დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 10 იანვარი

© Pixabay / Vladimir163rusლიანდაგი
ლიანდაგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გიმზადებენ ვარსკვლავები და რას გირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 10 იანვარია, კვირა. კლებადი მთვარე მშვილდოსნის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.

საკმაოდ ხელსაყრელია დღის პირველი ნახევარი. შეიძლება ახალი საქმეების დაწყება. განწყობა ოპტიმისტურია; იგრძნობთ ახლობლების მხარდაჭერას, რაც საკუთარი ძალების რწმენას გააორმაგებს. კარგი დროა საყიდლებზე წასვლისთვის, ნებისმიერი კოსმეტიკური პროცედურის ჩასატარებლად, სილამაზის სალონში სტუმრობისთვის.

2021 წლის მთავარი მიმოხილვა: როგორი იქნება ხარის წელიწადი აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით>>

დღის მეორე ნახევარში არ არის გამორიცხული, რომ გაჩნდეს გაუმართლებელი იმედები და ზედმეტი ოპტიმიზმი. არ ღირს დაპირების გაცემა. ეცადეთ, ობიექტურად შეაფასოთ საკუთარი ძალები და შესაძლებლობები.

ვერძი: ძალიან დიდი რისკია იმისა, რომ დღეს ვინმეს თქვენს ნათქვამზე უზომოდ დიდი რეაგირება ჰქონდეს, ან თქვენ გქონდეთ სხვის ნათქვამზე რეაგირება. შეგიძლიათ, არ „დაამუხრუჭოთ“ თავი, რათა „აფეთქება“ შეაჩეროთ. თუ თავს შეიკავებთ, დაიბნევით და გააუფასურებთ იმ ინფორმაციას, რომლის მიწოდებაც გსურთ. იმოქმედეთ ისე, როგორც ჩვეულებრივ სიტუაციაში მოიქცეოდით და მიეცით ემოციებს გარეთ გამოსვლის საშუალება.

თეთრი ხარი - Sputnik საქართველო
2021 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

კურო: ამ ბოლო დროს სახლში გიწევთ ყოფნა, წინააღმდეგი არ ხართ, რომ გარკვეული „ტაიმ–აუტი“ აიღოთ და დრო საკუთარ თავთან გაატაროთ. მეგობრებთან ერთად დროის გატარებაზე უკეთესი იქნება, მყუდრო საღამოთი დატკბეთ სახლში. სჯობს, ყველა დანარჩენი გავიდეს სახლიდან და გაერთოს, თქვენ კი სიმშვიდესა და სიწყნარეში ყოფნის საშუალება მოგცენ.

ტყუპი: დღეს გუნდური მუშაობა თქვენგან დროის მკაფიო დაგეგმვასა და ძალების გადანაწილებას მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში „საწვავი“ შეიძლება იმაზე ადრე დაგიმთავრდეთ, სანამ დანიშნულების ადგილზე მიხვალთ. დარწმუნდით, რომ ყველას ესმის, რა ხდება და რა უნდა მოხდეს. თუ „საგზაო რუკა“ დეტალურად არ იქნება შედგენილი, შესაძლოა, ზოგიერთს გზა აებნეს. ამჟამად ადაპტაციის დიდი უნარი გაქვთ, ამიტომ თქვენ მოგიწევთ ყველასთვის მაგალითის მიცემა.

კირჩხიბი: დილიდანვე დიდი ენერგიით გაიღვიძებთ. თქვენ თავში აირევა ემოციები, იდეები, იმედები, რაც ფიზიკური ძალების მოზღვავებას განაპირობებს. ეს მთელი დღე გაგყვებათ. ხართ აქტიური, ამტანი, ეს კი დაგეხმარებათ, რომ ყველა დასახული ამოცანა სათანადო დონეზე შეასრულოთ.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ლაკონური დახასიათება - ხასიათის მხოლოდ ექვსი შტრიხი

ლომი: კარგი დღეა შეხვედრებისთვის. გარშემომყოფებზე სასიამოვნო შთაბეჭდილებას ახდენთ, ადვილად პოულობთ თანამოაზრეებსა და მოკავშირეებს. არანაირი გაუგებრობა არაა ხელმძღვანელობასთან და გავლენიან ადამიანებთან. ამბიციური ლომები შეძლებენ კარიერულ წინსვლას ან არსებული პროფესიული პოზიციების გამტკიცებას. უფრო ცუდადაა ვითარება პირად სფეროში. მოსალოდნელია კამათი, ჩხუბი ახლობელ ადამიანებთან, ამიტომ იფრთხილეთ.

ქალწული: დღეს გამუდმებით შემოგთავაზებენ დახმარებას, მაგრამ თუ არ გსურთ, შეგიძლიათ, უარი თქვათ. ერთადერთი, რასაც თავი უნდა აარიდოთ, ეს დახმარებაზე უარია იმის გამო, რომ გერიდებათ ან გრცხვენიათ. არ ღირს, რომ ხარისხი იმიჯის გამო მსხვერპლად შესწიროთ – ეს დროის ფუჭი კარგვაა. მაგრამ თუ გრძნობთ, რომ დაწყებულის გაგრძელება შეგიძლიათ, მაშინ თავაზიანად თქვით უარი შემოთავაზებულ დახმარებაზე.

სასწორი: გახადეთ თქვენი სამყარო ლამაზი. შემოიკრიბეთ ირგვლივ ადამიანები, რომლებიც ამაში დაგეხმარებიან. თუ ამას ვერ მოახერხებთ, მაშინ თვითონ იზრუნეთ იმის გალამაზებაზე, რაც თქვენ გარშემოა. მოაგროვეთ და გადაყარეთ ნაგავი, დაალაგეთ სახლი, თუ ეზო გაქვთ, მოაწესრიგეთ ის, შეღებეთ ღობე... შესანიშნავი დღეა ურთიერთობებისთვის. არ არის გამორიცხული ახალი რომანტიკული კავშირის დაწყება.

ბედნიერი წყვილი - Sputnik საქართველო
საუკეთესო წყვილები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მორიელი: დღეს კარგი იქნება, თუ ბუნებაში გახვალთ და მისი სილამაზით დატკბებით, თუნდაც ამინდი არ იყოს ამისთვის ხელსაყრელი. ასე მნიშვნელოვნად გაიუმჯობესებთ განწყობას, გაზრდით ენერგიულობას. არემარის შესწავლით გაიფართოებთ ცნობიერებას და შემოქმედებით მისწრაფებებს გაიაქტიურებთ. ღია სივრცე შესანიშნავია ახალი იდეების ძებნისთვის.

მშვილდოსანი: ერთია მოქნილობა და დიპლომატიურობა და მეორე – მისცეთ ვინმეს ნება, თქვენი სიკეთით ისარგებლოს. თუ გაგიჩნდათ გრძნობა, რომ თქვენზე „ფეხს იწმენდენ“, ხმა უნდა ამოიღოთ. ხანდახან პატივისცემა უნდა მოითხოვოთ. იქნებ, ამის გაკეთება საჯაროდ გერიდებათ? ასეთ შემთხვევაში სულაც არაა საჭირო, ხმას აუმაღლოთ და სცენა მოაწყოთ. სულ რამდენიმე ჩუმად ნათქვამი სიტყვა თავისას გააკეთებს – აჩვენეთ, რომ მოწიფული ადამიანი ხართ.

თხის რქა: თუ დღეს თქვენ გარშემო მყოფებს ძალზე ემოციური რეაგირება ექნებათ არასასიამოვნო სიტუაციაზე, ნუ მიბაძავთ მათ მაგალითს, რაც არ უნდა მართალი იყვნენ ისინი. თუ იყვირებთ, ამით სტრესს ვერ მოიხსნით, მხოლოდ გაზრდით დაძაბულობას. გაითვალისწინეთ თქვენი როლი თითოეული საუბრის დროს და ეცადეთ, ხელი შეუწყოთ ურთიერთპატივისცემის განვითარებას. დღეს ამ ყველაფერზე მაღლა უნდა იდგეთ.

კაირო - Sputnik საქართველო
ეგვიპტური ჰოროსკოპი – დაინახეთ თქვენი თავი განსხვავებულად

მერწყული: მრავალფეროვანი და საინტერესო დღე გელოდებათ, თუმცა – არა ნაყოფიერი. გსურთ საქმეების გადადება, თავს უარს არ ეუბნებით პატარ–პატარა სასიამოვნო რაღაცებზე. შეიძლება სამომავლო გეგმების დაწყობა. ყველა იდეა სწრაფად არ იქნება რეალიზებული, მაგრამ მოთმინებით ყველაფერს მიაღწევთ. აუცილებლად გამონახეთ დრო დასვენებისთვის.

თევზები: ამჟამად თქვენი ცხოვრება, შესაძლოა, სანახაობრივ საოპერო სპექტაკლად გადაიქცეს. და რატომ არ უნდა შეასრულოთ თქვენი „არია“? იცხოვრეთ მთელი სისავსით – ეს მშვენიერი საშუალებაა, აჩვენოთ ადამიანებს, ვინ ხართ და რას წარმოადგენთ. ძალზე ნაყოფიერი ცხოვრებისეული პერიოდი გიდგათ, მაგრამ პირველი ნაბიჯის გადადგმა თავად მოგიწევთ. მალე აპლოდისმენტებს დაიმსახურებთ.

ყველა ახალი ამბავი
0