08:14 30 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7913
  • 100 RUB4.0794
  • USD3.2338
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
287 0 0

გაეცანით 13 ოქტომბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

4-13 ოქტომბრის პერიოდი

4-13 ოქტომბრის პერიოდი სასწორის ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება.

მნიშვნელოვანი წლებია: 8,16, 24, 32, 40, 48, 56, 64, 72.

ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა კამელია.

4-13 ოქტომბრის პერიოდში დაბადებულებს პლანეტა სატურნი მფარველობს. ეს ადამიანები გამოირჩევიან სილამაზითა და გრაციოზულობით, არიან მხიარული, იუმორის გრძნობის მქონე, კეთილშობილი ადამიანები. მათთან საინტერესოა, იქმნება სიმყუდროვისა და საიმედოობის შეგრძნება. უყვართ ცვლილებები, აქვთ ბობოქარი, მშფოთვარე ხასიათი.

13 ოქტომბერს დაბადებულები

13 ოქტომბერს დაბადებულებს თამამად შეიძლება ვუწოდოთ „კერკეტი კაკალი“. ეს ადამიანები გამოირჩევიან უზარმაზარი ნებისყოფით, შინაგანი ძალით, მათი წონასწორობიდან გამოყვანა ძალზე რთულია.

ამ დღეს დაბადებულებს ნებისმიერ საკითხზე აქვთ თავიანთი ავტორიტეტული მოსაზრება. არიან მშვიდი, უდრეკი, გონიერი ადამიანები. არ იტაცებთ ავანტიურა, ცხოვრობენ პრინციპით - ენდე, მაგრამ შეამოწმე.

ამ ადამიანებს შეუძლიათ სირთულეების გადალახვა თავიან ცხოვრებისეულ გზაზე. ნებისმიერი უსიამოვნება მხოლოდ აწრთობს მათ ხასიათს. ამასთან, ისინი არ რისკავენ, რომ ცინიკოსი გახდნენ. იუმორის შესანიშნავი გრძნობა ოპტიმისტური განწყობის შენარჩუნებაში ეხმარება.

13 ოქტომბერს დაბადებულების სხვა სასწორებისგან განსხვავდებიან. ისინი მეტად მტკიცე არიან, თითქმის არასდროს ეპარებათ ეჭვი თავიანთი არჩევნის სისწორეში. მკაფიოდ იციან, რა სურთ და როგორ მიაღწიონ სასურველს.

ნუმეროლოგიის მაგია – თუ გინდათ ფული მოიზიდოთ>>

სასურველი შედეგის მისაღწევად ამ დღეს დაბადებულები ძალისხმევას არ იშურებენ, მაგრამ მწვერვალის დასაპყრობად ადამიანებს არ წირავენ; სამართლიანობის გამძაფრებული გრძნობა მათ საშუალებას არ აძლევს, კარიერული ზრდისთვის არცთუ პატიოსანი მეთოდები გამოიყენონ.

13 ოქტომბერს დაბადებულებს პროფესიული საქმიანობისადმი სერიოზული დამოკიდებულება აქვთ. როდესაც სფეროს შეარჩევენ, ისწრაფვიან ამ სფეროში ექსტრა-კლასის სპეციალისტი გახდნენ, სამუშაოს მთელ ძალას ახმარენ.

სამსახურში პრობლემები, შესაძლოა, მოქნილობის არქონის გამო გაუჩნდეთ. ასევე, იციან წყენის გულში ჩადება. კრიტიკულობა ხანდახან გუნდში კონტაქტების დამყარებაში უშლის ხელს.

ჯანმრთელობა

13 ოქტომბერს დაბადებულების ჯანმრთელობის პირველი მტერი სტრესია. მათი ფიზიკური ჯანმრთელობა, შესაძლოა, სტრესების, ქრონიკული დაღლილობის, ფსიქოლოგიური დაძაბულობის ფონზე შეირყეს. მაგრამ დეპრესიისადმი მიდრეკილება, იშვიათი გამონაკლისის გარდა, არა აქვთ. მომავალს ოპტიმიზმით უყურებენ.

რჩევა:

თქვენ გიჭირთ ცხოვრების გამარტივება, უფრო სწორად, არ იცით, როგორ გაიმარტივოთ ცხოვრება. გაითვალისწინეთ, რომ ამის გარეშე სტრესის მოხსნა გაგიჭირდებათ და ეს, შესაძლოა, სერიოზულ პრობლემაში გადაიზარდოს. ასევე, იყავით მეტად მოქნილი და დიპლომატიური, რაც ახლობლებთან და კოლეგებთან ურთიერთობებში დაგეხმარებათ.

მთავარი თემები