11 ოქტომბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© Pixabay / EvgeniTშემოდგომა
შემოდგომა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით 11 ოქტომბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

4-13 ოქტომბრის პერიოდი

4-13 ოქტომბრის პერიოდი სასწორის ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება.

მნიშვნელოვანი წლებია: 8,16, 24, 32, 40, 48, 56, 64, 72.

ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა კამელია.

© Sputnik / Maria Tsimintiaსასწორი
11 ოქტომბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები - Sputnik საქართველო
სასწორი

4-13 ოქტომბრის პერიოდში დაბადებულებს პლანეტა სატურნი მფარველობს. ეს ადამიანები გამოირჩევიან სილამაზითა და გრაციოზულობით, არიან მხიარული, იუმორის გრძნობის მქონე, კეთილშობილი ადამიანები. მათთან საინტერესოა, იქმნება სიმყუდროვისა და საიმედოობის შეგრძნება. უყვართ ცვლილებები, აქვთ ბობოქარი, მშფოთვარე ხასიათი.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
სასწორი: საზრიანი, მშვიდი, წინდახედული - ზოგადი დახასიათება

11 ოქტომბერს დაბადებულები

11 ოქტომბერს დაბადებულები მშვიდობისმოყვარე ადამიანები არიან, ვერ იტანენ კონფლიქტებს. აქვთ თანამშრომლობის უნიკალური უნარი; შეუძლიათ ადამიანების შერიგება. ურთიერთობებში სკანდალის ნაცვლად კომპრომისს სთავაზობენ, ოპონენტს კი ამაზე უარის თქმის შანსი, პრაქტიკულად, აღარ რჩება. 

11 ოქტომბერს დაბადებულები არიან ამტანი, მიზანსწრაფული, ნებისყოფიანი ადამიანები; თითოეულ სიტუაციას რაციონალურად განიხილავენ და შესაბამისად, ცხოვრებისგან ხშირად სხვებზე მეტს იღებენ. ეს ადამიანები წარმატებებს, სხვებთან შედარებით, დიდი ძალისხმევის გარეშე აღწევენ.

როგორ ბერდებიან ზოდიაქოს ნიშნები>>

11 ოქტომბერს დაბადებული სასწორები გამოირჩევიან ადამიანების გაგების დიდი უნარით, მდიდარი წარმოსახვით, მახვილგონიერებითა და შესანიშნავი იუმორის გრძნობით. არიან კომუნიკაბელური. მათთვის არ არსებობს აკრძალული და ტაბუდადებული თემა, დახურული კარი.

ბეღურა ხის ტოტზე - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - სასწორი

ისინი დარწმუნებული არიან, რომ მნიშვნელოვანი სოციალური მისია აკისრიათ. ეს მათ ცხოვრებას აზრს სძენს. იბრძვიან სამართლიანობის, სიმართლისა და მშვიდობისთვის.

ამ დღეს დაბადებულებს არ იტაცებს მარტივი და იოლი საქმე. რაც შეეხება საქმიანობის სფეროს, ისინი დიდხანს არიან საკუთარი საქმის ძიების პროცესში, ირგებენ სხვადასხვა საქმეს, სანამ არ იპოვიან იმას, რომელიც მათ მოუტანს კარგ შემოსავალს, მორალურ კმაყოფილებასა და საზოგადოებრივ აღიარებას.

კარიერისთვის 11 ოქტომბერს დაბადებულები ბევრი რამისთვის არიან მზად, მაგრამ მსხვერპლს მხოლოდ იმ შემთხვევაში იღებენ, თუ რეალურ პერსპექტივას ხედავენ.

დიეტა  - Sputnik საქართველო
როგორ იკლებენ წონაში ზოდიაქოს ნიშნები

ჯანმრთელობა

11 ოქტომბერს დაბადებულებს ჯანმრთელობის პრობლემები, შესაძლოა, ჰიპოდინამიამ შეუქმნას. ნაკლები მოძრაობა, დაუბალანსებელი კვება მათ ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. მათთვის რეკომენდებულია აქტიურობა, სპორტი, სეირნობა, და შესაბამისი, ჯანსაღი კვება.

რჩევა:

ნუ „ჩაიციკლებით“ რაიმეზე, იქნება ეს სოციალური მისია, კარიერა თუ სხვა რამ. ნებისმიერ შემთხვევაში დაიცავით ზომიერება. ერიდეთ თვითკმაყოფილებას და გახსოვდეთ, რომ ცხოვრება - ეს გამუდმებული ბრძოლაა.

ყველა ახალი ამბავი
0