ახალმთვარეობა ცვალებადი მდგომარეობის დროა. ადამიანების უმრავლესობა განიცდის უღონობას, დაღლილობას, უძილობას. ზოგიერთი ძალზე ემოციური და მგრძნობიარე ხდება.
2021 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის>>
ახალმთვარეობა 2020 წლის 15 ნოემბერს თბილისის დროით 06:07 საათზე დადგება.
ახალმთვარეობის გავლენით ადამიანში გაბატონდება შემდეგი გრძნობები და შეგრძნებები:
- ემოციური დათრგუნულობა
- განგაშის გრძნობა
- გულჩაკეტილობა
- მოწყენილობა
- დეპრესიულობა
- მარტოობის გრძნობა
მთვარის ამ ფაზაში მამაკაცები უფრო აგრესიული, ქალები – მაქსიმალურად მგრძნობიარენი, ბავშვები კი – ჭირვეული და უმართავი ხდებიან.
ამ დღეს შეიძლება და კარგი იქნება დასვენება, განმარტოებით ყოფნა.
ახალმთვარეობის დღეს არარეკომენდებულია:
- მძიმე ფიზიკური შრომა
- მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება
- ქორწინება
- გარისკვა
- ახალი საქმეების დაწყება
- მნიშვნელოვან ქაღალდებზე ხელმოწერა
- ეჭვიანობა
- შურისძიება
- ტყუილის თქმა და ცრუ დაპირების მიცემა
ენერგეტიკული გამოფიტულობის გამო ადამიანებმა შეუძლოდ შეიძლება იგრძნონ თავი.
ახალმთვარეობა 15 ნოემბერს ყველაზე ვნებიანი ნიშნის – მორიელის თანავარსკვლავედში ჩაივლის. ეს იღბლიანი დღეა ფლირტის, რომანტიკული პაემნისა და საყვარელ ადამიანთან დროის გატარებისთვის.
მთლიანობაში, ესაა სიყვარულის დღე, თუმცა შეყვარებულებმა არ უნდა მოახდინონ ერთმანეთის პროვოცირება ეჭვიანობაზე – მოგეხსენებათ, მორიელი ერთ–ერთი ყველაზე ეჭვიანი ნიშანია.
რა ცვლილებები ელოდებათ ზოდიაქოს ნიშნებს ახალმთვარეობაზე
- ვერძი – გაჩნდება კეთილდღეობის გაუმჯობესების, ფულის გამომუშავების შანსი.
- კურო – შესანიშნავი დღეა საქმიანი თანამშრომლობისთვის, იქნება საშუალება, რომ ახალი საქმიანი პარტნიორები მოძებნოთ.
- ტყუპი – ახალმთვარეობა მოგცემთ შანსს, რომ სწორად და მომგებიანად განკარგოთ სახსრები.
- კირჩხიბი – მოსალოდნელია „ცხოვრების სიყვარულთან“ შეხვედრა. შეგიძლიათ დაგეგმოთ მოგზაურობა.
- ლომი – სასურველია, გამოიყენოთ ყველა შესაძლებლობა, რათა დასახულ მიზნებს მიაღწიოთ.
- ქალწული – გაფართოვდება საქმიანი კავშირები, არ არის გამორიცხული დაწინაურება სამსახურში.
- სასწორი – ამ დღეს შეიძლება, რომ ხელმძღვანელობას მიმართოთ და ხელფასის მომატება ან ახალი თანამდებობა სთხოვოთ.
- მორიელი – მოსალოდნელია კარიერული ზრდა, რომანტიკული პაემანი, გულახდილი საუბრები.
- მშვილდოსანი – მთვარის ენერგია წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. გაძლიერდება ინტუიცია.
- თხის რქა – გაფართოვდება მეგობართა და თანამოაზრეთა წრე.
- მერწყული – მიზნების მისაღწევად მოქმედება და ახალი ცოდნის მიღებაა საჭირო.
- თევზები – რეალიზებული იქნება ყველა შესაძლებლობა. წამოწყებებში მეგობრები დაგეხმარებიან.