6 ოქტომბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© Pixabay / jplenioსაქართველოს მთები ჩამავალი მზის შუქზე
საქართველოს მთები ჩამავალი მზის შუქზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით 6 ოქტომბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

4-13 ოქტომბრის პერიოდი

4-13 ოქტომბრის პერიოდი სასწორის ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება.

მნიშვნელოვანი წლებია: 8,16, 24, 32, 40, 48, 56, 64, 72.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
სასწორი: საზრიანი, მშვიდი, წინდახედული - ზოგადი დახასიათება

ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა კამელია.

4-13 ოქტომბრის პერიოდში დაბადებულებს პლანეტა სატურნი მფარველობს. ეს ადამიანები გამოირჩევიან სილამაზითა და გრაციოზულობით, არიან მხიარული, იუმორის გრძნობის მქონე, კეთილშობილი ადამიანები. მათთან საინტერესოა, იქმნება სიმყუდროვისა და საიმედოობის შეგრძნება. უყვართ ცვლილებები, აქვთ ბობოქარი, მშფოთვარე ხასიათი.

6 ოქტომბერს დაბადებულები

6 ოქტომბერს დაბადებულები სამართლიანი, მომთხოვნი ადამიანები არიან. მათთვის ცხოვრებაში ძალზე მნიშვნელოვანია სიყვარული, ჰარმონია და სილამაზე. არ გამოირჩევიან დიდი მოთმინების უნარით; შედეგის მიღება მათ წამიერად სურთ. ძალზე ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ უსამართლობის ნებისმიერ გამოვლინებასთან; პრაქტიკულად ყოველთვის უცერემონიოდ იქცევიან მათთან, ვინც მათთვის მიუღებლად იქცევა.

6 ოქტომბერს დაბადებულები გუნდური მოთამაშეები არიან და შეუძლიათ სხვების დარწმუნება, მათი გაძღოლა. ამასთან, დიდება და აღიარება მათ არ იზიდავს.

ბეღურა ხის ტოტზე - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - სასწორი

6 ოქტომბერს დაბადებული სასწორები კომუნიკაბელური, კეთილი, კონტაქტური არიან, ადამიანებთან ურთიერთობებს ადვილად ამყარებენ და თავის მიმართ დადებითად განაწყობენ. მეგობრებს მალე იძენენ, ყურადღებით არიან განებივრებული საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებისგან. პირად ცხოვრებაში გარკვეული „ქარაფშუტობა“ ახასიათებთ. პარტნიორისგან ერთგულებას მოითხოვენ.

ამ დღეს დაბადებულებს უყვართ თავგადასავლები. წინააღმდეგი არ არიან, თავიანთი ძალები ღია ავანტიურაში მოსინჯონ. ყოველდღიურობა, ყოფა მათთვის ძალზე მოსაწყენია.

6 ოქტომბერს დაბადებულები ამ ყოველდღიურობის დასაძლევად საკუთარ გამომგონებლურ, კრეატიულ ნიჭს იყენებენ, ცდილობენ, ყოველდღიურობაში სიახლე და მოდერნიზაცია შეიტანონ; ეს ყოფითი საქმეების, მონოტონური მუშაობის გამარტივებაში გამოიხატება. ისინი ნოვატორები არიან და ამისთვის სამსახურში დიდად აფასებენ.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ამ სამყაროში ჰარმონია და წონასწორობა შემოაქვთ

საქმიანობის სფეროს შერჩევაში ხშირად მათთვის სტიმულს სხვების დახმარების სურვილი წარმოადგენს. მათ შორის ბევრია საზოგადო მოღვაწე, ჩინოსანი. მაღალი თანამდებობა უზრუნველყოფს შესაძლებლობას, რომ დაეხმარონ არა კონკრეტულ ადამიანებს, არამედ სოციალურ ჯგუფებს.

ჯანმრთელობა

6 ოქტომბერს დაბადებულების ჯანმრთელობისთვის პირველ საშიშროებას წარმოადგენს ის, რომ მათ ზომიერება არ იციან. ეს ეხება დამღუპველ ჩვევებსაც და ჩვეულებრივ, ერთი შეხედვით უსაფრთხო ჩვევებსაც. მაგალითად, ფიგურაზე ზრუნვა მათთვის, შესაძლოა, ანორექსიით დასრულდეს. იგივე ეხება სპირტიან სასმელებს, თამბაქოს, სტიმულატორებსა და სხვა.

ვინ იყავით წინა ცხოვრებაში, ანუ რას გვიამბობს ზოდიაქოს ნიშანი თქვენს კარმაზე>>

რჩევა:

ნებისმიერ საქმეში ზედმეტი გატაცება გჩვევიათ. ნუ გახდებით „შეპყრობილი“, რა საქმეც არ უნდა იყოს, რადგან სერიოზულ პრობლემად შეიძლება გადაიქცეს და ამის დაძლევა უკვე პროფესიონალის დახმარების გარეშე გაგიჭირდებათ.

ყველა ახალი ამბავი
0