10:33 19 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7754
  • 100 RUB4.3879
  • USD3.1681
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
იცით თუ არა, რომ... (416)
214 0 0

ისტორიიდან ცნობილია, რომ წარსულში ადამიანებს ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო მეტად ჰქონდათ განვითარებული და პრაქტიკულად ყველა ცაცია იყო

მარჯვენა ნახევარსფეროთი აზროვნება უფრო მეტად ინსტიქტებზე იყო დამყარებული და ადამიანებმა სწორედ ამის წყალობით მოახერხეს გადარჩენა. მოგვიანებთ ადამიანმა ორივე ხელის თანაბრად გამოყენება დაიწყო, მერე კი მარჯვენა მტევანი უფრო მეტად განუვითარდა.

ფიზიკური განსხვავება

გარდა იმისა, რომ ცაციებსა და „მემარჯვენეებს“ შორის ხილული ფიზიკური განსხვავება არსებობს, არის კიდევ ერთი, რაც ყველამ არ იცის:ეს განსხვავებული ბიოქიმიური შემადგენლობაა.

ირკვევა, რომ „მემარჯვენეების“ ორგანიზმში რკინის შემცველობა ჭარბობს, ხოლო ცაციებისაში — თუთიისა. ასეთი ბიოქიმიური შემადგენლობა ადამიანის გონებრივ მონაცემებზე გარკვეულ გავლენას ახდენს. ანუ, ცაციებს უფრო შემოქმედებითი აზროვნება აქვთ განვითარებული, ხოლო „მემარჯვენეებს“ — ლოგიკური.

ფსიქოლოგიური განსხვავება

ცაციები, როგორც წესი, უფრო ემოციურები არიან და დიდწილად საკუთარ გრძნობებსა და განცდებზე გახლავან დამოკიდებულები. ასეთებს კარგი კავშირი აქვთ საკუთარ ქვეცნობიერთან, რაც ინტუიციისა და ექსტრასენსორული თვისებების განვითარებას უწყობს ხელს. ხოლო შემოქმედებითი აზროვნება ცაციებს შექმნილი ვითარებიდან არასტანდარტული გამოსავლის მოძებნაში ეხმარება.

„მემარჯვენე“ ადამიანები უფრო მეტად ლოგიკურები და რაციონალურები არიან. მათ არაჩვეულებრივად გამოსდით საკუთარი ემოციების კონტროლი და წინასწარ მოხაზული სქემით მოქმედება.

ენერგეტიკული განსხვავება

იმის გამო, რომ ცაციები ზედმეტად მგრძნობიარეები და, ცოტა არ იყოს, ფხუკიანებიც არიან, უფრო მეტად ექცევიან უარყოფითი ენერგეტიკული ზემოქმედების ქვეშ. ისინი ძალიან მიმნდობები ბრძანდებიან და მზად არიან, ყველას გაუზიარონ საკუთარი სიკეთე. სწორედ ამიტომაც ეტანებიან ცაციებს ენერგეტიკული ვამპირებიცა და უბრალოდ ცუდი ხალხიც, რომლებსაც სხვების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება უყვართ. ჯადოს არსებობისა რომ გვჯეროდეს, გეტყოდით, რომ ასეთი ადამიანებისთვის ჯადოს გაკეთებას ბავშვიც კი მოახერხებდა.

  • კამათი იმის თაობაზე, რომელი ხელია მთავარი და ვინ არის უკეთესი — ცაცია თუ „მემარჯვენე“, უსასრულოდ შეიძლება. ჩვენ კი ერთს გეტყვით: სინამდვილეში, თუ ადამიანი მოისურვებს, თავისუფლად შეუძლია განივითაროს პასიური ხელი და ორივე მტევანი თანაბრად გამოიყენოს. ასეთებს ენერგეტიკაც უფრო უმძლავრდებათ და ექსტრასენსორული უნარ–თვისებებიც. გარდა ამისა, ეს გონებრივი აქტივობისთვისაც კარგია.

არსებობს სულიერი, ენერგეტიკული და ინტელექტუალური განვითარების მრავალი მეთოდიკა, რომელთა თანახმადაც ხელის შეცვლა, ანუ პასიური ხელის გააქტიურება, ძალიან, ძალიან სასარგებლოა.

დარგის სპეციალისტების თქმით, გამორიცხული არ არის, რომ თუ „მემარჯვენე“ მარცხენა ხელით დაიწყებს ჩანგლისა თუ კოვზის გამოყენებას, მეექვსე გრძნობასაც კი გაიაქტიურებს.

თემები:
იცით თუ არა, რომ... (416)

მთავარი თემები