წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ
14-22 ოქტომბრის პერიოდი
14-22 ოქტომბრის პერიოდი სასწორის ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.
მნიშვნელოვანი წლებია: 8, 10, 20, 30, 32, 40, 48, 50, 56, 60, 70, 74.
ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა იასამანი.
14-22 ოქტომბრის პერიოდში დაბადებულებს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.
ამ პერიოდში დაბადებულ ადამიანებს იზიდავს ფუფუნება, ცხოვრების კომფორტული პირობები, ლამაზად მოწყობილი სახლი. ხანდახან ჭეშმარიტი ფასეულობები სიყალბესა და ილუზიებში ერევათ. ისინი მუდამ უნდა მიიწევდნენ წინ, ევოლუციის გზაზე, სრულყოფილებისკენ, რათა დეპრესიაში არ ჩავარდნენ. როგორც წესი, ამ პერიოდში დაბადებულები პუნქტუალური, გარშემომყოფების მიმართ ყურადღებიანი ადამიანები არიან, აქვთ ცხოვრებისეული მიზანი. ყოველთვის არ ჰყოფნით თავდაჯერებულობა, ხშირად სწყინთ და მოუთმენელნი არიან გარშემომყოფთა ნაკლოვანებების მიმართ.
17 ოქტომბერს დაბადებულები
17 ოქტომბერს დაბადებულები ბუნებით მეწარმეები არიან - თუნდაც მათი საქმიანობის სფერო ბიზნესი არ იყოს. ეს თვისება ამ ადამიანებს მიზნების მიღწევაში ეხმარება. 17 ოქტომბერს დაბადებულებისთვის მნიშვნელოვანია დინამიკა და წარმატება; მათ აინტერესებთ პროცესი და არა შედეგი.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები კომუნიკაბელური, რაციონალური არიან. აქვთ სხვების კარგი განწყობის მოპოვების უნარი. მათ გარშემო მუდამ თანამოაზრეები ტრიალებენ.
17 ოქტომბერს დაბადებული სასწორები საქმიანი შორსმჭვრეტელობით გამოირჩევიან. საქმეების მართვაში გამძაფრებული ინტუიცია, ანალიტიკური გონება ეხმარებათ. რაციონალიზმი და პრაქტიკული აზროვნება ნებას არ რთავს, ავანტიურაში და საეჭვო პროექტები ჩაებან.
17 ოქტომბერს დაბადებულებს, პრაქტიკულად, ყველა სირთულის გადალახვა შეუძლიათ და თან, სულიერი სიმშვიდის შენარჩუნებას ახერხებენ. ამ ადამიანების მდგომარეობიდან გამოყვანა არცთუ ადვილი საქმეა.
თუ 17 ოქტომბერს დაბადებულების საქმიანობა ბიზნესს არ უკავშირდება, ისინი, პრაქტიკულად, ჯგუფების, განყოფილებების იდეალური ხელმძღვანელები არიან. აქვთ ადამიანების გაერთიანებისა და მათი გაძღოლის უნარი.
ჯანმრთელობა
17 ოქტომბერს დაბადებულებს საფრთხეები იზიდავს, რაც განაპირობებს ტრავმების დიდ რისკს. ფსიქოლოგიურად ისინი ბევრად მედგარი არიან. მათთვის აუცილებელია ფიზიკური დატვირთვები.
რჩევა:
გარშემომყოფებს მაღალ მოთხოვნებს უყენებთ, მაგრამ ადამიანები ყოველთვის ვერ ამართლებენ თქვენს იმედებს. ნუ იჩქარებთ ახალი კომპანიონებისა და ხელქვეითების ძებნას. ეცადეთ, შეცვალოთ მათთვის განკუთვნილი ამოცანები.