19:26 22 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0064
  • 100 RUB4.4826
  • USD3.3010
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
მშობლები და შვილები (33)
200 0 0

მიიჩნევა, რომ ბავშვის ხასიათის თავისებურებები, ჯანმრთელობა და ზოგი ჩვევა დამოკიდებულია მისი დაბადების თარიღსა და დროზე. ამ მონაცემებს ასტროლოგები, ნუმეროლოგები და სხვა სპეციალისტები შეიწავლიან.

მათი მტკიცებით, ამ ურთიერთკავშირის  საიდუმლო მდგომარეობს დედის ცხოვრების წესში, მზის აქტივობის დონესა და ბავშვის დაბადების დროს არსებულ გარემოებებზე.

რაც შეეხება ბავშვის ჯანმრთელობას, მათ ფიზიკურ თუ გონებრივ თავისებურებებს, ამას უკვე მეცნიერები სწავლობენ და კვლევებზე დაყრდნობით აკეთებენ დასაბუთებულ დასკვნებს.

ქვემოთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს შემოგთავაზებთ ზამთარში დაბადებული ბავშვების შესახებ.

ხასიათი

ზამთარში დაბადებული ბავშვები შრომისმოყვარენი, ჯიუტნი, შეუპოვარნი და ბავშვობიდანვე მუყაითნი არიან. სიჯიუტის წყალობით, ისინი დიდ წარმატებებს აღწევენ სპორტში. ამ თავდაჯერებულ ბავშვებს აქვთ მაღალი თვითშეფასების უნარი.

ზამთრის ბავშვებს უყვართ კამათი, დისკუსიაში მონაწილეობის მიღება, გააჩნიათ საკუთარი მოსაზრებები, აქვთ სურვილი, იყვნენ დამოუკიდებელნი. სწორი საგანმანათლებლო აღზრდით ეს ყველაფერი შეიძლება თვითმყოფადობაში გადაიზარდოს.

იმუნიტეტი

ზამთრის ბავშვებს უფრო ძლიერი იმუნიტეტი აქვთ. ამის მიზეზი ისაა, რომ მათი დედები გაზაფხულსა და ზაფხულს მზესა და სუფთა ჰაერზე ატარებენ, ახალი ხილითა და ბოსტნეულით იკვებებიან, რაც აძლიერებს პატარის ჯანმრთელობის დაცვით ფუნქციებს.

ტენესის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეისწავლეს, თუ რომელი დაავადებების მიმართ არიან მიდრეკილი ზამთრის ბავშვები. ეს დაავადებებია: დეპრესია, ბრონქიალური ასთმა, თავის ტკივილი, ალერგია, D ვიტამინის ნაკლებობა.  

მხედველობა

ზამთრის ბავშვები შორსმხედველები არიან. მეცნიერებმა წელიწადის სხვადასხვა დროს დაბადებული 300 000 ბავშვი გამოიკვლიეს და დაასკვნეს, რომ ზაფხულში დაბადებული ბავშვები ახლომხედველები არიან, ზამთრისანი კი - შორსმხედველები.

ამასთან გაირკვა, რომ ზამთრის ბავშვებს სიცოცხლის განმავლობაში იშვიათად ემართებათ თვალის დაავადებები. ეს იმით აიხსნება, რომ ზამთარში მზე ნაკლებად აქტიურია და ჩვილები არ განიცდიან მზის სხივების საშიშ ზემოქმედებას.

დღეგრძელობა

რატომ არიან ზამთრის ბავშვები დღეგრძელები? ევროპელმა სოციოლოგებმა კვლევები ჩაატარეს და დაადგინეს, რომ ზამთრის ბავშვებს (განსაკუთრებით დეკემბერში დაბადებულებს) 20%-ით მეტი შანსი აქვთ, იცოცხლონ 95 წელზე მეტ ხანს. ეს ხომ ფიზიკურად ამტანი, მყარი იმუნიტეტის მქონე ხალხია.  

დაბადება

ზამთრის ბავშვები დროზე ადრე იბადებიან. დიახ, სტატისტიკის თანახმად, დეკემბერში, იანვარსა და თებერვალში დაბადებული ბავშვები ძალიან ხშირად 7-10 დღით ადრე  ევლინებიან ქვეყანას. ექიმები თქმით, როგორც წესი, ეს დაკავშირებულია დედის მიერ შემოდგომით გადატანილ ვირუსულ დაავადებებთან, რასაც ის ნაადრევ მშობიარობამდე მიჰყავს.

და ბოლოს: წელიწადის დროს შეუძლია გავლენა მოახდინოს ბავშვის ხასიათის თავისებურებებზე. მაგრამ თითოეული ბავშვი, რომელიც ქვეყანას ევლინება, მიუხედავად მისი დაბადების თარიღისა, ნამდვილი სასწაული ხდება მშობლებისათვის.

გიმრავლოთ!
თემები:
მშობლები და შვილები (33)

მთავარი თემები