახლობლებთან ჰარმონიულად განვითარდება.

კირჩხიბი: დღის დასაწყისში უსიამოვნებებია მოსალოდნელი, მაგრამ რთული პერიოდი დიდხანს არ გასტანს. არ დაეცეთ სულიერად და ოპტიმიზმი შეინარჩუნეთ. პოზიტიური ტენდენციები თანდათანობით ძლიერდება და სიტუაცია მალე უკეთესობისკენ შეიცვლება. არ იჩქაროთ გადაწყვეტილებების მიღება, ასე შეცდომებს აირიდებთ თავიდან. დღის მეორე ნახევარში უკვე შეძლებთ რაღაც საკითხების გადაწყვეტას. კარგი დღეა ოჯახური ურთიერთობების გასამტკიცებლად.

პატარძალი - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2018
ზოდიაქოს ნიშნები ქორწინებაში: „ვინაა შემოსაშვები ოჯახში და ვინ - არა"

ლომი: დილით გარკვეული უსიამოვნებები და გაუგებრობებია მოსალოდნელი. ამის გამო გაგიჭირდებათ ყურადღების გამახვილება საქმეებზე და მათი დროულად დამთავრება. საბედნიეროდ, ირგვლივ არიან ადამიანები, რომლებიც დაგეხმარებიან. დღის მეორე ნახევარი უკეთესობისკენ ცვლილებებს გპირდებათ ფინანსურ სფეროში. კარგი დროა გარიგებების დადებისა და რამის ყიდვისთვის. ფულთან დაკავშირებულ საკითხებში არ ჩქარობთ და სწორადაც იქცევით – ასე რამე ნივთის ყიდვისას სწორ არჩევანს გააკეთებთ.

ქალწული: მშფოთვარე დღე გელოდებათ, როდესაც ბევრი მოვლენა დაგატყდებათ თავს და მათი სწორად და დროულად შეფასება გიჭირთ. აქედან გამომდინარე, არ იჩქაროთ დასკვნების გამოტანა, მიეცით თავს დრო ყველაფერში გასარკვევად. რაღაც შეიძლება გეგმის მიხედვით არ წავიდეს, მაგრამ ეს ყოველთვის ცუდი არაა – არ არის გამორიცხული, რომ ახალი შესაძლებლობები გაჩნდეს თქვენ წინ. ზოგიერთ თქვენგანს ბრწყინვალე იდეები გაუჩნდება და მათ განხორციელებაში ახლობლები გვერდში დაგიდებიან.

სასწორი: ხელსაყრელი დღეა ნებისმიერი სახის შეხვედრისთვის. ადვილად ეკონტაქტებით სხვადასხვა ტიპის ადამიანებს. ხშირად გეხმარებათ ადრე მიღებული ცოდნა და გამოცდილება. იოლად უმკლავდებით რთულ საქმეებს და ბევრ კითხვაზე პოულობთ სწორ პასუხს. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა მგზავრობისა და სეირნობისთვის. გარემოს შეცვლა წაგადგებათ. არაა გამორიცხული საინტერესო შეხვედრები, რაც დიდხანს დაგამახსოვრდებათ.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2018
თუ ურთიერთობების შენარჩუნება გსურთ: რჩევები პარტნიორებს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მორიელი: გაქვთ შანსი, რომ დიდ წარმატებებს მიაღწიოთ. ხშირად გიმართლებთ და მიზნების მისაღწევად დიდი ძალისხმევის გამოჩენა არ გჭირდებათ. შესაძლებელია უჩვეულო შეხვედრები, რომლებიც პროფესიული თვალსაზრისით ძალზე სასარგებლო აღმოჩნდება. ხელსაყრელი დღეა საქმიანი ურთიერთობებისთვის. მოსალოდნელია საინტერესო წინადადებების მიღება მუშაობასთან და თანამშრომლობასთან დაკავშირებით. შესაძლებელია მცირე უთანხმოებები ახლობლებთან, მაგრამ საქმე კონფლიქტამდე არ მივა.

მშვილდოსანი: ბევრი რამ უნდა გააკეთოთ – გაქვთ შანსი, რომ ყველაზე რთული ამოცანების გადაწყვეტაც მოახერხოთ. სწრაფად სწავლობთ, ერკვევით იმ საქმეში, რომელზეც აქამდე მხოლოდ ზერელე წარმოდგენა გქონდათ. შეუპოვრობა წარმატებების მიღწევაში გეხმარებათ. შესაძლებელია უჩვეულო ნაცნობობა, რომელიც დიდხანს დაგამახსოვრდებათ. არ არის გამორიცხული, რომ ბედმა იმ ადამიანთან შეგახვედროთ, რომელმაც წარსულში დიდი როლი ითამაშა თქვენს ცხოვრებაში.

თხის რქა: არაერთმნიშვნელოვანი დღეა. გექნებათ როგორც რთული, ისე სასიამოვნო მომენტები. ნამდვილად არ მოიწყენთ. მოუსმინეთ ინტუიციას – ის გიკარნახებთ, რომელ საქმეს უნდა მოჰკიდოთ ხელი თავდაპირველად, რაშია შესაძლებელი წარმატების მიღწევა. გარშემომყოფების რჩევები კი ყოველთვის სასარგებლო არაა. შესაძლებელია ადამინის გაცნობა, რომელთანაც მომავალში დიდი მეგობრობა გელოდებათ, ან არაა გამორიცხული, რომანტიკული ისტორიაც დაიწყოს.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 09.05.2018
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს აქვთ ძლიერი ენერგეტიკა

მერწყული: კარგი დღეა შეხვედრებისთვის არაფორმალურ გარემოში. მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისასაც კი შეიძლება არაოფიციალური ტონით საუბარი. ადამიანებს მოსწონთ თქვენი ასეთი დამოკიდებულება. დღეს დაწყებული ურთიერთობები მომავალში შეიძლება სასიყვარულო კავშირად ჩამოყალიბდეს. შესაძლებელია იღბლიანი თანხვედრები, სიურპრიზები, სასიამოვნო მოულოდნელობები. კარგი დღეა შემოქმედებითი მერწყულებისთვის.

თევზები: მსუბუქი დღე გელოდებათ. ბევრი რამ კარგად გამოგდით, პრობლემებს სწრაფად აგვარებთ. შესაძლებელია ნაცნობობა, რომელიც დიდ სარგებლობას მოგიტანთ – ახლად გაცნობილები შეძლებენ თქვენს დახმარებას, იდეების მხარდაჭერას ან პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით გვერდში დგომას. არაა გამორიცხული, რომ შემოსავლების გაზრდის ხერხს მიაგნოთ. გაითვალისწინეთ, რომ ჯობია, დღის პირველ ნახევარში დამღლელი სამუშაო შეასრულოთ, ხოლო მეორე ნახევარში – დაისვენოთ.

ყველა ახალი ამბავი
0