დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 13 თებერვალი

© courtesy of Clark Photographyდათოვლილი მთები
დათოვლილი მთები - Sputnik საქართველო, 1920, 13.02.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გიმზადებენ ვარსკვლავები და რას გირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 13 თებერვალია, შაბათი. მზარდი მთვარე თევზების ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.

დღეს აზროვნება და ფიქრები ცხადი და მკაფიო იქნება, გაჩნდება ყველაფრის მოწესრიგების სურვილი. არის დიდი ალბათობა, რომ რა საქმესაც დილით დაიწყებთ, მას მთელ დღეს მოანდომებთ, მაგრამ, სამაგიეროდ, შესანიშნავად შეასრულებთ. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა, რომ თავიდან ბოლომდე გაერკვეთ იმ საკითხში, რომელიც თქვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია. მაგრამ „საქმის გარჩევებს“ გარშემომყოფებთან და განსაკუთრებით ახლობლებთან, სჯობს, მოერიდოთ.

12 თებერვალი: ახალი წელი ჩინური კალენდრით – როგორ მოვიზიდოთ იღბალი>>

ვერძი: ვარსკვლავები არ გირჩევენ, ირგვლივ მყოფებთან საკუთარი თამაში ითამაშოთ – წაგებით რისკავთ. თუ ადრე რამე ინფორმაციის დამალვას ან დამახინჯებას შეეცადეთ, ახლა ის შეიძლება ზედაპირზე ამოტივტივდეს. ვერაფერს გააწყობთ – დღეს საიდუმლოს ფარდა ნებისმიერ მომენტში შეიძლება აეხადოს. მაგრამ მღელვარების საბაბი მხოლოდ მას აქვს, ვინც რაღაცას მალავს, დანარჩენებისთვის კი ჩვეულებრივი დღე იქნება.

მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2018
ჰოროსკოპების ერთობლიობით გაარკვიეთ, მეფე ხართ, რაინდი, არისტოკრატი თუ...

კურო: დღეს ნებსით თუ უნებლიეთ  მტრულ ბანაკებს შორის მომრიგებელ–დამზავებლის როლს შეასრულებთ, სიტუაცია თქვენ გარშემო იდეალურისგან ძალიან შორს იქნება: გარშემომყოფებმა და მათ შორის, ახლობელმა ადამიანებმა ერთმანეთს შეიძლება პრეტენზიები წაუყენონ, თქვენ კი, თქვენთვისვე მოულოდნელად, მათ დაშოშმინებასა და გაუგებრობის გაქარწყლებას შეეცდებით. ეს არ იქნება ადვილი – ხომ გაგიგიათ, გამშველებელს ყველაზე მეტი მოხვდაო!

ტყუპი: დღეს საკუთარ საქმიანობას შეაფასებთ. წინსვლისთვის ხანდახან აუცილებელია შეჩერება და გადადგმული ნაბიჯების შეფასება. მოგეცემათ შანსი, რომ შეაფასოთ თქვენი მოქმედებები და დაინახოთ შესაძლო შეცდომები. ეს შეიძლება თვითონ გააკეთოთ, ან ამაში ირგვლივ მყოფები დაგეხმარონ. დღეს კონსტრუქციული კრიტიკა სასარგებლოა, თუნდაც არცთუ სასიამოვნო იყოს.

კირჩხიბი: დღეს ვარსკვლავები გირჩევენ, ნებისმიერ საკითხში სტერეოტიპებისგან გათავისუფლდეთ. მოგეცემათ კარგი შესაძლებლობები მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თამამად და არასტანდარტულად იმოქმედებთ. გარშემომყოფები დააფასებენ თქვენს ნოვატორულ დამოკიდებულებასა და ყველაზე რევოლუციურ იდეებსაც კი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დღეს კონსერვატიული გზები თქვენთვის არაა, ცხოვრება თქვენგან ცინცხალ იდეებს, შთაგონებასა და კრეატიულობას ელოდება.

თეთრი ღამე ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო, 1920, 05.02.2019
ბოშური ჰოროსკოპი - გაიგეთ თქვენი და თქვენი ახლობლების თვისებები ახალი რაკურსით

ლომი: მთელი დღე რაღაცების გარკვევას შეეცდებით, რომლებიც უცბად მნიშვნელოვნად მოგეჩვენებათ. ეს შეიძლება ეხებოდეს პირად ურთიერთობებს ან სხვა, თუნდაც წვრილმან საკითხებს. ამ გარჩევებსა და ჭეშმარიტების ძიებებში, არ არის გამორიცხული, ნებისმიერი გამოიყვანოთ მწყობრიდან. და რაც ყველაზე საინტერესოა, მომდევნო დღეს შეიძლება სრულიად მშვიდად ჩაუაროთ იმას, რაც დღეს ასე გაღელვებდათ.

ქალწული: ეს ის დღეა, როცა გინდათ თუ არა, მაინც შეიძლება წარსულში დაშვებული შეცდომები გაგახსენდეთ. შესაძლოა, მისმა შედეგებმა შეგახსენოთ თავი, ან ვითარება გამეორდეს და დეჟავუს შეგრძნება გაგიჩნდეთ. შეიძლება პირიქითაც მოხდეს – ამ შეცდომების გახსენებით ახალს აარიდოთ თავი. ასე თუ ისე, დღეს სასურველი არაა, ძველ ხარვეზებზე თავლის დახუჭვა. გამოცდილება ხომ ძალზე ძვირფასი რამაა.

სასწორი: დღეს შეიძლება შინაგანი კონფლიქტის მდგომარეობაში აღმოჩნდეთ. როგორც ჩანს, რისი გაკეთებაც გიწევთ, ყველაფერი არ მოგწონთ და სიტუაციის თქვენეულ გაგებას ეწინააღმდეგება. ვარსკვლავები გირჩევენ, რაღაც დრო გამოყოთ საკუთარ გრძნობებში გასარკვევად. თუ მიხვდებით, რომ ძალიან არ მოგწონთ ის, რასაც აკეთებთ, იქნებს, სჯობს, ზომები მიიღოთ? ან იქნებ ღირს, თქვენი ეჭვები ახლობელ ადამიანებს გაუზიაროთ.

დედა თავის ვაჟთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 24.10.2017
საუკეთესო მშობლების ტოპ-ხუთეული ზოდიაქოს ნიშნით

მორიელი: გარშემომყოფები თქვენ მიმართ დღეს ძალზე კრიტიკულად იქნებიან განწყობილი, აქედან გამომდინარე ვარსკვლავები გირჩევენ, ურთიერთობები მინიმუმამდე დაიყვანოთ. ეს განსაკუთრებით ეხება იმ ადამიანებს, ვიზეც დამოკიდებული ხართ, მაგალითად, ხელმძღვანელებს. თუ ეს ვერ შეძელით, ყველაფერი უნდა გააკეთოთ საიმისოდ, რომ ვერავინ ვერ მოგედავოთ ვერც სიტყვაში და ვერც საქციელში. განსაკუთრებით მოერიდეთ ახალი იდეების წამოყენებას, ინიციატივის გამოჩენას. ასე ყურადღების ცენტრში მოექცევით და ყველა „ლუპით“ დაგაკვირდებათ.

მშვილდოსანი: შესანიშნავი დღეა – იშვიათი იმ თვალსაზრისით, რომ საქმეებში რამე გართულება არ არის მოსალოდნელი. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ მოდუნდეთ და გარშემომყოფების პატიოსნების იმედზე იყოთ, თუმცა ფაქტი ესაა: დღეს იმის ალბათობა, რომ თქვენს მოგატყუებას შეეცდებიან ან შეცდომაში შეგიყვანენ, ნულიდ ტოლია. აქედან გამომდინარე, კარგი დღეა მოლაპარაკებებისა და გარიგებების დადებისთვის – განსაკუთრებით, თუ რომელიმეში რისკის მარცვალი დევს.

თხის რქა: ნამდილად ღირს, რომ სამომავლო გეგმებს გადახედოთ, მათ შორის – გლობალურს. შესაძლოა, რაღაც შეცდომა გაგეპარათ და უკვე დიდი ხანია, არასწორი გზით მიდიხართ? დროდადრო აუცილებელია საკუთარ ქმედებებშო კორექტივების შეტანა და მათი რეალობასთან შეჯერება. თუ დღეს დროს ამ საქმიანობაზე დახარჯავთ, არ ინანებთ – გათავისუფლდებით ილუზიებისგან და მცდარი წარმოდგენებისგან, რომლებიც პროგრესს ამუხრუჭებს. წინსვლას უკვე ამის შემდეგ შეძლებთ.

გეომაგნიტური ქარიშხალი მზეზე - Sputnik საქართველო, 1920, 17.04.2018
რამდენად გულწრფელი ხართ სიყვარულში – ამას ინდური ჰოროსკოპის მეშვეობით შეიტყობთ

მერწყული: არ არის გამორიცხული, რომ დღეს საკუთარ ქმედებებზე ან სიტყვებზე ვინმეს წინაშე ანგარიშის ჩაბარება მოგიწიოთ. მოკლედ, დღეს ყოველგვარი რევიზიისა და შემოწმებისთვის, განმარტებებისთვის უნდა მოემზადოთ.თუმცა, როგორი უსიამოვნოც არ უნდა იყოს ეს, მოთმინება და თავის ხელში აყვანა გმართებთ. თუ სიმშვიდეს შეინარჩუნებთ, ადვილად შეძლებთ ყველაფრის განმარტებას, და თუ ვერა – მაშინ დიდხანს მოგიწევთ ამ საქმეების გარჩევაში მონაწილეობა.

თევზები: დღეს მთელი თქვენი დიპლომატიური ნიჭის გამოვლენა გესაჭიროებათ. გადასაწყვეტი საკითხები ძალზე დელიკატური იქნება, ამიტომ სიტყვის პირდაპირ თქმა არ გამოვა. თუ დღეს გარშემომყოფების გრძნობებზე არ იფიქრებთ, დიდი პრობლემების შექმნით რისკავთ, ასევე ნებისმიერი მოლაპარაკების ჩაშლით. და თუ მაქსიმალურად გამოავლენთ მოთმინებას და იქნებით ტაქტიანი, გქონდეთ იმედი, რომ ირგვლივ მყოფნი სწორად გაგიგებენ.

ყველა ახალი ამბავი
0