12:33 28 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8094
  • 100 RUB4.2136
  • USD3.2242
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
189 0 0

გაეცანით 16 ოქტომბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

14-22 ოქტომბრის პერიოდი

14-22 ოქტომბრის პერიოდი სასწორის ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.

მნიშვნელოვანი წლებია: 8, 10, 20, 30, 32, 40, 48, 50, 56, 60, 70, 74.

ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა იასამანი.

14-22 ოქტომბრის პერიოდში დაბადებულებს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.

ამ პერიოდში დაბადებულ ადამიანებს იზიდავს ფუფუნება, ცხოვრების კომფორტული პირობები, ლამაზად მოწყობილი სახლი. ხანდახან ჭეშმარიტი ფასეულობები სიყალბესა და ილუზიებში ერევათ. ისინი მუდამ უნდა მიიწევდნენ წინ, ევოლუციის გზაზე, სრულყოფილებისკენ, რათა დეპრესიაში არ ჩავარდნენ. როგორც წესი, ამ პერიოდში დაბადებულები პუნქტუალური, გარშემომყოფების მიმართ ყურადღებიანი ადამიანები არიან, აქვთ ცხოვრებისეული მიზანი. ყოველთვის არ ჰყოფნით თავდაჯერებულობა, ხშირად სწყინთ და მოუთმენელნი არიან გარშემომყოფთა ნაკლოვანებების მიმართ.

16 ოქტომბერს დაბადებულები

16 ოქტომბერს დაბადებულები კეთილმოსურნე, გამჭრიახი, კომუნიკაბელური ადამიანები არიან, ისინი საერთო ენას პოულობენ ნებისმიერი პოლიტიკური შეხედულებისა და კონფესიის ადამიანთან.

ისინი თავისი ნიშნის წარმომადგენლებზე უკეთ ხედავენ ადამიანის ბნელ მხარეებს. მათ, პრაქტიკულად, ყოველთვის იციან, რას უნდა ელოდონ მეგობრისგან, კოლეგისგან თუ უბრალო ნაცნობისგან. ასეთ ადამიანის მოტყუება ძალზე ძნელია.

16 ოქტომბერს დაბადებულებს, მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად რბილი ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ, მიმნდობს ვერ უწოდებ. თითოეულ მათგანს მტკიცე შინაგანი ძალა აქვს, რაც ბედის დარტყმების მოგერიებაში ეხმარება მათ.

16 ოქტომბერს დაბადებული სასწორები ენთუზიასტი, მიზანსწრაფული, აქტიური არიან, ხანდახან - იმპულსურიც. არ არიან ამბიციური, მათთვის კარიერა თვითმიზანი არ არის; მაგრამ თუ მათ კონკრეტული მიზანი დაისახეს, მას აუცილებლად მიაღწევენ.

ამ დღეს დაბადებულები განსხვავებულად მოაზროვნე არიან, ისინი მუდმივად ფიქრობენ სხვადასხვა, პროფესიულ თუ პირად საკითხზე, მაგრამ თავიანთი დასკვნების საჯაროდ გამოტანა არ უყვართ.

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ამ სამყაროში ჰარმონია და წონასწორობა შემოაქვთ>>

მათთვის მნიშვნელოვანია თანამოაზრეებთან ერთად გუნდში მუშაობა. სამსახურში ძალიან პასუხისმგებლიანი, ხელმძღვანელის როლში - სამართლიანი, თანამიმდევრული.

რაც შეეხება საქმიანობის სფეროს, 16 ოქტომბერს დაბადებულები ხშირად უძღვნიან თავს საზოგადოებრივ საქმიანობას. ბევრი მოწოდებას რელიგიაში პოულობს. მათთვის არატიპურია ინჟინერია, ტექნიკური სფეროები და სხვა.

ჯანმრთელობა

16 ოქტომბერს დაბადებულები მიდრეკილი არიან სხვადასხვა დამოკიდებულებისკენ, იქნება ეს ნარკოტიკები თუ ალკოჰოლი, რაც მათ ჯანმრთელობაზე დამღუპველად მოქმედებს. პირველ დარტყმას იღებს მათი ფსიქიკა, ხოლო შემდეგ - შინაგანი ორგანოები. ასევე ცუდად მოქმედებს მათზე უმოძრაობა, ამიტომ უნდა ივარჯიშონ, ფიზიკურად იაქტიურონ - ოღონდ ზომიერად.

რჩევა:

შეამოწმეთ საკუთარი თავი, გაარკვიეთ, რა წაგადგებათ სინამდვილეში, მოიშორეთ ყველაფერი ზედმეტი. და გახსოვდეთ: ხარისხიანი დასვენება კარგი ჯანმრთელობის, განწყობის წინაპირობაა.

მთავარი თემები