დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 30 მარტი

© courtesy of Nika Shaishmelashviliკინჩხის ჩანჩქერი
კინჩხის ჩანჩქერი - Sputnik საქართველო, 1920, 30.03.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 30 მარტია, სამშაბათი. კლებადი მთვარე მორიელის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.

სიყვარული, უცაბედი გატაცება, მოულოდნელი ემოციური „აფეთქება“... ამ ყველაფერს თქვენი გეგმების ათასჯერ შეცვლა შეუძლია დღის განმავლობაში. ეს ნიშნავს, რომ ძალზე ემოციური პერიოდია, რის გამოც, შესაძლოა, თავბრუ დაგეხვეთ. დღემ რომ პოზიტიურად ჩაიაროს, ეცადეთ, თავი აარიდოთ მტკივნეულ საკითხებს, გაუფრთხილებლად წამოსროლილ სიტყვებს, რადგან დღეს ადამიანები ძალზე მგრძნობიარენი არიან. ხოლო ქათინაურების თქმა კი მისასალმებელია ისე, როგორც არასდროს – მათ ჯადოსნური ზემოქმედება ექნება.

ვის გაუმართლებს ყველაზე მეტად – ზოდიაქოს იღბლიანი ნიშნები აპრილში>>

ვერძი: რა მიზანიც არ უნდა დაისახოთ დღეს, მასთან მიახლოების ყველენაირი შანსი გაქვთ. ხართ მტკიცე, საკუთარ თავში დარწმუნებული და გაქვთ უზარმაზარი შინაგანი ენერგია. ამ თვისებების წყალობით ნებისმიერი ვითარების თქვენთვის სასარგებლოდ შემობრუნება და სანუკვარ მიზანთან მიახლოება შეგიძლიათ. თუ დიდი ხანია, გეგმა გაქვთ ჩაფიქრებული, ახლა მოქმედების დროა – საკუთარი ბედი თავად უნდა „გამოჭედოთ“.

ბარი რესტორანში - Sputnik საქართველო, 1920, 01.01.2021
ზოდიაქოს ნიშნები სიმთვრალეში

კურო: დღეს გრძნობის ყველა ორგანო გექნებათ გამძაფრებული: სმენა, მხედველობა, გემო, შეხება თუ ყნოსვა. ვარსკვლავები გირჩევენ, გამოიყენოთ ეს იმისთვის, რომ ნამდვილი სიამოვნება მიიღოთ ისეთი მარტივი რამეებისგან, როგორიცაა მუსიკა, კინო, გემრიელი საკვები ან საყვარელი ადამიანის შეხება. ეს უკანასკნელი განსაკუთრებულ გრძნობებს აღძრავს თქვენში. ამავე დროს სათანადო სიმაღლეზე იქნება მეექვსე გრძნობაც – ინტუიცია, რომელიც შეცდომებისგან გიხსნით.

ტყუპი: დღეს ზედმეტად კატეგორიული იქნებით, სამყაროს მხოლოდ შავ და თეთრ ფერებში დაინახავთ, თქვენთვის იქნება მხოლოდ „კი“ და „არა“, „კარგი“ და „ცუდი“, დანარჩენი, მესამე ვარიანტი თითქოს არ იარსებებს. გარშემომყოფებს თქვენი კატეგორიულობა და მომთხოვნელობა არ მოეწონებათ. ეს კონფლიქტში რომ არ გადაიზარდოს, კარგი იქნება, თუ მომთმენი იქნებით ადამიანებისა და მათი ნაკლოვანებების მიმართ. ამასთან, აჯობებს რომელიმე მხატვრის ან გალერეის ალბომი (ან სჯობს, გალერეას ესტუმროთ) გადაშალოთ და ნახოთ, რომ შავისა და თეთრის გარდა უამრავი ფერი არსებობს.

კირჩხიბი: დღეს თქვენში ჭარბად იქნება კაშკაშა ემოციები. ამის წყალობით, სადაც არ უნდა იყოთ, ყველგან გაიბრწყინებთ. ამას ერთადერთი მინუსი ის ექნება, რომ მძლავრი ემოციური ფონის გამო ყოფითი საქმეების მოგვარება გაგიჭირდებათ, უყურადღებობის გამო ისეთი საქმეები, რომლებიც დიდ გულისყურს მოითხოვს, შეიძლება დაზარალდეს. სამაგიეროდ, არაჩვეულებრივად იგრძნობთ თავს იქ, სადაც ცხოვრება ჩქეფს. ასტროლოგები გირჩევენ, გახვიდეთ სახლიდან, დაესწროთ რამე ღონისძიებას, სადაც ბევრი ხალხი და ურთიერთობებია.

გეომაგნიტური ქარიშხალი მზეზე - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2018
რამდენად ემოციური ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ლომი: დღეს შესაძლებელია, რომ თქვენს წარსულს შეეჯახოთ. ეს შეიძლება იყოს ძველი ფოტოალბომი ან მოულოდნელად გაჩენილი მოგონებები. არც ისაა გამორიცხული, რომ დიდი ხნის უნახავ ადამიანს შეხვდეთ, ან, სულაც, ოჯახის რაღაც საიდუმლომ იჩინოს თავი, ან, ბოლოს და ბოლოს, ბავშვობის მოგონებები გაიხსენოთ. უამრავი ვარიანტი შეიძლება იყოს, რაც წარსულს უკავშირდება თავისი ფესვებით, ასე რომ, მოემზადეთ წარსულთან შესახვედრად.

ქალწული: თქვენი კომუნიკაბელურობის წყალობით, რომელიც დღეს სათანადო დონეზე იქნება, საერთო ენას, პრაქტიკულად, ყველასთან გამონახავთ. არ გაკლიათ ქარიზმა, უპყრობთ თანამოსაუბრის ყურადღებას და საკუთარ ენთუაზიაზმს სხვებსაც გადასცემთ. ასეთი განწყობით უამრავი რამ გამოგივათ: კარიერული წინსვლა, მოლაპარაკებები, პროექტებში გამარჯვება. თუ გსურთ ხელმძღვანელობისთვის საკუთარი იდეის წარდგენა, გარშემომყოფებში მხარდაჭერის პოვნა, ან, სულაც, სიყვარულში გამოტყდომა, მაშინ – წინ! ამისთვის უკეთეს დროს ვერ შეარჩევთ.

სასწორი: დღეს ფულთან მიმართებით ძალზე „ქარაფშუტულად“ იქცევით. თქვენში ავანტიურული სული გაიღვიძებს და მზად ხართ, ყველაფერი ერთმანეთის მიყოლებით იყიდოთ, თანხა საეჭვო პროექტებში ჩადოთ, ანუ, ფული ქარს გაატანოთ. ამასთან, სულ იოლად შეიძლება გახდეთ თაღლითების მსხვერპლი. თუ გინდათ, რომ „ჯიბეგაფხეკილი“ არ დარჩეთ, თითოეული თეთრი უნდა გააკონტროლოთ, მაგრამ ყველაფერს აჯობებს, თუ საერთოდ გადადებთ საყიდლებზე წასვლას ან ფინანსურ საქმეებს სხვა დღისთვის.

მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო, 1920, 05.06.2018
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს აქვთ ინტუიცია ყველაზე მეტად განვითარებული

მორიელი: დღეს თქვენი საქმეები ძალიან მსუბუქად წავა, თითქოს, თავისთავად განვითარდება. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გზაზე დაბრკოლებები არ გადაგეღობებათ. უბრალოდ, მათ გვერდს ძალზე მოხერხებულად აუვლით, ზოგს ვერც კი შენიშნავთ და ეს, უმთავრესად, თქვენი ინტუიციისა და ცხოვრებისადმი პოზიტიური განწყობის წყალობით მოხდება. ხომ ცნობილია, რომ კარგი განწყობის წინაშე ნებისმიერი სირთულე უკან იხევს, თქვენი პოზიტივი კი დღეს გარშემომყოფებსაც „ეყოფა“.

მშვილდოსანი: დღეს წინააღმდეგობრივი ემოციებით იქნებით აღსავსე, რომლებმაც მთლიანად შეიძლება ჩაგითრიონ. ძალიან გაჭირდება ამ ემოციებისგან თავის დაღწევა და ამასთან, მომატებული იქნება სპონტანური მოქმედებების სურვილი. აქედან გამომდინარე, დღევანდელი გადაწყვეტილებები, შესაძლოა, თქვენთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდეს. თუ არ გსურთ, რომ იმპულსური საქციელის გამო შეცდომები დაუშვათ, თავი ხელში უნდა აიყვანოთ და ემოციები აკონტროლოთ.

თხის რქა: დღეს თქვენი ოცნებები და ფანტაზიები იმდენად კაშკაშა იქნება, რომ რეალობაზეც კი შეუძლია გავლენის მოხდენა. ასტროლოგები გირჩევენ, რომ არა მხოლოდ „იფრინოთ ოცნებების ღრუბლებში“, არამედ მისგან სარგებელიც მიიღოთ. ეს ნიშნავს, რომ მათზე ყურადღების კონცენტრირება უნდა მოახდინოთ. მოგეხსენებათ, ადამიანის ფიქრსა და სიტყვას დიდი ძალა აქვს, ამდენად, ამ ფანტაზიის ვიზუალიზირებით გაიზრდება თქვენი ოცნების ახდენის შანსი. სცადეთ, სხვაგვარად ვერ გაიგებთ, მართალია თუ არა ეს.

სანაპირო  - Sputnik საქართველო, 1920, 17.07.2019
ზოდიაქოს ყველაზე იღბლიანი ნიშნები - ვის უმართლებს ყველაზე მეტად ლატარიის თამაშში

მერწყული: დღეს თქვენთვის აუცილებელია, რომ რამე ახალი მოსინჯოთ – თქვენს ცნობისმოყვარეობას საზღვრები არა აქვს. ყველაზე კარგად გამოგივათ სწავლა, სამეცნიერო მუშაობა... ამასთან, კარგი იქნება, თუ თეორიას პრაქტიკასა და გამოცდილებასაც დაურთავთ. ამასთან, უბრალო სადილის მომზადების დროსაც კი შეგიძლიათ ჩვეულებრივ რეცეპტებზე უარი თქვათ და სიახლე შეიტანოთ კერძის მომზადებისას. ასევე დღეს არაჩვეულებრივი თანამოსაუბრე იქნებით – უფრო კი მსმენელი, ვიდრე მოსაუბრე.

თევზები: დღეს ურთიერთობების დროა. შესაძლოა, არც გინდოდეთ, მაგრამ ბედი მაინც გაიძულებთ, გარეთ გახვიდეთ და გული გახსნათ ადამიანებთან კონტაქტებისთვის. არც ინანებთ – გელოდებათ საინტერესო შეხვედრები, ნაცნობობა. ურთიერთობების დროს, არაა გამორიცხული, ძალზე საინტერესო იდეაც გაგიჩნდეთ, ხოლო ერთ–ერთი რომანტიკული შეხვედრა კი დიდ სიყვარულში გადაიზარდოს.

ყველა ახალი ამბავი
0