2021 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

CC0 / Pixabay / თეთრი ხარი
თეთრი ხარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თუ 2020 წლის მფარველი ვირთხა გულუხვად აჯილდოებდა თავის ფავორიტებს – ავანტიურული სულის მქონე, გამბედავ ადამიანებს, თეთრი ლითონის ხართან ასეთი რამ არ გავა. 2021 წლის მასპინძელს არ უყვარს ფუჭი ლაყბობა და უზომოდ აფასებს შრომისმოყვარეობას

მაგრამ აქაც არის „მაგრამ“ – თავისი კონსერვატიულობიდან გამომდინარე, ხარი მხოლოდ იმ ნიშნებს დაეხმარება, რომლებსაც გამოცდილი და სწორი გზები უყვართ.

მთლიანობაში, თუ გსურთ, რომ ნებისმიერი საქმის შედეგები, იქნება ეს ბიზნესი, ქორწინება, მშენებლობა თუ სხვა, დიდხანს გაგრძელდეს, მაშინ ამისთვის 2021 წელი იდეალურია. ხარი ყველანაირად შეუწყობს ხელს იმას, რაც მრავალ წელზეა გათვლილი.

ტიბეტური ჰოროსკოპი და ცხრილი – რომელი ცხოველია თქვენი მფარველი დაბადების წლის მიხედვით>>

ზოგადად, ყველა ნაბიჯი, რომელშიც არის რამე აზრი, განკუთვნილია დიდი მიზნისთვის, წლის სიმბოლოს მხარდაჭერას მოიპოვებს. ხარი დასაყრდენი ძალა იქნება მათთვისაც, ვინც საქმეს ხელებით აკეთებს – მნიშვნელობა არა აქვს, მიწაზე მუშაობთ, ბინას არემონტებთ თუ რას საქმიანობთ, მაგრამ ამ წელს ფული თქვენ ჯიბეში იოლად მოვა.

ქალი - Sputnik საქართველო
2021 წლის ჰოროსკოპი ქალებისთვის – რას უმზადებს თეთრი ხარის წელიწადი ზოდიაქოს ნიშნებს

ოქროს ან წითელი ხარისგან განსხვავებით, თეთრ ლითონის ხარს გარკვეული სენტიმენტობა და გრძნობების გამოხატვის ღია მანერა ახასიათებს, ამიტომ მას ესმის ადამიანური სისუსტეები და მის მიმართ შემწყნარებელია, მაგრამ – მხოლოდ ერთი სისუსტის მიმართ და ისიც – ყოველთვის არა. არ დაივიწყოთ, რომ ამ ნიშანს ნაკლებად კონტროლირებადი მრისხანება ახასიათებს და კარგი იქნება, თუ ეს მხოლოდ თეორიულად გეცოდინებათ და არა პრაქტიკაში.

წლის სიმბოლოს კონსერვატიულობიდან გამომდინარე, 2021 წელს დიდი სიმდიდრის იმედი ზოდიაქოს არც ერთ ნიშანს არ უნდა ჰქონდეს. ხარი – ეს მუდმივობის სიმბოლოა, მის წელიწადს ნელ–ნელა უნდა შეაგროვოთ თანხა, ამიტომ გააკეთეთ საქმე და მიჰყევით დინებას.

ურთიერთობები და შეთავსებადობა აღმოსავლური სასიყვარულო ჰოროსკოპის მიხედვით>>

ამასთან, ხარის წელიწადში ძალზე ძლიერი, ჯანმრთელი და სულიერად მტკიცე ბავშვები იბადებიან. თუ ბავშვის გაჩენას აპირებთ, ამისთვის 2021 წელი იდეალურია.

ხარის წელიწადი – ეს არაა სწრაფი სვლა კარიერაში, არამედ ესაა მტკიცე ნაბიჯები ზევით მიუხედავად სიზარმაცის, დაღლილობისა და სურვილის უქონლობისა. სამაგიეროდ, შრომისმოყვარეობისთვის ხარი ყოველთვის გულუხვად დაგაჯილდოებთ.

მაკროსამყარო კაკლის ნაჭუჭში  - Sputnik საქართველო
„საკარანტინო“ ჰოროსკოპი: როგორ ცხოვრობენ ზოდიაქოს ნიშნები თვითიზოლაციის პირობებში

რა ელოდებათ ზოდიაქოს ნიშნების წარმომადგენლებს 2021 წელს:

ვერძი

ხარის წელიწადი ყოველ 12 წელიწადში ერთხელ მეორდება იმისთვის, რომ ვერძს მოთმინება ასწავლოს, მაგრამ ვერძებს ტყუილად კი არ გაქვთ ყველაზე ჯიუტი ნიშნის იარლიყი „მოწებებული“. აქედან გამომდინარე, თქვენ ბოლო ძალამდე შეეწინააღმდეგებით  ხარს. მაგრამ გარკვეულ მომენტში, როცა ცოტა დამშვიდდებით, დაინახავთ, რომ ის, რასაც ადრე დაჟინებული ბრძოლით აღწევდით, ახლა თავისით ჩაგივარდათ ხელში. უბრალოდ, ხარს მომთმენი და შრომისმოყვარე ადამიანები უყვარს და თუ შეძლებთ საკუთარი იმპულსურობის გადალახვას, 2021 წლის ბოლოს აუცილებლად იტყვით: „ეს შესანიშნავი წელი იყო“.

როგორი დასვენება უყვართ ზოდიაქოს ნიშნებს>>

კურო

როგორ ფიქრობთ, გამონახავენ საერთო ენას ხარი და კურო, თუ ისინი ტყუპი ძმასავით არიან? რა თქმა უნდა. კუროებისთვის 2021 წელი იქნება, როგორც მოგება ლატარიაში. თქვენი საზრიანობა და გამჭრიახობა წლის სიმბოლოს მხრიდან ყველანაირად იქნება მხარდაჭერილი, რაც კარგ სულიერ და მატერიალურ დივიდენდებს მოგიტანთ. გარდა ამისა, ამ წელს კუროებს გელოდებათ ნაცნობობა, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის და შესაძლოა, ძირფესვიანადაც კი. ამისთვის ირგვლივ მყოფებისთვის მაქსიმალურად გახსნილი უნდა იყოთ.

გულები და ჯვრები  - Sputnik საქართველო
როგორ ამჟღავნებენ სიყვარულს ზოდიაქოს ნიშნები

ტყუპი

ბუნებრივი მომხიბვლელობა და როგორც ტყუპებს უწოდებენ – „კომუნაკიციის მეფის“ უნარები 2021 წელს ნაკლებად დაგეხმარებათ. შეეგუეთ ამას. საკუთარი მიზნების მისაღწევად და თანხის გამომუშავებისთვის ბევრი შრომა მოგიწევთ. გარემოებები გაიძულებთ, გადახედოთ ხარჯებს ცხოვრებაზე და ის უფრო რაციონალური გახადოთ. ამასთან, შესაძლოა, რაღაც ახალიც ისწავლოთ. სამაგიეროდ, პირად სფეროში ყველაფერი წესრიგში იქნება – ესაა სულიერი სიმშვიდე, რაც ბედნიერებას მოგიტანთ და ყველა სხვა პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ.

სად იმალება ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ბედნიერების საიდუმლო>>

კირჩხიბი

კირჩხიბი რისი კირჩხიბია, თუ მუდმივად ყველაფერზე არ იღელვებს და ინერვიულებს. 2021 წელი კი დაგეხმარებათ, რომ ნაკლები მნიშვნელობა მიანიჭოთ ირგვლივ წვრილმანებს და ყურადღება მხოლოდ ნამდვილად მნიშვნელოვანზე გაამახვილოთ. წარმოიდგინეთ, რაოდენი წამებაა ეს იმპულსური კირჩხიბისთვის? გარდა ამისა, მოსალოდნელია იმედგაცრუება სიყვარულში, მაგრამ ეს უნდა მოხდეს, რომ თქვენს ცხოვრებაში მოვიდეს ის, ნამდვილად თქვენი. ასე რომ, არ ინერვიულოთ, მიჰყევით ცხოვრებას – სამყარო თვითონ გადაწყვეტს ყველაფერს.

თავისუფლება - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს უმართლებს მოწიფულობისას

ლომი

ხარს ავანტიურული მოქმედებები არ უყვარს, მაგრამ ის ზოდიაქოს მხოლოდ ერთ ნიშანს – ლომს არ დასჯის ამისთვის, ანუ არ შეგიქმნით დაბრკოლებებს, როდესაც გარკვეულ სიტუაციაში ვა–ბანკზე წასვლას გადაწყვეტთ. საქმე ისაა, რომ 2021 წელს თქვენი ბიზესთან დაკავშირებული საქმეები „ბუქსაობას“ დაიწყებს და ახალ დონეზე გასვლაში მხოლოდ სითამამე, გაბედულება, შემტევი ხასიათი და უდიდესი ძალისხმევა დაგჭირდებათ. ზოგადად კი ლომებს დიდი გზა დაგჭირდებათ იმისთვის, რომ შეეგუოთ – ცხოვრება მუდმივი დღესასწაული არ არის, არამედ ასევე „ნაცრიდფერი დღეების“ მონაცვლეობაც.

ზოდიაქოს ნიშნები, რომელთაც ამ სამყაროში ცვლილებები და სიბრძნე შემოაქვთ>>

ქალწული

ქალწულებმა ბევრი რამ მოასწარით გასულ ასტროლოგიურ ციკლში და რა თქმა უნდა, 2020 წელსაც, ასე რომ, ხარის წელიწადი თქვენთვის გასულის გაანალიზებისა და ახალი ცოდნის მიღების დრო იქნება. ჰოროსკოპი ძლიერ რყევებს ან კაშკაშა მოვლენებს არ გპირდებათ. გამონაკლისი მხოლოდ შემოქმედებით საქმიანობაში ჩართული ქალწულები იქნებით, რომელთათვის ხარის წელი აღიარებისა და ცინცხალი იდეების გაჩენის დრო შეიძლება გახდეს. ან, იქნებ, სწორედ ამ წელს მოინდომოთ შვილის ყოლა და მთელი ენერგიის მის გაზრდა–აღზრდაში ჩადება? ვარსკვლავები ამას ხელს შეუწყობენ.

ფეროშენადნობების ქარხანა ზესტაფონში - Sputnik საქართველო
რომელი ლითონი მიესადაგება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს

სასწორი

ხარის წელიწადს სასწორებმა შრომისა და ტკბობის შერწყმა უნდა ისწავლოთ, ანუ ერთდროულად სიამოვნებითა და კმაყოფილებით დააკვირდეთ ცხოვრებას და ამავე დროს, საჭირო მომენტში სამუშაო „გმირობისთვის“ რესურსები იპოვოთ. 2021 წელს ერთი–ორჯერ დადგება მომენტი, როდესაც საჭირო გახდება თავის საუკეთესო მხრიდან წარმოჩენა. და თუ ამას გააკეთებთ, შრომისა და ტკბობის შერწყმით მიღებული დივიდენდების ეფექტი კიდევ დიდხანს გაგრძელდება. და კიდევ – დიდი წარმატებები გელოდებათ სიყვარულში.

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ამ სამყაროში ჰარმონია და წონასწორობა შემოაქვთ>>

მორიელი

ხარის ენერგია, რომელიც მორიელების ფაქიზ ინტუიციას მოერგება, ძალიან კარგ შედეგს მოიტანს როგორც ფინანსურ სფეროში, ისე პირად ურთიერთობებში, რომელიც 2020 წელს გარკვეულწილად შერყეული იყო. ასევე ეს წელიწადი, თქვენთვის მოულოდნელად, მრავალი მოგზაურობის დრო გახდება, რაც დაკავშირებული იქნება როგორც სამუშაოსთან, ისე დასვენებასთსან. ეს კარგად დამუხტავს თქვენს შინაგან ენერგიას და წლის ბოლოს იოლად გაუმკლავდებით ზამთრის დადგომის გამო დამდგრად „პირქუშ“ განწყობას.

მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს აქვთ ინტუიცია ყველაზე მეტად განვითარებული

მშვილდოსანი

მშვილდოსნები 2021 წელს მოულოდნელად გააცნობიერებთ, რომ თქვენი ბედნიერების საფუძველი – ეს ოჯახია და თუ მანამდე ეს თქვენთვის სამუშაოსა და უამრავი საქმის მერე მეორე პლანზე იდგა, ახლა ოჯახს ბევრ დროს დაუთმობთ, იზრუნებთ ოჯახური სითბოს შენარჩუნებაზე, პარტნიორთან ურთიერთობებზე და არ დაგენანებათ დახარჯული დრო ბავშვების აღზრდაზე. ამასთან, შესანიშნავად წავა თქვენი საქმეები, რადგან საქმიანი პროცესებიდან ზედმეტი ქაოსი და ორომტრიალი აღარ იქნება. შეძლებთ ჯერ დღის წესრიგის, შემდეგ კი ცხოვრების აწყობას ისე, რომ ყველაფრის გაკეთებას მოასწრებთ. ერთადერთი, რაშიც ფრთხილად უნდა იყოთ, ეს საქმიანი პარტნიორების მიმართ უსაზღვრო ნდობაა.

ზოდიაქოს ნიშნები, რომელთაც ამ სამყაროში შემოქმედება და განვითარება მოაქვთ>>

თხის რქა

2021 წელი თხის რქებმა სახლის ნეგატიური ენერგიისგან გაწმენდით უნდა დაიწყოთ. ამის გაკეთება შეიძლება საფუძვლიანი დასუფთავებით, მაგრამ აჯობებს, თუ ამასთან ერთად, გადაყრით ძველ და უსარგებლო ნივთებს. მთლიანობაში, ძალზე ხელსაყრელი წელი გელოდებათ, განსაკუთრებით, თუ წარსულს არ ჩაეჭიდებით და ჯანმრთელობაზე იზრუნებთ.

არ ღირს წარსული შეცდომების გამო თავის დასჯა, ამ შეცდომების გაანალიზება. გარშემომყოფების კრიტიკას ოპტიმიზმით შეხედეთ, ან სულაც, ყურადღებას ნუ მიაქცევთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს თქვენს ნერვებს სრულად გამოფიტავს. წლის მეორე ნახევარში სასიამოვნო სიურპრიზები გელოდებათ.

ვარსკვლავების სისტემა - Sputnik საქართველო
რომელი ფერია თქვენთვის ბედნიერებისა და წარმატების მომტანი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მერწყული

წლის დასაწყისში ყველაფრის შეცვლის სურვილი გაგიჩნდებათ: ყოფაში, პირად ცხოვრებაში, შესაძლოა, პროფესიის შეცვლაც კი მოინდომოთ. და მაინც, მიუხედავად მტკიცე გადაწყვეტილებისა, სჯობს, გაზაფხულის ბოლომდე თავი შეიკავოთ ცვლილებებისგან. ჯერ ერთი, წლის მფარველ ხარს აჩქარება არ უყვარს, მეორეც – მაისში პლანეტები და ვარსკვლავები საუკეთესო პოზიციაში განლაგდებიან და მიზნების მისაღწევად დიდი ძალისხმევა არ დაგჭირდებათ.

ზოდიაქოს რომელი ნიშნების წყვილებს აქვთ გამდიდრების ყველაზე დიდი შანსი>>

თევზები

თქვენთვის 2020 წელი არცთუ მარტივი იყო, მაგრამ ბევრი დადებითიც მოიტანა: შეიძინეთ სიბრძნე, მიიღეთ გამოცდილება, შესაძლოა, გარკვეული თანხის დაგროვებაც შეძელით. და თუ ამის შენარჩუნებას 2021 წელსაც მოახერხებთ, ეს ძალიან კარგი იქნება. უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წელს შეძენილი გარკვეული სიმშვიდე დიდ მხარდაჭერას მოიპოვებს ხარისგან. 2021–ში გელოდებათ მოგზაურობები, ახალი ნაცნობობა და უბრალოდ, ბედნიერების მომენტები, რომლებით თქვენ გულში სამუდამოდ დაიკავებს ადგილს.

ყველა ახალი ამბავი
0