ვის გაუმართლებს ყველაზე მეტად – ზოდიაქოს იღბლიანი ნიშნები აპრილში

© Pixabay / JillWellingtonქალი მინდორში
ქალი მინდორში - Sputnik საქართველო, 1920, 29.03.2021
გამოწერა
იღბალი ხან მოდის და ხან მიდის. ის მოულოდნელად გვეწვევა ხოლმე და ასევე მოულოდნელად ქრება. ზოდიაქოს რომელი ნიშნების წარმომადგენლებს გაუმართლებს აპრილში – ამის შესახებ ასტროლოგები მოგვითხრობენ

აპრილი, მთლიანობაში, პოზიტიური თვეა ზოდიაქოს ყველა ნიშნის წარმომადგენლებისთვის – 27 აპრილამდე წლის ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია – ასეთი რამ იშვიათად ხდება, როდესაც ყველა პლანეტა სინქრონულად მოძრაობს და არ არის რეტროგრადული. ამასთან, ამ პერიოდში არ არის მოსალოდნელი დაბნელებები, რაც ადამიანების წარმატებების შანსებს მნიშვნელოვნად ზრდის.

ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებს 2021 წელს>>

აპრილის ფორტუნა განსაკუთრებით ზოდიაქოს ოთხ ნიშანს გაუღიმებს.

„წითელი სიზმარი“ - Sputnik საქართველო, 1920, 09.12.2020
სიყვარული თეთრი ხარის ეგიდით – რა ელოდება ზოდიაქოს ნიშნებს 2021 წელს სასიყვარულო ასპარეზზე

ლომი
ლომებისთვის ეს თვე ძალზე ხელსაყრელი იქნება. აპრილის ორი ძირითადი პლანეტა მარსისა და ვენერას სახით თქვენთვის ძალზე პოზიტიურად აისახება, გაუმჯობესდება განწყობა და ამაღლდება პროდუქტიულობა. დიდი სირთულეებიც კი ვერ გაგტეხთ და არც ღირს არეულობების წინაშე შიში. ასტროლოგები გირჩევენ, მხოლოდ წინ იაროთ, შიშებისა და ეჭვების გარეშე. ეს თვე თქვენთვის ახალი მომავალის აშენების „საწყისი წერტილი“ შეიძლება გახდეს.

მშვილდოსანი

მშვილდოსნებს ბევრი საინტერესო და მოულოდნელი მოვლენა და სიურპრიზი გელოდებათ. ვენერა და მარსი დიდ ენერგიასა და ძალას მოგცემენ. ვარსკვლავები მძლავრი პოზიტიური იმპულსით დაგასაჩუქრებენ, რომლის წყალობითაც ამაღლდება თქვენი განწყობა, რომ ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ. ძალების იმგვარ მოზღვავებას იგრძნობთ, რომ მთების გადადგმას შეძლებთ.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 21.07.2018
ზოდიაქოს ნიშნების ინტიმური შეთავსებადობა

თხის რქა

თხის რქებს საქმიანობის მხრივ უფრო გაგიმართლებთ. ეს იღბლიანობა ძალისა და ენერგიის მძლავრ მოზღვავებას უკავშირდება. სირთულეები ვერ გაგტეხთ და წყობილებიდან ვერ გამოგიყვანთ. განსაკუთრებით პოზიტიური იქნება თვის ბოლო, რადგან მარსი კირჩხიბის ნიშანში გადავა და ყველაზე და განსაკუთრებით თქვენზე, ძალიან სასიკეთოდ იმოქმედებს. თქვენ წინაშე მრავალი შესაძლებლობა გამოჩნდება – შეგიძლიათ, დაიწყოთ ახალი ბიზნესი, შეიცვალოთ სამუშაო, შეიძინოთ ძვირად ღირებული ნივთი.

ზოდიაქოს რომელ ნიშანთან შეძლებთ გამდიდრებას>>

თევზები

თევზებს სასიყვარულო ასპარეზზე გელოდებათ წარმატებები, განსაკუთრებით აპრილის მეორე ნახევარში. იზრდება ვენერას ენერგია, რომელიც თქვენი მთავარი მფარველია. თქვენში მოიმატებს მომხიბვლელობა, პაემნებისა და ქათინაურების მიმართ ბევრად უფრო კრეატიული გახდებით. უკვე არსებული ურთიერთობების მაღალ დონეზე გადაყვანა შეგიძლიათ, ქორწინების დაგეგმვა, სიყვარულის აღიარება...

ყველა ახალი ამბავი
0