15 ოქტომბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

CC BY 2.0 / Flickr / Valerian Guillot / Rice fields, Madagascarბრინჯის მინდვრები მადაგასკარზე
ბრინჯის მინდვრები მადაგასკარზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით 15 ოქტომბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

14-22 ოქტომბრის პერიოდი

14-22 ოქტომბრის პერიოდი სასწორის ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.

მნიშვნელოვანი წლებია: 8, 10, 20, 30, 32, 40, 48, 50, 56, 60, 70, 74.

ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა იასამანი.

14-22 ოქტომბრის პერიოდში დაბადებულებს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
სასწორი: საზრიანი, მშვიდი, წინდახედული - ზოგადი დახასიათება

ამ პერიოდში დაბადებულ ადამიანებს იზიდავს ფუფუნება, ცხოვრების კომფორტული პირობები, ლამაზად მოწყობილი სახლი. ხანდახან ჭეშმარიტი ფასეულობები სიყალბესა და ილუზიებში ერევათ. ისინი მუდამ უნდა მიიწევდნენ წინ, ევოლუციის გზაზე, სრულყოფილებისკენ, რათა დეპრესიაში არ ჩავარდნენ. როგორც წესი, ამ პერიოდში დაბადებულები პუნქტუალური, გარშემომყოფების მიმართ ყურადღებიანი ადამიანები არიან, აქვთ ცხოვრებისეული მიზანი. ყოველთვის არ ჰყოფნით თავდაჯერებულობა, ხშირად სწყინთ და მოუთმენელნი არიან გარშემომყოფთა ნაკლოვანებების მიმართ.

15 ოქტომბერს დაბადებულები

15 ოქტომბერს დაბადებულები მეგობრული, თანამშრომლობაზე, პარტნიორობაზე ორიენტირებული არიან. მათი სისუსტეა მარტოობის შიში. ამ ადამიანებს, როგორც წესი, ბევრი მეგობარი, ნაცნობი, ახლობელი ჰყავთ. ისინი თავიანთი რჩეულის ერთგული არიან და ამასვე მოითხოვენ მისგანაც.

15 ოქტომბერს დაბადებულები ვერ იტანენ სკანდალებსა და ჩხუბს. არ შეუძლიათ კონფლიქტების კონსტრუქციული გადაწყვეტა, ამიტომ ამ დღეს დაბადებულთა უმრავლესობა თავის არიდების ტაქტიკას ირჩევს; მაგრამ გარეგნული სიმშვიდის უკან ვნებათა ბობოქარი ვულკანი იმალება.

ბეღურა ხის ტოტზე - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - სასწორი

ამ დღეს დაბადებულები გულღია, კომუნიკაბელური სასწორები არიან. მათთვის გარშემომყოფთა მოსაზრებებს მნიშვნელობა აქვს, რასაც არ უნდა აკეთებდნენ, სოციალური შეფასების მოლოდინში არიან. საზოგადოების მხრიდან მათი მოქმედების მოწონება ამ ადამიანებს გულწრფელად ახარებს და შემდგომი მოქმედებების სტიმულს აძლევს. ხოლო გულგრილობა საზოგადოების მხრიდან მათზე ძალიან ნეგატიურად აისახება, შესაძლოა, დეპრესიამდე მივიდნენ. მათთვის ყველაზე საშინელი რამაა, დარჩნენ აუღიარებელი, უსარგებლო.

15 ოქტომბერს დაბადებულები გარშემომყოფების მიმართ კრიტიკული არიან, ხოლო საკუთარ თავს, ჩვეულებრივ, იდეალურად აღიქვამენ. მათთვის ურთიერთობების საყვარელი ფორმატი დისკუსიაა.

ამ დღეს დაბადებულებს გარშემომყოფების მოსაზრებაზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლიათ. პროფესიულ სფეროში ძალიან ხშირად ავტორიტეტს წარმოადგენენ; კომფორტულად გრძნობენ თავს ხელმძღვანელ პოზიციებზე. კარიერულად სწრაფად იზრდებიან, მიღწეულზე იშვიათად ჩერდებიან.

წარმოსახვა პანიკის შეტევისას - Sputnik საქართველო
სიმაღლის, სიბნელის, დახურული სივრცის თუ... ზოდიაქოს ნიშნების ფობიები

ჯანმრთელობა

15 ოქტომბერს დაბადებულების ჯანმრთელობისთვის პირველ საშიშროებას ცხოვრების უმოძრაო წესი ქმნის, როცა მათი სამუშაო ფიზიკურ აქტივობას არ ითვალისწინებს. მათთვის აუცილებელია ზომიერების დაცვა ფიზიკურ აქტივობაში, კვებაში; ასევე, როგორც სხვა სასწორებმა, მათაც უნდა გაითვალისწინონ მავნე ჩვევების უარყოფითი გავლენა მათზე და ეს, პირველ რიგში ჩვევებზე დამოკიდებულებას ეხება ზოგადად.

რჩევა:

მუდმივად გუნდში ყოფნა და მუშაობა დამღლელია. ისწავლეთ ხანდახან განმარტოება, ფიზიკური და სულიერი დასვენება და სხეულისა და სულის ჰარმონიაში მოყვანა.

ყველა ახალი ამბავი
0