08:19 21 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7763
  • 100 RUB4.1332
  • USD3.2117
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
54 0 0

გაეცანით 19 ოქტომბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

14-22 ოქტომბრის პერიოდი

14-22 ოქტომბრის პერიოდი სასწორის ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.

მნიშვნელოვანი წლებია: 8, 10, 20, 30, 32, 40, 48, 50, 56, 60, 70, 74.

ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა იასამანი.

14-22 ოქტომბრის პერიოდში დაბადებულებს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.

ამ პერიოდში დაბადებულ ადამიანებს იზიდავს ფუფუნება, ცხოვრების კომფორტული პირობები, ლამაზად მოწყობილი სახლი. ხანდახან ჭეშმარიტი ფასეულობები სიყალბესა და ილუზიებში ერევათ. ისინი მუდამ უნდა მიიწევდნენ წინ, ევოლუციის გზაზე, სრულყოფილებისკენ, რათა დეპრესიაში არ ჩავარდნენ. როგორც წესი, ამ პერიოდში დაბადებულები პუნქტუალური, გარშემომყოფების მიმართ ყურადღებიანი ადამიანები არიან, აქვთ ცხოვრებისეული მიზანი. ყოველთვის არ ჰყოფნით თავდაჯერებულობა, ხშირად სწყინთ და მოუთმენელნი არიან გარშემომყოფთა ნაკლოვანებების მიმართ.

19 ოქტომბერს დაბადებულები

19 ოქტომბერს ნამდვილი მეომრები იბადებიან. მაგრამ მათი მთავარი იარაღი სხვების დარწმუნებაა. არიან ნიჭიერი ორატორები, კარგი მსმენელები, მცოდნე ანალიტიკოსები. ეს ადამიანები ყველასთან პოულობენ სალაპარაკო თემას და მათთვის ნამდვილი სიამოვნებაა ვინმეს დარწმუნება; თან, რაც უფრო რთულია კამათი, ეს სიამოვნებაც მით უფრო მაღალია.

19 ოქტომბერს დაბადებულები ძალზე მომხიბლავი არიან. სხვებთან ურთიერთობებში მაცდურ კომპლიმენტებს, პირფერობასაც იყენებენ, რაც, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მუშაობს.

19 ოქტომბერს დაბადებულები ნიჭიერი მანიპულატორები არიან. ისინი თითქმის ყოველთვის იღებენ სასურველს. მათ ოპონენტებს მცირეოდენი შანსიც არა აქვთ კამათში გამარჯვებისა. ისინი, უბრალოდ, ვერ უმკლავდებიან ამ ადამიანების საფუძვლიან არგუმენტებსა და დასკვნებს და ამავე დროს, მოხერხებულ ქათინაურებს.

ამ დღეს დაბადებული სასწორები თავისებური და რამდენადმე ფეთქებადი ხასიათისა არიან, მაგრამ იციან თავის ხელში აყვანა, თავის გაკონტროლება. ასევე ისინი არიან ნებისყოფიანი, დამოუკიდებელი ადამიანები. თავად არ ჰყავთ კუმირები, მაგრამ თვითონ კუმირად გახდომაზე არასდროს იტყვიან უარს.

19 ოქტომბერს დაბადებულები საკუთარ თავს მაღალ შეფასებას აძლევენ. სამუშაოზე ისინი პირდაპირი, უკომპრომისო არიან. ხელმძღვანელ პოზიციაზე, შესაძლოა, დესპოტურიც იყვნენ. კარიერას საკმაოდ სწრაფად იკეთებენ. და თუ კარიერას მიზნად არ ისახავენ, მოკრძალებულ თანამდებობასაც დასჯერდებიან. ამ დროს მთავარია, არავინ შეუშალოს მათ ხელი ცხოვრებაზე, ფილოსოფიურ საკითხებზე ფიქრში; სამუშაოს კი კოლეგები შეასრულებენ, რომლებიც ასეთ მომხიბლავ სასწორსა და ნიჭიერ მანიპულატორს უარს ნამდვილად ვერ ეტყვიან.

ჯანმრთელობა

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ყველა პრობლემა 19 ოქტომბერს დაბადებულებს ორი მიზეზით უჩნდებათ. პირველი – ესაა შეჯიბრებების სიყვარული, რაც ყოველთვის არაა უსაფრთხო ტრავმების მიღების მხრივ. მეორე მიზეზია ის, რომ ვერ იცავენ ზომიერებას ჭამაში, ალკოჰოლთან მიმართებით.

ტიბეტური ჰოროსკოპი და ცხრილი – რომელი ცხოველია თქვენი მფარველი დაბადების წლის მიხედვით>>

რჩევა:

დახვეწილი ემოციური მანიპულირება სულაც არაა დაუსჯელი ტექნიკა. ამისთვის საკუთარი ჯანმრთელობით ზღავთ. თქვენი მთავარი მტერი სტრესია, რომელიც უნდა დაამარცხოთ.

მთავარი თემები