ჩვეულებრივი ქაღალდისგან აწყობილი ნივთები – როცა შთაგონებას ელი

© courtesy of Alesya Lashkhiaალესია ლაშხიას ნამუშევრები
ალესია ლაშხიას ნამუშევრები - Sputnik საქართველო, 1920, 29.03.2021
გამოწერა
ალესია ლაშხია პროფესიით ქორეოგრაფია. ერთ დღეს, როდესაც უმუშევარი დარჩა, გადაწყვიტა რამით დაკავებულიყო და ლამაზი ნივთებიც შექმნა. მასალად გამოიყენა პირველივე, რაც ხელში მოხვდა – ჩვეულებრივი ქაღალდი, და ეს წებოს გამოყენების გარეშე სცადა, რაც გაცილებით რთულია.

მისი პირველი ნამუშევარი ქაღალდის ყვავილი იყო. შემდეგ „ამოცანა გაართულა“ და ანიმაციური გმირების კეთებაც სცადა.

© photo: courtesy of Alesya Lashkhiaალესია ლაშხია
ჩვეულებრივი ქაღალდისგან აწყობილი ნივთები – როცა შთაგონებას ელი - Sputnik საქართველო, 1920, 29.03.2021
ალესია ლაშხია

- ალესია, ბავშვობიდანვე ავლენდით ინტერესს ხელოვნებისადმი?

- მე დავამთავრე თბილისის 66-ე სკოლა, რომელიც ბოტანიკური ბაღის უკან მდებარეობს. ისე მოხდა, რომ ამ სკოლასთან ტრადიციულად ჩვენი ოჯახის წევრების საქმიანობაა დაკავშირებული. იქ ბებია ჯერ პიონერხელმძღვანელი იყო, მერე დირექტორის მოადგილე და ბოლოს – დაწყებითი კლასების მასწავლებელი. დედაც იმ სკოლაში სწავლობდა. ასე რომ, ეს სკოლა ჩემი ბავშვობის ნაწილია და ჩემთვის ძალიან მშობლიურია. ხშირად დავდიოდით ბოტანიკურ ბაღში, სადაც ყვავილების ლამაზ სამყაროში ყოფნა სიამოვნებას მანიჭებდა. სწორედ იქიდან ჩამესახა ხელოვნებისადმი სიყვარული. ნიჭი კი მამისგან გადმომეცა გენეტიკურად.

© photo: courtesy of Alesya Lashkhiaალესია ლაშხიას ნამუშევარი
ჩვეულებრივი ქაღალდისგან აწყობილი ნივთები – როცა შთაგონებას ელი - Sputnik საქართველო, 1920, 29.03.2021
ალესია ლაშხიას ნამუშევარი

- როდის გაჩნდა სურვილი, რომ თქვენი ნამუშევრები ჩვეულებრივი ქაღალდისგან  შეგექმნათ?

- უმუშევარი რომ ვიყავი, ძვირიანი მასალის შეძენის საშუალება არ მქონდა, ამიტომ ნივთების გაკეთება ქაღალდისგან დავიწყე. ეს ყველაზე იაფი მასალაა. ძალიან მიყვარს ხელნაკეთ ნივთებზე მუშაობა და რასაც ვაკეთებ, არასოდეს ვმეორდები. ამიტომ ყველა მათგანი თითო ცალია, ექსკლუზიური.

© photo: courtesy of Alesya Lashkhiaალესია ლაშხიას ნამუშევარი
ჩვეულებრივი ქაღალდისგან აწყობილი ნივთები – როცა შთაგონებას ელი - Sputnik საქართველო, 1920, 29.03.2021
ალესია ლაშხიას ნამუშევარი

- რა გახდა ინსპირაცია და პირველი ნამუშევარი რომელი იყო?

- პირველი ნივთი დედას გავუკეთე დაბადების დღეზე და ეს იყო ყვავილი, რომელიც ყველას ძალიან მოეწონა. სწორედ ეს გახდა ჩემთვის სტიმული. სხვათა შორის, როცა დედას ვაჩუქე, მერე ისეთივე ყვავილი ჩემმა ახლობელმაც შემიკვეთა თავისი შეყვარებულისთვის. ისიც ლამაზი გამოვიდა.

© photo: courtesy of Alesya Lashkhiaალესია ლაშხიას ნამუშევრები
ჩვეულებრივი ქაღალდისგან აწყობილი ნივთები – როცა შთაგონებას ელი - Sputnik საქართველო, 1920, 29.03.2021
ალესია ლაშხიას ნამუშევრები

- ქაღალდისგან ასეთი გედების გაკეთება ალბათ რთულია...

- საერთოდ რთულია, მაგრამ მიყვარს გედების გაკეთება. ყველა მათგანი სხვადასხვანაირი გამოდის. ერთხელ ქაღალდებისგან აწყობილი გედი კლუბ „ზაზანოვაში“ მივიტანე და იქ გარკვეული ხანი იყო. მერე ლარნაკებზე გადავედი, ანიმაციურ გმირებსაც ვაკეთებ. როცა მიკვეთავენ ხოლმე, ზომას და ფერებს თავად ირჩევენ, მაგრამ როცა ზუსტად არ იციან როგორი უნდათ, ჩემს გემოვნებას ენდობიან. გამოფენა არ მქონია, რადგან მოკრძალებული ადამიანი ვარ და მერიდება.

© photo: courtesy of Alesya Lashkhiaალესია ლაშხიას ნამუშევარი
ჩვეულებრივი ქაღალდისგან აწყობილი ნივთები – როცა შთაგონებას ელი - Sputnik საქართველო, 1920, 29.03.2021
ალესია ლაშხიას ნამუშევარი

- ორიგამიში ყველაზე საინტერესო რა არის?

- ყველაზე საინტერესო ის არის, რომ წებოს გარეშე ხდება ყველაფრის აწყობა. ისევე, როგორც ბავშვები აწყობენ რაიმეს ლეგოთი, აქაც დაახლოებით იგივე პრინციპია. თუმცა თუ ვინმეს უნდა, რომ ნივთი სათუთი არ იყოს, ამ შემთხვევაში მას წებოზე ვსვამ, რათა გამაგრდეს და სათუთი არ გამოვიდეს.

© photo: courtesy of Alesya Lashkhiaალესია ლაშხიას ნამუშევარი
ჩვეულებრივი ქაღალდისგან აწყობილი ნივთები – როცა შთაგონებას ელი - Sputnik საქართველო, 1920, 29.03.2021
ალესია ლაშხიას ნამუშევარი

- ვიცი, რომ ადრე ცეკვავდით და სხვადასხვა სტუდიებში გამოდიოდით. როგორც ქორეოგრაფი, ცეკვის დადგმაზე თუ ოცნებობდით?

- მე ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ინსტიტუტის ქორეოგრაფიის ფაკულტეტი დავამთავრე. დიპლომის აღების დროს უნდა დაგვედგა რაიმე ცეკვა და დავდგი კიდეც. სადიპლომოდ ისეთი ცეკვა ავირჩიე, რომ ყველას გაუკვირდა – ეს იყო ხორუმი. მიმაჩნია, რომ საოცრად ლამაზი ცეკვაა, რომელშიც ჩემი ხედვით რაღაც შტრიხებიც შევიტანე.

© photo: courtesy of Alesya Lashkhiaალესია ლაშხიას ნამუშევარი
ჩვეულებრივი ქაღალდისგან აწყობილი ნივთები – როცა შთაგონებას ელი - Sputnik საქართველო, 1920, 29.03.2021
ალესია ლაშხიას ნამუშევარი

- ქაღალდით ცეკვის „დადგმა“ არ გიცდით?

- მოცეკვავე ფიგურა ქაღალდისგან არ გამოვა. ორიგამისგან ყველაფერი არ გამოდის, ისევე, როგორც კონსტრუქტორიდან.

© photo: courtesy of Alesya Lashkhiaალესია ლაშხიას ნამუშევრები
ჩვეულებრივი ქაღალდისგან აწყობილი ნივთები – როცა შთაგონებას ელი - Sputnik საქართველო, 1920, 29.03.2021
ალესია ლაშხიას ნამუშევრები

 - სხვა მასალით თუ სცადეთ რაიმეს შექმნა?

- დიახ, ქსოვილისგან ვცადე, კერძოდ, წულისგან. ამ გზით გაკეთებული ნაძვის ხეები ყველას მოსწონს. სამომავლოდ რომელ მასალას ავირჩევ არ ვიცი, მიყვარს ექსპერიმენტები და სიახლის არ მეშინია. ვიცი, ცხოვრებაში შეუძლებელი არაფერია, მაგრამ მე შთაგონებას ვუცდი ხოლმე. მერე სურვილი და მონდომაა საჭირო და ყველაფერი გამოვა...

 

ყველა ახალი ამბავი
0