09:56 19 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7754
  • 100 RUB4.3879
  • USD3.1681
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
იცით თუ არა, რომ... (416)
183 0 0

რა აკავშირებს ერთმანეთს Duran Duran-ს, რიანას, მძიმე როკსა და ადამიანის არტერიულ წნევას? – თურქმა ექიმებმა კვლევის შედეგად საოცარი დასკვნა გამოიტანეს.

თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. თურქი მეცნიერების აზრით, 1980-იანი წლების პოპ–მუსიკა სწორედ ის ჟანრია, რომელსაც ადამიანებში შფოთვის, არტერიული წნევისა და გულისცემის შემცირება შეუძლია, აღნიშნულია ვებ-გვერდზე MetalSucks.

კლასიკური მუსიკა ჭკუასუსტობის განვითარებას აფერხებს>>

მკვლევარებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი: შეკრიბეს 18-დან 65 წლამდე ასაკის 1 540 ადამიანი და შესთავაზეს, მოესმინათ სხვადასხვა პლეილისტი პლატფორმაზე Spotify. ამ დროს ისინი ტონომეტრების მეშვეობით მათ მაჩვენებლებს აკვირდებოდნენ.

გამოირკვა, რომ დამშვიდებისა და წნევის დასარეგულირებლად საუკეთესო 1980-იანი წლების პოპ–მუსიკაა.

აღმოჩნდა, რომ კვლევის ყველა მონაწილეს გულის რიტმი 36 პროცენტით შეუმცირდა, ხოლო არტერიული წნევა – 96 პროცენტით, როდესაც უსმენდნენ ჯგუფებს Duran Duran, Pet Shop Boys, Wham! და სხვ.

საინტერესო და უცნაურია, რომ განგაშის დონის შემცირებაში ეფექტურობის მხრივ მეორე ადგილზე მძიმე მეტალი (heavy metal) აღმოჩნდა. მძიმე როკის მოსმენით წნევა მონაწილეთა 89 პროცენტს შეუმცირდა, ამასთან გულის რიტმი – 18 პროცენტს.

მუსიკის კიდევ ერთი ჟანრი, რომელიც ადამიანს შფოთვასთან ბრძოლაში ეხმარება, 2000-იანი წლების პოპ–მუსიკა აღმოჩნდა – კაილი მინოუგი, რიანა.

მკვლევარებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ ადამიანებში შფოთვა მატულობს, როდესაც უსმენენ ტექნოს, დაბსტეპსა და 1970-იანი წლების როკს.

თემები:
იცით თუ არა, რომ... (416)

მთავარი თემები