მთვარის კალენდარი: 13 ნოემბერი – რისი გაკეთება შეიძლება და რისი – არა

CC0 / Pixabay / ნახევარმთვარე
ნახევარმთვარე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

13 ნოემბერი, პარასკევი. ამ დღეს ვენერა მართავს. კლებადი მთვარე სასწორის ნიშანშია.

გვიან საღამოს მთვარე მორიელის თანავარსკვლავედში გადავა.

2021 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის>>

მთვარე სასწორში – იღბლიანი დღეა შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისთვის, სადაც დიპლომატიურობაა საჭირო, თუმცა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება არ ღირს. აჯობებს, თუ უკვე დაწყებულ საქმეებს დაამთავრებთ. ადამიანებს, ერთი მხრივ, სტაბილურობის გრძნობა უჩნდება, მეორე მხრივ კი – მერყეობის. სიმშვიდისა და ჰარმონიის დღეა, თუმცა, ურთიერთობებში ტაქტისა და დიპლომატიურობის შესახებ არ უნდა დაგვავიწყდეს.

Закат в горах и облака - Sputnik საქართველო
კვირის ასტროპროგნოზი: სიყვარული, ფინანსები, სამუშაო 9–15 ნოემბერი

მთვარე სასწორში ხელს უწყობს ჰარმონიულ ურთიერთობებს – ეს ჰარმონიული და წმინდა სიყვარულის დროა. ასეთ ურთიერთობებში ერთმანეთს ერწყმის  გულწრფელი გრძნობები და ურთიერთმოგება – ეს ჭეშმარიტი ქორწინების საფუძველია.

იზრდება მეორე ნახევართან შეხვედრის შანსები. ამ დღეს დაწყებული სიყვარული, თუ ორივე პარტნიორი გაუფრთხილდება მას, დიდი ხანი გაგრძელდება.

რეკომენდებულია ბიზნეს–საქმიანობა, მუშაობა, ახალი საქმეების დაწყება, ფულთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრა, მნიშვნელოვან დოკუმენტებზე ხელმოწერა, სიმშვიდის შენარჩუნება, მეცნიერებისა და ხელოვნების მფარველობა, აუჩქარებლად მუშაობა, ახლობლებისთვის ყურის დაგდება, წარმატებების საიდუმლოდ შენახვა.

ფეროშენადნობების ქარხანა ზესტაფონში - Sputnik საქართველო
რომელი ლითონი მიესადაგება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს

არარეკომენდებულია აჩქარება, გადაღლა და დაძაბვა, სიზარმაცე, საკუთარ წარმატებებით ტრაბახი.

ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: კარგი დღეა სალონში სტუმრობისთვის. შეიძლება თმის როგორც შეჭრა, ისე შეღებვა. ასევე ხელსაყრელი დღეა მანიკურისთვის.

მებაღეობა: მთლიანობაში, ბაღში მუშაობისთვის ნეიტრალური დღეა. შეიძლება მცენარეების გადარგვა, ერთი და მრავალწლიანი ყვავილების დარგვა, მოსავლის აღება – ის კარგად შეინახება.

ყველა ახალი ამბავი
0