12 თებერვალი: ახალი წელი ჩინური კალენდრით – როგორ მოვიზიდოთ იღბალი

CC0 / Pixabay / თეთრი ხარი
თეთრი ხარი - Sputnik საქართველო, 1920, 11.02.2021
გამოწერა
წელს ახალი წელი აღმოსავლური კალენდრით 12 თებერვალს თბილისის დროით 01:03 საათზე დადგება. ხარის წელიწადი 2022 წლის 30 იანვარს დასრულდება.

ახალი წლის დაწყების თარიღი ჩინური კალნედრით ყოველ წელს სხვადასხვაა, ის მთვარის კალენდრით განისაზღვრება.

ყოველ წელს ჩინურ მთვარის კალენდარში თავისი მფარველი ცხოველი ჰყავს, აქვს თავისი ფერი და სტიქია. 2021 წლის სრულუფლებიანი მფარველი თეთრი ლითონის ხარია.

საახალწლო ნაძვისხე - Sputnik საქართველო, 1920, 31.12.2020
2021 წლის მთავარი მიმოხილვა: როგორი იქნება ხარის წელიწადი აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით

ჩინურ ახალ წელს, რომელსაც გაზაფხულის დღესასწაულსაც უწოდებენ, 4 ათასზე მეტი წლის ისტორია აქვს.

ეს ჩინელებისთვის არის ოჯახის გაერთიანების დრო, როდესაც ერთდებიან ოჯახის სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები.

ეს არის ყველაზე ხანგრძლივი დღესასწაული, რომელიც სულ მცირე ერთი კვირა გრძელდება და საშუალოდ – 15 დღე.

ამგვარად, 2021 წლის მფარველი თეთრი ლითონის ხარი თავისი „უფლება–მოვალეობების“ შესრულებას დღეს დაიწყებს და წლის „ბატონ–პატრონი“ გახდება.

2021 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის>>

როგორი იქნება ხარის წელიწადი

ეს იქნება დიდი მოვლენების წელი, როდესაც ნებისმიერს შეუძლია გააკეთოს ის, რაზედ დიდი ხანი ოცნებობდა. ხარი მომთმენი და კეთილშობილი ცხოველია, მაგრამ თუ საჭიროა, სწრაფად და „რქებით“ მოქმედებაც შეუძლია (და აჯობებს, თუ ასეთ მოქმედებამდე მას არ მივიყვანთ).

მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო, 1920, 17.10.2018
ტიბეტური ჰოროსკოპი და ცხრილი – რომელი ცხოველია თქვენი მფარველი დაბადების წლის მიხედვით

ლითონი მეტყველებს სიმტკიცეზე, საიმედოობაზე და წლის მფარველი დააფასებს ისეთ თვისებებს, როგორიცაა წესიერება, დანაპირების შესრულება, მოთმინება.

ხარი შრომისმოყვარეა და ადამიანშიც ამ თვისებას აფასებს. კარგი წელია იმისთვის, რომ ვიზრუნოთ კარიერაზე – მშრომელი ხარი ყველას დაეხმარება, ვინც სერიოზულად აპირებს შრომას.

განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ხარი ოჯახს – ამ მხრივ კარგი წელია ოჯახის შექმნის, გამტკიცებისა და გაფართოებისთვის.

ასტროლოგები გვირჩევენ, რომ არ დავზოგოთ თავი და ვიშრომოთ. ასეთია ეს ნიშანი, რომელიც გამოირჩევა სახლის სიყვარულით, სიჯიუტით მიზნების მიღწევისას.

2021 წელი უნდა იყოს მშვიდი და ზომიერი. არაპროგნოზირებადი 2020 წლის (ვირთხის) შემდეგ შვებით ამოსუნთქვის საშუალება გვექნება.

საახალწლო მორთულობა დათოვლილ ხეებზე - Sputnik საქართველო, 1920, 24.12.2020
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებს 2021 წელს

მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უზრუნველი ცხოვრება გველოდება. როგორც აღვნიშნეთ, ხარს შრომა უყვარს და ამასვე მოითხოვს ადამიანებისგან. შრომა მოგვიწევს ყველა ფრონტზე – პირად ურთიერთობებშიცა და სამუშაოზეც.

ფინანსური თვალსაზრისით ხარი სტაბილურობას და მათ შორის, შემოსავლების ზრდასაც გვპირდება.

ხარი კონსერვატორია და არცთუ ოპტიმისტურად უყურებს ცვლილებებს. აქ ოქროს შუალედის ძებნა მოგვიწევს, რათა არ ჩამოვრჩეთ პროგრესს და ამავე დროს, წლის მასპინძელიც არ გავაღიზიანოთ.

წელიწადმა განსაკუთრებული რყევების გარეშე უნდა ჩაიაროს, მაგრამ ასევე არ უნდა გვქონდეს კაშკაშა ემოციების იმედიც.

როგორ მოვიზიდოთ იღბალი ხარის წელიწადს

აქ თილისმა საუკეთესო გამოსავალია. იდეალური იქნება, თუ ეს თილისმა წლის სიმბოლოს შესაბამისი იქნება – შესრულდება თეთრი ლითონისგან.

ამერიკული დოლარი - Sputnik საქართველო, 1920, 29.12.2020
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს ელოდება მატერიალური კეთილდღეობა 2021 წელს

ზედმეტი არ იქნება სახლში ხარის პატარა ქანდაკების განთავსებაც. უძველესი დროიდან მიიჩნევენ, რომ ხარის გამოსახულება მამაკაცურ ძალასა და სიმდიდრეს იზიდავს.

აღმოსავლური ახალი წლის წინ კარგია სახლის დასუფთავება–მოწესრიგება და აქ მნიშვნელოვანია ძველი ნივთებისგან გათავისუფლება, რომლებიც უარყოფით ენერგიას აგროვებს.

როგორ შევხვდეთ ხარის წელს

ხარს არ უყვარს ყოყოჩობა, ტრაბახი, ამიტომ ახალი წლის შეხვედრა ოჯახურ გარემოში აჯობებს. კარგი იქნება, თუ სუფრასთან ერთმანეთისთვის ნამდვილად ძვირფასი ადამიანები შეიკრიბებიან.

რა ჩავიცვათ

ხარს წლის ფერებში უნდა დავხვდეთ, ანუ ღია ტონებში – თეთრი, ბეჟი, სპილოს ძვლისფერი და ა.შ. შეგიძლიათ კოსტიუმი სხვადასხვა აქსესუარით გაამდიდროთ. სასურველია, თუ სამკაული მასიური და თეთრი ლითონის ნაკეთობა იქნება.

„წითელი სიზმარი“ - Sputnik საქართველო, 1920, 09.12.2020
სიყვარული თეთრი ხარის ეგიდით – რა ელოდება ზოდიაქოს ნიშნებს 2021 წელს სასიყვარულო ასპარეზზე

სახლის მორთულობა

რა თქმა უნდა, ყურადღება ექცევა სახლის მორთულობასაც. ხარს არ უყვარს მყვირალა ფერები და ხელოვნური ნივთები. ამჯერად, სჯობს, წითელი ფერი საერთოდ ამოიღოთ ინტერიერის მორთულობიდან. როგორც გსმენიათ, წითელი ხარს აღიზიანებს.

როგორც სახლის, ისე სუფრის გაწყობისას უპირატესობა მიანიჭეთ თეთრს, ოქროსფერს, ვერცხლისფერსა და მწვანეს. ასევე ცნობისთვის – ხარს უყვარს მცენარეები და ოთახში რაც მეტი მცენარე გექნებათ, მით უკეთესი.

ოთახის ინტერიერში კარგად ჩაჯდება ასევე ქვის კომპოზიციები, ხისგან და ლითონისგან დამზადებული მოსართავები.

ყველა ახალი ამბავი
0