ფსიქოლოგი დავით ამირეჯიბი: ნუ ეცდებით ცაციების „გამოსწორებას“

© Fotolia / elemakarცაცია გოგონა
ცაცია გოგონა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფსიქოლოგი განმარტავს, ვინ არიან ცაციები და როგორ უნდა აღვზარდოთ ასეთი ბავშვები.

თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. ცაციობა სულ რაღაც 25 წლის წინაც კი ნაკლად, ფიზიოლოგიურ ანომალიად, ანუ, პრაქტიკულად, დაავადებად მიიჩნეოდა და ამიტომ მშობლებიცა და პედაგოგებიც ცდილობდნენ, „გამოესწორებინათ“ ასეთი ბავშვები. ამის გამო ხშირად ისინი დაკომპლექსებულებად და ნერვიულ ადამიანებად ყალიბდებოდნენ.

13 აგვისტოს ცაციების საერთაშორისო დღეა და Sputnik-მა გადაწყვიტა ფსიქოლოგ დავით ამირეჯიბს გასაუბრებოდა, რათა მისგან შეეტყო, შეიძლება თუ არა ბავშვი მარცხენა ხელით წერას ისე გადავაჩვიოთ, რომ ნერვული სისტემა არ დავუზიანოთ.  

„ტრადიციული თვალსაზრისით, გამომდინარე იქიდან, რომ სტატისტიკურად ადამიანების უმრავლესობა მარჯვენა ხელით წერს, მიიჩნეოდა, რომ ყველა „მემარჯვენე“ უნდა ყოფილიყო. ეს ერთგვარი სოციალური შაბლონი, სტერეოტიპია. პედაგოგები ცდილობდნენ, რომ ცაცაია ბავშვები ამ სტერეოტიპისთვის მოერგოთ. არავის უნდოდა მათთვის ზიანის მიყენება, ადრე უბრალოდ ცდილობდნენ ბავშვი ამ მინუსისგან გაეთავისუფლებინათ“, — განმარტა დავით ამირეჯიბმა. 

ხელები - Sputnik საქართველო
ცაციები და „მემარჯვენეები“, ანუ რა სარგებლობა მოაქვს პასიური ხელის გააქტიურებას

თანამედროვე სამყაროში ამ საკითხს აბსოლუტურად სხვაგვარად უყურებენ. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ არსებობს ტვინი ფუნქციონალური ასიმეტრია, შეიცვალა ტვინის მუშაობის შესახებ მოსაზრებები, განვითარდა მეცნიერება ნევროლოგია, რომელმაც დაამტკიცა, რომ სწორედ ტვინი წყვეტს, რომელი ხელი იქნება დომინანტური — მარცხენა თუ მარჯვენა.

„ჩვენი თავის ტვინი ორი ნახევარსფეროსგან შედგება: მარჯვენა ნახევარსფერო სხეულის მარცხენა მხარეს მართავს, ხოლო მარცხენა — მარჯვენას. თუ უფრო აქტიური მარცხენა ნახევარსფეროა, მაშინ ადამიანი „მემარჯვენეა“, ხოლო თუ მარჯვენაა უფრო აქტიური — მაშინ ის ცაცია იქნება“, — ამბობს  ფსიქოლოგი.

დავით ამირეჯიბი დადებითად აფასებს იმ მშობლების პოზიციას, რომლებიც ცდილობენ ბავშვს ორივე ხელი განუვითარონ. თუმცა, როგორც ფსიქოლოგი აღნიშნავს, ეს ძალადაუტანებლად, სპეციალური ვარჯიშებითა და თამაშებით უნდა მოხდეს. ბუნების წინააღმდეგ ძალადობრივად წასვლა არავითარ შემთხვევაშია არ შეიძლება.

„თუ ბავშვს ვაიძულებთ, რომ მხოლოდ მარჯვენა ხელი გამოიყენოს, უარყოფით შედეგებს მივიღებთ. ეს ადამიანზე, მისი ტვინის სპეციფიკურ მუშაობაზე, ნევროლოგიურ მექანიზმზე ძალადობა და ამორალური საქციელია“, — ხაზს უსვამს დავით ამირეჯიბი.

ძალადობრივმა მეთოდმა შესაძლოა მიგვიყვანოს ისეთ სერიოზულ პრობლემებამდე, როგორებიცაა: ტვინის ფუნქციის, მოტორული და სენსორული ფუნქციების მოშლა,  მხედველობის დაქვეითება, ნევროზი, მადის დაკარგვა, უძილობა, თავის ტკივილები და ენაბლუობაც კი. 

ბავშვები მზიურში - Sputnik საქართველო
ახალი თაობის ადამიანები – „ინდიგო ბავშვები“

ზოგი ბავშვი მარცხენა ხელით წერას იმიტომ იწყებს, რომ ხედავს, როგორ წერენ მათი მშობლები თუ კლასელები ასე, და მიბაძვის სურვილი უჩნდება.

„ამაში ცუდი არაფერია. მათ აინტერესებთ ეს რაღაც უჩვეულო და ახალი და ამიტომაც აკეთებენ ამას“, — განმარტავს ფსიქოლოგი.

გამომდინარე იქიდან, რომ ცაციებს უფრო მარჯვენა ნახევარსფერო აქვთ განვითარებული, ისინი უფრო ხშირად ირჩევენ ისეთ სამუშაოს, რომლებიც ხელოვნებას — მუსიკას, პოეზიას, ფერწერას, ლიტერაქტურას უკავშირდება.

ამასთან, ფსიქოლოგი გვირჩევს არ დაგვავიწყდეს, რომ ცაციები უკიდურესად ემოციურები არიან და დეპრესიების მიმართ მიდრეკილები. 

 

ყველა ახალი ამბავი
0