03:35 16 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
1558 0 0

ყველა ადამიანს სურს, ცხოვრება ახლობელ ადამიანთან სიყვარულსა და თანხმობაში გაატაროს, მაგრამ სამწუხაროდ, ყოველთვის არ ხდება ისე, რომ შეხვდე იმ ერთადერთს, ნამდვილ მეორე ნახევარს, რომელთანაც გაიზიარებ სიხარულსაცა და მწუხარებას...

მაგრამ ხდება ისეც, რომ მონათესავე სული იპოვე, მაგრამ ურთიერთობებში რაღაც ვერ ეწყობა, ან საერთოდ ყველაფერი დასასრულისკენ მიდის.

ბედის სიურპრიზები 2021 წელს და ზოდიაქოს სამი რჩეული ნიშანი>>

ამ სამწუხარო ამბის მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს. დიდი, ძლიერი და გულწრფელი სიყვარულის დროსაც კი შესაძლებელია, რომ წყვილი არ ჩამოყალიბდეს. ამასთან, ურთიერთობებში ხშირად და მუდმივად ერევიან ნათესავები, რასაც პარტნიორები წონასწორობიდან გამოჰყავს და მერე ხდება სკანდალები, ასევე შეიძლება შეიქმნას სხვადასხვა სახის პრობლემა, როგორიცაა ფინანსური უსახსრობა თუ დაძაბული სამუშაო გრაფიკი, ფეთქებადი ხასიათი და კომპრომისზე წასვლის სურვილის არქონა... მოკლედ, მიზეზი უამრავი შეიძლება იყოს.

ვარსკვლავები 2021 წელს ზოგიერთს უკანასკნელ შანსს მისცემს, რომ ყველაფერი გამოასწოროს. თუ ისინი სწორად გაიგებენ ციური სხეულების მინიშნებებს და მიიღებენ ბედნიერ შესაძლებლობას სამყაროსგან, შეძლებენ ურთიერთობების მოგვარებას.

ლომი

ლომებს ურთიერთობებში პრობლემები ზედმეტი ემოციურობის გამო აქვთ. გრძნობებს აყოლილებმა ბევრი ზედმეტი სიტყვა თქვეს, გადადგეს არასწორი ნაბიჯი. ლომები ემოციურობითა და მოუთმენლობით გამოირჩევიან. თუ მათი პარტნიორი უფრო მომთმენია, მაშინ ურთიერთობებისთვის კიდევ ერთი შანსის მიცემა შეუძლიათ, ოღონდ თუ ლომის ნიშნის წარმომადგენლები გადახედავენ თავიანთ საქციელს პარტნიორთან მიმართებით. ლომებმა ყველაფერი უნდა აწონ–დაწონონ და თუ ნამდვილად უყვართ, მაშინ უნდა მოთოკონ თავიანთი „ველური ხასიათის“ უსიამოვნო გამოვლინებები.

თხის რქა

თხის რქები ბოლო დროს საერთოდ არ ფიქრობდნენ თავიანთი რჩეულის გრძნობებზე და პარტნიორის გვერდით ყოფნას აღიქვამდნენ, როგორც სავალდებულო მომენტს. და გარკვეულ მომენტში ურთიერთობები განხეთქილების ზღვრამდე მივიდა. სინამდვილეში, თხის რქები არ არიან სასტიკი და გულგრილი ადამიანები, უბრალოდ, ამ ცხოვრების ორომტრიალში „თავით გადაეშვნენ“. ასტროლოგები მათ ურჩევენ, რომ შეჩერდნენ, „დაამუხრუჭონ“, წინააღმდეგ შემთხვევაში კავშირის გაწყვეტა გარდაუვალი იქნება. ისინი უნდა დაელაპარაკონ თავიანთ გულის სწორს, გაიგონ, რა აშფოთებთ მათ, მიაქციონ მეტი ყურადღება, აჩვენონ და გამოიჩინონ მეტი მზრუნველობა. თუ თხის რქები ამას გულწრფელად გააკეთებენ, მაშინ ურთიერთობების გადარჩენის შანსი არის.

2021 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის>>

მშვილდოსანი

მშვილდოსნები ძალიან აფასებენ თავიანთ თავისუფლებას და ადამიანებს ძალიან ახლოს არ უშვებენ. ეს დასაშვებია მეგობრულ და საქმიან ურთიერთობებში, მაგრამ საყვარელ ადამიანთან ასეთი დამოკიდებულება მიუღებელია. ადრე თუ გვიან ასეთი გაუცხოება თავის შედეგს გამოიღებს – პარტნიორს უკვე ბეზრდება მშვილდოსნის ასეთი საქციელი და ტოვებს მას. 2021 წელი მშვილდოსნებს მისცემს შანსს, გახსნან გული და შეუშვან თავიანთ ცხოვრებაში ადამიანი, თუ ის მათთვის ნამდვილად ძვირფასია. თუ პარტნიორის მხრიდანაც გულწრფელი გრძნობებია, მაშინ ის აუცილებლად მისცემს კიდევ ერთ შანსს ამ ნიშნის წარმომადგენელს.

მთავარი თემები